• რეკლამა
  • კონტაქტი
03:53, ხუთშაბათი, 5 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ოცნების” უგუნურება ამერიკის და ევროკავშირის ელჩის პოზიციითაა გამოწვეული – თამარ ჩერგოლეიშვილი

ალია ავტორი - ალია
15:46 12-17-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
53

ქართული ოცნების“ უგუნურება საერთაშორისო საზოგადოების და ამერიკის და ევროკავშირის ელჩის პოზიციითაა გამოწვეული, – ამის შესახებ “ტაბულას” დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

“პარტიების დაფინანსების ამ მოდელზე მუშაობა 2007 წელს დაიწყო საერთაშორისო მეგობრების ზეწოლით.

ბიზნესს ოპოზიციის დაფინანსება ეშინოდა, იმიტომ რომ სახელმწიფო დაჩაგრავდა და სამართალს ვერსად იპოვიდა. ეს იყო პარტიების საბიუჯეტო დაფინანსების მოტივაცია. „ნაციონალური მოძრაობა“ ერთადერთი მიზეზით დათანხმდა -საერთაშორისო ზიანის თავიდან აცილება სურდა.

სულ მალე – ოპოზიციის ბოიკოტის დაიწყო და მით უმეტეს, მმართველი პარტიის ინტერესებში იყო ეჩვენებინა, რომ ოპოზიციას არსებობის საშუალებას აძლევს. „ქართული ოცნება“ პირიქით იქცევა.

ვფიქრობ, „ქართული ოცნების“ უგუნურება საერთაშორისო საზოგადოების და ამერიკის და ევროკავშირის ელჩის პოზიციითაა გამოწვეული. ფიქრობენ, რომ რადგან ელჩები ბოიკოტის წინააღმდეგები არიან (შეუძლებელია სხვაგვარად ყოფილიყო), ოპოზიციისთვის ფინანსური წყაროების გადაკეტვასაც მხარს დაუჭერენ, ან თვალს დახუჭავენ.

იმას ვერ ხვდებიან, რომ ელჩებისთვის ისედაც პრობლემაა მათ მიერ ლობირებული საარჩევნო სისტემის ჩავარდნა – მრავალპარტიულ პარლამენტს ელოდნენ და ერთპარტიული მიიღეს ივანიშვილის ღორობის გამო.

არც იმის მტკიცებამ გაჭრა, რომ 30 წელია ამ დღეში ვართ და ახლაც უნდა გადავყლაპოთ – ოპოზიციამ სტრატეგიული ერთიანობა შეინარჩუნა და პარლამენტი ერთპარტიულია.

ვნახოთ, პარტიებისთვის საარსებო თანხების გადაკეტვა ვისთვის აღმოჩნდება პრობლემა – ივანიშვილისთვის, თუ ოპოზიციისთვის”

თეგები: 2020 არჩევნებითამარ ჩერგოლეიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

„ფინანსური განათლების ავტობუსი“- ბაზისბანკის მხარდაჭერით, ეროვნული ბანკის ახალი საგანმანათლებლო პროექტი იწყება
ახალი ამბები

„ფინანსური განათლების ავტობუსი“- ბაზისბანკის მხარდაჭერით, ეროვნული ბანკის ახალი საგანმანათლებლო პროექტი იწყება

20:55 11-04-2026
თიბისის მხარდაჭერით ნიუ-იორკში ‘“თბილისობა” გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ნიუ-იორკში ‘“თბილისობა” გაიმართება

15:54 11-04-2026
სილქნეტმა ISO/IEC 27001:2022 სერტიფიკატი მოიპოვა
ახალი ამბები

სილქნეტმა ISO/IEC 27001:2022 სერტიფიკატი მოიპოვა

13:12 11-04-2026
თიბისი მხარს უჭერს ფერმერი ქალების გაძლიერებას
ახალი ამბები

თიბისი მხარს უჭერს ფერმერი ქალების გაძლიერებას

16:53 11-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved