• რეკლამა
  • კონტაქტი
17:21, ოთხშაბათი, 16 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ვარშალომიძე, დეკანოიძე თუ მელია – “უმეტესობა მხარს აქედან ერთ კანდიდატს უჭერს” – ვინ გახდება ენმ-ის თავმჯდომარე

ალია ავტორი - ალია
19:22 12-17-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
32

ვის განიხილავენ ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარედ – ეს კითხვა პოლიტ. პარტიულ ცხოვრებაში ერთ-ერთი აქტუალურია გრიგოლ ვაშაძის დაკავებული პოზიციიდან წასვლის შემდეგ.

“პრაიმტაიმის” ინფორმაციით, პარტიაში სამ კანდიდატურაზე საუბრობენ და ესენი არიან: ხატია დეკანოიძე, ლევან ვარშალომიძე და ნიკა მელია. როგორც ინფორმირებული წყარო ამბობს, წევრების უმეტესობა პარტიის თავმჯდომარედ მხარს ხატია დეკანოიძეს უჭერენ. მისი ინფორმაციით, კვირის ბოლოს კანდიდატზე საბოლოოდ შეჯერდებიან და პარტიულ ყრილობაზე დაამტკიცებენ, რომელიც ახალი წლის შემდეგ ჩატარდება.

წყაროს ვინაობას გასაგები მიზეზების გამო არ ვაკონკრეტებთ. 

“ხატია დეკანოიძე, ლევან ვარშალომიძე და ნიკა მელია განიხილებიან პარტიის თავმჯდომარის პოზიციაზე, მაგრამ უმეტესობა მხარს დეკანოიძის კანდიდატურას უჭერს. კვირის ბოლოს ამ საკითხზე პარტიის პოლიტიკური საბჭო კონსულტაციებს დაასრულებს და ახალი წლის შემდეგ, ყრილობაზე დელეგატები კანდიდატს დაამტკიცებენ.” – ამბობს წყარო.

 – რატომ უჭერენ მხარს დეკანოიძის კანდიდატურას, რა არგუმენტს ასახელებენ პარტიის წევრები?

– მართალი გითხრათ, მეც დეკანოიძეს ვუჭერ მხარს. ის ძალიან პრინციპული და ჭკვიანი ქალია, აქვს ის უნარები და თვისებები, რაც თავმჯდომარეობას სჭირდება. რაც შეეხება ლევან ვარშალომიძეს, მისი დამსახურებაა პარტიის პოპულარობა აჭარაში და ის გადასარევად უძღვება თავის საქმეს, ამდენად მნიშვნელოვან პროცესს ჩამოშორდეს და პარტიული ცხოვრების დღის წესრიგი შექმნას, არაა მიზნობრივი. სწორედ ამ მიზეზის გამო ვფიქრობთ, რომ ხატია დეკანოიძე უკეთესი იქნება, თორემ ვარშალომიძეს არანაკლები მხარდაჭერა აქვს პარტიაში.

ნიკა მელია კი, ისედაც ლიდერია და მას უმნიშვნელოვანესი როლი აქვს ნაციონალურ მოძრაობაში. ის ძალიან ხისტი პოლიტიკის გამტარებელია და ამიტომ, წევრების დიდი ნაწილი მხარს დეკანოიძის კანდიდატურას ვუჭერთ.

– როგორ აფასებს მიხეილ სააკაშვილი დეკანოიძეს და ვინ არის მისი მხარდაჭერილი კანდიდატი?

– მიხეილ სააკაშვილი ნაციონალური მოძრაობის თითოეულ წევრს ძალიან აფასებს, ყოველთვის სიამაყით აღნიშნავს ამ ადამიანების თავდადებას. დეკანოიძის შესაძლებლობები ძალიან კარგად იცის და დარწმუნებული ვარ, როცა მას ჩვენს კანდიდატურას გავაცნობთ, ისიც პარტიის უმრავლესობის მხარეს დადგება და არჩევანს მოგვიწონებს.

“პრაიმტაიმი” შეეცადა ამ ინფორმაციის გადამოწმებას, თუმცა პარტიაში ამ კითხვას არ პასუხობენ. 

ცნობისთვის, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ 15 დეკემბერს სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ ის ტოვებდა როგორც პარტიაში დაკავებულ თანამდებობას, ისე  – პარტიას.

თეგები: 2020 არჩევნებიენმ

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე
ახალი ამბები

ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე

15:21 09-16-2026
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი GNPF Youth Open ტურნირის მხარდამჭერია
ახალი ამბები

ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი GNPF Youth Open ტურნირის მხარდამჭერია

15:18 09-16-2026
თიბისის მხარდაჭერით თბილისში საერთაშორისო AI კონფერენცია – CROSSROAD AI გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით თბილისში საერთაშორისო AI კონფერენცია – CROSSROAD AI გაიმართება

14:09 09-16-2026
საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა
ახალი ამბები

საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა

20:01 09-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved