• რეკლამა
  • კონტაქტი
15:46, შაბათი, 11 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მეგობრებო, დამეხმარეთ, ღამის 3 საათზე უსახლკარო ქალი გაიყინა!’ – უსახლკაროების მღვდელი, აბატი პიერი

ალია ავტორი - ალია
03:49 12-16-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
73

საფრანგეთში მცხოვრები ჟურნალისტი, გიორგი ფოფხაძე, სოციალურ ქსელში, აქვეყნებს ფოტოს და წერს:

“აბატი პიერი – უსახლკაროების მღვდელი
1954 წლის 1 თებერვალს პარიზის რადიო “ლუქსემბურგის” ეთერში აბატი პიერის მოწოდება გაისმა: “მეგობრებო, დამეხმარეთ, ღამის 3 საათზე სევასტოპოლის ბულვარზე უსახლკარო ქალი გაიყინა!”. მკაცრ ზამთარში უსახლკაროთა გადასარჩენად მას ათასობით ფრანგი გამოეხმაურა. მალე საფრანგეთის ქალაქების ქუჩებში ყველა განათებულ ადგილზე გაჩნდა წარწერა:

“შენ, ვინც უნდა იყო, შემოგვიარე, დაიძინე, ისადილე, დაიბრუნე ცხოვრების იმედი, აქ შენ უყვარხარ!”.
ბოლო ათწლეულების განმავლობაში აბატი პიერი ყველაზე გამოჩენილ ფრანგად მიაჩნდათ. ის რეიტინგებით უსწრებდა ჟაკ ივ კუსტოს (ცნობილი ფრანგი მოგზაური), ზინედინ ზიდანს (ლეგენდარული ფეხბურთელი), ჟერარ ფილიპს(ცნობილი ფრანგი მსახიობი) და მსოფლიოში სახელგანთქმულ ბევრ სხვა ფრანგს. მან მთელი თავისი ქონება ღარიბებს დაურიგა და ნახევარი საუკუნე სიღატაკესა და უგულობას ებრძოდა.
საფრანგეთში 1956 წლიდან მოქმედებს კანონი, რომელიც დღემდე “აბატი პიერის კანონის” სახელს ატარებს და რომლის თანახმადაც სასამართლოს და აღმასრულებელ სტრუქტურებს უკრძალავს ნოემბრის თვიდან, აპრილის ჩათვლით იმ ადამიანების გამოსახლებას ვინც ვერ იხდის ბინის ქირას.ა ან უკანონოდ აქვს დაკავებული საცხოვრებელი ფართი, რადგან სხვაგან წასვლა არ შეუძლია.

აბატი პიერი, იგივე ანრი გრუე, 1912 წელს საფრანგეთის ქალაქ ლიონში, შეძლებულ ოჯახში დაიბადა. სასულიერო სკოლის დამთავრების შემდეგ 7 წელი კაპუცინების მონასტერში გაატარა, სადაც თეოლოგიასა და ფილოსოფიას სწავლობდა. მეორე მსოფლიო ომის დროს წინააღმდეგობის წევრი იყო, უამრავი ადამიანი, ძირითადად ებრაელები სიკვდილს გადაარჩინა და შვეიცარიაში გადაიყვანა. ომის დამთავრების შემდეგ ის ეროვნული ასამბლეის დეპუტატად აირჩიეს.
აბატი პიერი მალე მიხვდა, რომ პოლიტიკა მისი საქმე არ იყო. პარიზის გარეუბანში ერთი ძველი სახლი იყიდა, გაარემონტა და უპატრონო ბავშვების თავშესაფარი გახსნა, რომელსაც “ემაუსი” უწოდა იმ პალესტინური სოფლის მსგავსად, რომლის ახლოსაც ქრისტეს მოწაფეები მის აღდგომას შეხვდნენ.
1954 წლის ზამთარში პიერმა საფრანგეთის რეკონსტრუქციისა და განსახლების მინისტრი აიძულა, პატარა ბიჭის დაკრძალვაზე მისულიყო, რომელიც დედასთან ერთად ფურგონში გაიყინა. ამის შემდეგ იყო ის ცნობილი რადიომოწოდება, რომელმაც ასეულობით უსახლკარო გადაარჩინა.”

აბატი პიარი, 1956 წ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?
ახალი ამბები

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?

21:28 04-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?
ახალი ამბები

ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?

17:52 04-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved