• რეკლამა
  • კონტაქტი
19:34, პარასკევი, 20 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ნარიყალას ციხე-სიმაგრე ევროპაში მდებარე განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს შორის დასახელდა

ალია ავტორი - ალია
10:52 12-18-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
31

ნარიყალას ციხე-სიმაგრე ევროპაში მდებარე განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს შორის დასახელდა, – ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.

აღნიშნულ ჩამონათვალში ასევე შესულია ახენზის რკინიგზა ავსტრიის ქალაქ ტიროლში, მოდერნ თეატრის შენობა ბულგარეთის ქალაქ სოფიაში, მიროგოის სასაფლაო კომპლექსი ხორვატიის ქალაქ ზაგრებში, სან დენის ეკლესია საფრანგეთის ქალაქ სენტ ომერში, მწვანე სისტემა გერმანიის ქალაქ კოლონში, ხუთი სამხრეთ ეგეოსის კუნძული საბერძნეთში, ჯუსტის ბაღი იტალიის ქალაქ ვერონაში, პალაცო ძენობიო იტალიის ქალაქ ვენეციაში, დეჩანის მონასტერი კოსოვოში, ცენტრალური ფოსტის შენობა მაკედონიის ქალაქ სკოპიეში და სან ხუანის სამლოცველო ესპანეთის ქალაქ კანტაბრიაში.

„თითოეული ძეგლი შეირჩა როგორც გამორჩეული კულტურული ღირებულების, ასევე, მის მიმართ არსებული მნიშვნელოვანი საფრთხის მიხედვით. გარდა ამისა, შერჩევისას განიხილებოდა ამ ძეგლების გადასარჩენად ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობის დონე, საჯარო თუ კერძო სექტორის პასუხისმგებლობა, ძეგლის პოტენციალი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის თვალსაზრისით“ – აღნიშნულია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფი 12 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი საერთაშორისო საკონსულტაციო კომისიის მიერ იქნა შერჩეული, რომლის შემადგენლობაშიც შედიან ისტორიის, არქეოლოგიის, არქიტექტურის, კონსერვაციის, პროექტის ანალიზისა და ფინანსების ექსპერტები.

განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფი 7 ძეგლის პროგრამის ფარგლებში საბოლოოდ შერჩეული ძეგლები 2021 წლის მარტში დასახელდება.

ნარიყალას ციხე-სიმაგრე ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი და უძველესი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია საქართველოში. თბილისის ისტორიულ ცნობებში ნარიყალას ციხე-სიმაგრე პირველად IV საუკუნის ბოლოს მოიხსენიება. ამ დროიდან თბილისი ევროპულ რუკებზე ტრანსკავკასიის მნიშვნელოვან ქალაქად ფიქსირდება. ამავე საუკუნის რომაელთა საგზაო რუკა „ტაბულა პევტინგერიანა“ თბილისს ფილადოს (ჰილადოსი) სახელით აღნიშნავს.

1827 წელს ძლიერმა მიწისძვრამ ნარიყალას გამაგრების შიდა ნაწილი თითქმის გაანადგურა, ხოლო მისი გარე კედლები საგრძნობლად დააზიანა. ამჟამად ნარიყალა ორ ნაწილად – ქვედა და ზედა გამაგრებად იყოფა. ქვედა გამაგრების ნაწილობრივი აღდგენის შედეგად გადაკეთდა კოშკები, კედლები და რამდენიმე ბასტიონი. ამჟამად ნარიყალას ციხე-სიმაგრეს ნგრევის საფრთხე ემუქრება.

განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფი 7 ძეგლის პროგრამას ახორციელებს ევროპა ნოსტრა ევროპის საინვესტიციო ბანკის ინსტიტუტთან თანამშრომლობით და შემოქმედებითი ევროპის პროგრამის მხარდაჭერით. პროგრამა 2013 წელს დაიწყო და სამოქალაქო საზოგადოების კამპანიის ნაწილს წარმოადგენს, რომელიც ევროპაში მდებარე საფრთხის ქვეშ მყოფი მემკვიდრეობის გადარჩენას ისახავს მიზნად. პროგრამა ითვალისწინებს ცნობიერების ამაღლებას, დამოუკიდებელი შეფასების მომზადებასა და სამოქმედო რეკომენდაციების შემუშავებას.

მიუხედავად იმის, რომ პირდაპირი დაფინანსება პროგრამაში გათვალისწინებული არ არის, საფრთხის წინაშე მყოფი ძეგლების იდენტიფიცირება ხშირად ახდენს აუცილებელი საზოგადოებრივი და კერძო მხარდაჭერის სტიმულირებას, მათ შორის ფინანსების მობილიზაციის კუთხით.

პირველად პროგრამის არსებობის ისტორიაში, საფრთხის წინაშე მყოფი მემკვიდრეობის თითოეულ ძეგლს ეძლევა შესაძლებლობა, მიიღოს EIB Heritage Grant-ი 10, 000 ევრომდე თანხის ოდენობით. EIB Heritage Grant-ი შესაძლოა გადაეცეს უფლებამოსილ და შერჩეულ 7 Most Endangered გამარჯვებულ ობიექტს, შეთანხმებული საქმიანობის განსახორციელებლად, რომელიც გამიზნული იქნება საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლის გადარჩენისთვის.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

სიმპტომი, რომლის დროსაც სასწრაფოდ უნდა მიმართო ოფთალმოლოგს – მხედველობის რა ნაწილი აღდგება კატარაქტას ოპერაციის შედეგად?
ახალი ამბები

სიმპტომი, რომლის დროსაც სასწრაფოდ უნდა მიმართო ოფთალმოლოგს – მხედველობის რა ნაწილი აღდგება კატარაქტას ოპერაციის შედეგად?

16:34 02-20-2026
აღმოაჩინე სილქფესტის აქციაში სასურველი პირობა და ჩაირთე რჩეული პაკეტები!
ახალი ამბები

აღმოაჩინე სილქფესტის აქციაში სასურველი პირობა და ჩაირთე რჩეული პაკეტები!

11:13 02-20-2026
„მეტროპოლის“ საცხოვრებელი სივრცეები თბილისსა და მის ფარგლებს გარეთ
ახალი ამბები

„მეტროპოლის“ საცხოვრებელი სივრცეები თბილისსა და მის ფარგლებს გარეთ

18:07 02-19-2026
რას სთავაზობს კრედო ბანკი შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში ფერმერებს?
ახალი ამბები

რას სთავაზობს კრედო ბანკი შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში ფერმერებს?

15:36 02-19-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved