მეუფე ნიკოლოზმა ნაჩუქარი iPhone 12-ით ფილმი გადაიღო და ის Youtube-ს არხზე ატვირთა.
„ფილმი გადაღებული და დამონტაჟებულია 2020 წლის 14-18 დეკემბერს საქართველოში, გერმანიასა და იტალიაში iPhone 12 pro ტელეფონით და იტალიიდან საქართველოში წმინდანების სხეულის ნაწილების ჩამობრძანებას ეძღვნება“, – ვკითხულობთ აღწერაში.
შეგახსენებთ, მეუფე ნიკოლოზმა ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში ახალი მოდელის გამოსვლამდე ორი დღით ადრე განაცხადა, რომ IPHONE 12 უკვე გაყიდვაშია და მას ის ჯერ არ აქვს.
უმაღლესი წოდების მქონე სასულიერო პირის განცხადების შემდეგ IPHONE 12-ზე მოთხოვნა გაიზარდა. ერთ-ერთმა კომპანიამ კი ტელეფონი სასულიერო პირს საჩუქრად გადასცა.
კომენტარები