• რეკლამა
  • კონტაქტი
09:35, კვირა, 7 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

142 646 ლარი ბანკში – ვინ არის და რატომ დუმდა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სახლების დანგრევაზე?

ალია ავტორი - ალია
15:38 12-16-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
62

142 646 ლარი და 91 თეთრი ბანკებში – პირადი და ოჯახის ეკონომიკური  მდგრადობა ანაბრებით აქვს უზრუნველყოფილი, თუმცა ქვეყანაში არსებულ  მძიმე ეკონომიკურ თუ პანდემიურ ფონზე, აფრიკის დასახლებაში მოსახლეობას სახლები რომ დაუნგრიეს, დააპატიმრეს და ზამთრის სიცივეში ქუჩაში დატოვეს,  ახალი მოწვევის პარლამენტის ადამიანთა უფლებების კომიტეტის ახალ თავმჯდომარეს, ღარიბი მოქალაქეების სახლებიდან გამოყრაზე,  კომენტარიც  კი არ გაუკეთებია.  სამაგიეროდ, გუშინვე მიხეილ სარკველაძის  კომიტეტი  პირველი მოადგილის  არჩევით იყო  დაკავებული და ადამიანების უფლებებისთვის არ ეცალა.

სამწუხაროდ, ახალ პარლამენტში ასე დაიწყო ამ მძიმე სფეროში „მოღვაწეობა“ “ქართული ოცნების” მემატიანის, თეა წულუკიანის კადრმა და მისმა ყოფილმა მოადგილემ იუსტიციის სამინისტროში, მიხეილ სარჯველაძემ.

სარჯველაძე წულუკიანის უწყებაში მინისტრის მოადგილის თანამდებობას 2013 წლიდან იკავებდა. როგორც მისი ბიოგრაფიიდან ირკვევა, მან პოლიტიკური კარიერა 2013 წელს დაიწყო, მანამდე კი, საადვოკატო საქმიანობას ეწეოდა.

მისი დეკლარაციის მიხედვით, ირკვევა, რომ ის იმ დეპუტატთაგანია, რომელმაც 7 წლის განმავლობაში ვერანაირი უძრავ-მოძრავი ქონება ვერ დააგროვა და ამ თვალსაზრისით, “უქონელ-უპოვარია”.

მის სახელზე არ ფიქსირდება უძრავ-მოძრავი ქონება, თუმცა, მისივე საბანკო ანგარიშებს არაფერი დაეწუნება.

დეკლარაციის შევსების მომენტში, რომელიც მიმდინარე წლის 28 თებერვალით თარიღდება, სარჯველაძეს “საქართველოს ბანკის”  ანგარიშზე,  ანაბარის სახით, ერიცხებოდა 2 345 ლარი და 97 თეთრი,  „ლიბერთი  ბანკში” სახელფასო ანგარიშზე  – 10 300 ლარი და 94 თეთრი, ასევე “ლიბერთი ბაკის” საანაბრე ანგარიშზე  101 000, ხოლო დანაზოგის სახით – 29 000.

სულ საერთო ჯამში, მის საბანკო ანგარიშებზე ირიცხებოდა 142 646 ლარი და 91 თეთრი.

მისივე დეკლარაციიდან ირკვევა, რომ 2019 წელს მას იუსტიციის  პირველი  მოადგილის თანამდებობაზე ყოფნისას, ხელფასის სახით, მიღებული აქვს 72 641 ლარი და 40 თეთრი. მისმა წლიურმა შემოსავალმა  – ანაბრების სახით,  შეადგინა 7 896 ლარი 43 თეთრი.

დეკლარაციის მიხედვით, სარჯველაძე არ ფლობს არანაირ წილს რომელიმე კომპანიაში, ანდაც აქციებს.

სარჯველაძის ქონება აქ მთავრდება, თუმცა დეკლარაცია არ დასრულებულა.

მისი მეუღლე ელენე შენგელია ფლობს იოსებიძის ქუჩაზე მდებარე 57 კვ.მ  საცხოვრებელი ბინის 50%-სა და კასპში, სოფელ ლავრისხევში მდებარე 600 კვ.მ მიწის ნაკვეთის 50%-ს, რომელიც მან 2006 წელს  მემკვიდრეობით მიიღო.

ელენე შენგელიას საბანკო ანგარიშებზე დეკლარაციის შევსების მომენტში ირიცხებოდა 49 ათას 381 ლარი და 35 თეთრი. მისმა წლიურმა შემოსავალმა,  ანაბრების სახით, შეადგინა 5 602 ლარი და 11 თეთრი, ხოლო მისმა  ანაზღაურებამ სს “ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური  იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის“ ექიმის თანამდებობაზე – 8 632 ლარი და 64 ლარი.

სხვა უძრავ-მოძრავი ქონების, საბანკო გადასახადების ან რაიმეს ქონების ყიდვის შესახებ ინფორმაცია ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის დეკლარაციაში არ ფიქსირდება.

გუშინ, სამგორის რაიონში, აფრიკის დასახლებაში, უკანონოდ აშენებული შენობების დემონტაჟი მოხდა. აღნიშნულ ტერიტორიაზე, ძირითადად, სოციალურად დაუცველები ცხოვრობენ და მათ სახლები უნებართვოდ აქვთ აშენებული. ზოგიერთ შემთხვევაში თბილისის მერიამ შენობების დაკანონების გადაწყვეტილება მიიღო.

იმ პირობებში, როცა საქართველოს არ გააჩნია დასაქმებისა და უსახლკარობის პრობლემის მოსაგვარებელი ადეკვატური სახელმწიფო პოლიტიკა, უსახლკაროთა მიერ აგებული სტაციონარული შენობების დემონტაჟი, ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევას წარმოადგენს. ამაზე თანხმდებიან არასამთავრობო სექტორის იმ ნაწილში, რომლებიც ადამიანების უფლებებზე დიდი ხანია მუშაობენ.

მეტიც, პარლამენტს გარეთ, ადამიანის უფლებათა დამცველი სექტორი მიიჩნევს, რომ მაშინ, როდესაც მთელს ქვეყანაში, პანდემიის ფონზე, შეჩერებულია საცხოვრისიდან გამოსახლების აღსრულების პროცესი, თბილისის მერიის გუშინდელი გადაწყვეტილება – დემონტაჟს განიხილავს მხოლოდ სამშენებლო სამართალდარღვევად, ადამიანის უფლებების დაცვის ვალდებულების უგულებელყოფით და უთანასწორო მდგომარეობაში აყენებს გამოსახლებულ პირებს.

ამ ყველაფრის მიუხედავად, პროფესიით იურისტს,  თანაც წარსულში ადვოკატსა და ახლა კი ადამიანთა უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარეს,  მიხეილ სარჯველაძეს არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია გუშინ, თბილისის მერის, კახა კალაძის უწყების მიერ ჩადენილ უხეშ სამართალდარღვევაზე. აქედან გამომდინარე კი, დიდი ალბათობით, სარჯველაძე ამ საპასუხისმგებლო პოსტზე დიდად ვერ შეძლებს, „ქვედა ფენების“ სასარგებლოდ იმუშაოს – „ზედა ფენების“ ნების წინააღმდეგ.

2020NEWS.GE

თეგები: მთავრობამიხეილ სარჯველაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025

ბიზნესი

თიბისის შავი პარასკევის შეთავაზებით 60 000-ზე მეტმა მომხმარებელმა  ისარგებლა
ახალი ამბები

თიბისის შავი პარასკევის შეთავაზებით 60 000-ზე მეტმა მომხმარებელმა ისარგებლა

17:31 12-05-2025
თიბისი საახალწლო შეთავაზებებს იწყებს
ახალი ამბები

თიბისი საახალწლო შეთავაზებებს იწყებს

12:52 12-05-2025
სელფი მობაილის 23.6 მილიონი ლარის ინვესტიცია ქსელის განახლებაში
ახალი ამბები

სელფი მობაილის 23.6 მილიონი ლარის ინვესტიცია ქსელის განახლებაში

20:41 12-04-2025
თიბისი x ილია თოფურია – მთავარია ჯიუტად გჯეროდეს მიზნის
ახალი ამბები

თიბისი x ილია თოფურია – მთავარია ჯიუტად გჯეროდეს მიზნის

15:24 12-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved