• რეკლამა
  • კონტაქტი
13:12, ხუთშაბათი, 10 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ამ კანონით პარტიები გვინდა ვაიძულოთ, პარლამენტში შემოვიდნენ – მამუკა მდინარაძე

ალია ავტორი - ალია
18:21 12-17-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
50

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ახალი საკანონმდებლო პაკეტი მიმართულია საპარლამენტო საბოტაჟის წინააღმდეგ:

„ზოგადად, საკანონმდებლო პაკეტი მიმართულია საპარლამენტო საბოტაჟის წინააღმდეგ, პოზიტიური გაგებით ის პარტიები, რომ ვაიძულოთ, საბოტაჟის რეჟიმიდან გამოვიდნენ, რომელთაც ამომრჩეველმა ხმა საპარლამენტო საქმიანობისთვის მისცათ. პოლიტიკური ბოიკოტი მათი სამართლებრივად გარანტირებული მექანიზმია, მაგრამ საბოტაჟი არ არის უფლება. ეს არის პაკეტი საპარლამენტო საბოტაჟის წინააღმდეგ. ქვეყნისთვის ყველაზე დამაზიანებელი პარტიების გაქრობა იქნება და ეს წარმოუდგენელია. ისინი პასუხისმგებლობით უნდა მიუდგნენ იმას, რომ ჯერ კიდევ პარლამენტში ირიცხება ცხრა საარჩევნო სუბიექტი. იმდენად აღქმებზე არიან ჩამოკიდებული, რომ ისიც კი არ იცოდნენ, რომ პარლამენტში 14 პარტია ირიცხებოდა. ეს გვაქვს რეალობა. იმედია, თავის თავში ძალას და პასუხისმგებლობას გამონახავენ, რომ ქვეყნის ინტერესებიდან გამოვიდნენ და საკუთარი სიტყვების მძევალი არ გახდნენ, პარლამენტში შემოვიდნენ, კომისია შექმნან, გამოიძიონ და ერთპროცენტიანი ცდომილების შემთხვევაში რიგგარეშე არჩევნები მიიღონ. ამ შეთავაზება უარის თქმის ერთადერთი მიზეზია ის, რომ მათ ჩვენზე არანაკლებ კარგად იციან, რომ საპარლამენტო არჩევნების არანაირ გაყალბებას კი არა სერიოზულ გადაცდომასაც კი არ ჰქონია ადგილი. ცდომილება არ დაფიქსირდება, ჩიხში არიან, უკან დასახევი გზა მოიჭრეს, წინ ნაბიჯს ვერ დგამენ და სამწუხაროდ, ბულინგს ექვემდებარებიან. ამას ცოტა მეტი პოლიტიკური ძალა სჭირდება, რომ ეს ყველაფერი გადავლახოთ“

ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პარლამენტში დარეგისტრირდა კანონპროექტთა პაკეტი, რომლის თანახმად, პარტიას, რომლის წევრებსაც შეუწყდებათ საპარლამენტო მანდატები ან რომლებიც საპარლამენტო მუშაობაში არ ჩაერთვებიან, სახელმწიფო დაფინანსება შეუწყდებათ ან ერთი წლით შეუჩერდებათ. ამასთან, შრომის ანაზღაურება გაუნულდებათ პარლამენტის იმ წევრებს, რომლებიც თვის განმავლობაში არც ერთ პლენარულ სხდომას არ დაესწრებიან.

გარდა ამისა, პროექტი ითვალისწინებს იმ პოლიტიკური პარტიის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებას, რომლის წინასაარჩევნო აგიტაციაში პოლიტიკური ლიდერის რანგში მონაწილეობას მიიღებს პირი, რომელიც არ აკმაყოფილებს კონსტიტუციით დადგენილ რომელიმე ცენზს.

თეგები: მამუკა მდინარაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
ახალი ამბები

PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა

15:37 09-09-2026
ბაზისბანკმა ხელი მოაწერა CIPS-ის პირდაპირი წევრობის შეთანხმებას
ახალი ამბები

ბაზისბანკმა ხელი მოაწერა CIPS-ის პირდაპირი წევრობის შეთანხმებას

14:28 09-09-2026
თიბისი IT აკადემია – სწორი ადგილი განათლებისთვის, ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი IT აკადემია – სწორი ადგილი განათლებისთვის, ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

12:24 09-09-2026
გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში
ახალი ამბები

გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში

15:44 09-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved