ესპანეთში რუსული მაფიის წინააღმდეგ ჩატარებული ოპერაციისას 23 ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ ესპანეთის პოლიცია ავრცელებს.
როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, ჩხრეკა 18 მისამართზე ჩატარდა. ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი, 300 ათასი ევროს ოდენობის ნაღდი ფული, ძვირფასეულობა. ასევე აღმოჩენილია კრიპტოვალუტა. დაყადაღდა ანგარიშები.
საქმის გამოძიება ევროპოლის მონაწილეობით მიმდინარეობდა და ჯერ კიდევ 2013 წელს დაიწყო. კრიმინალური ჯგუფები ყოფილი საბჭოთა კავშირიდან ესპანეთის ტერიტორიას „ფულის გათეთრებისთვის“ იყენებდნენ.
ესპანეთში ჩატარებული ოპერაცია ბოლო 10 წლის განმავლობაში აღმოსავლეთ ევროპის მაფიის წინააღმდეგ ყველაზე მასშტაბური გამოძიებაა.
კომენტარები