• რეკლამა
  • კონტაქტი
21:57, ორშაბათი, 16 ივნისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

დაქცეული ეკონომიკა და მინისტრების ტყუილები – რა გველის საახალწლო დღეებში?!

ალია ავტორი - ალია
23:00 12-15-2020
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
38


მართალია, ხელისუფლება ჯერჯერობით დაპირებულ დღიურ 20 000 ტესტს ვერ აკეთებს, მაგრამ 18 ათასიდანაც ჩანს, რომ ქვეყანაში მდგომარეობა კატასტროფულია. საქართველო, მოსახლეობის ოდენობის მიხედვით, პროცენტული მაჩვენებლით მსოფლიოში კვლავ პირველია როგორც ვირუსის გავრცელების, ისე გარდაცვალების მიმართულებით. ანუ, რაც უფრო გაიზრდება დღიური ტესტირების მაჩვენებელი, მით უფრო გაიზრდება დაავადებულთა რიცხვი. ვირუსის მატარებელი არაერთი ადამიანია და ექიმები ღიად ამბობენ, რომ ის ციფრი, რომელიც ოფიციალურად გვაქვს, სიმართლესთან ახლოსაც არ არის და დაავადებული ბევრად მეტია. ეს არ არის კოლაფსი, სამედიცინო სისტემა უბრალოდ ჩამოშლილია და ექიმები მაქსიმალურად ცდილობენ, როგორმე სიტუაცია კვლავ კონტროლს დაუქვემდებარონ, რაც ამ ეტაპზე არანაირად არ გამოდის. მედიცინის სფეროს მუშაკები ღიად აცხადებენ, რომ არ ეგულებათ საქართველოში ოჯახი, რომელსაც ვირუსი რაიმე ფორმით არ შეეხო და გარდაცვალებათა რიცხვი უკვე ისეთია, საქართველოსთვის მძიმე პერსპექტივას ხატავს.


ვერ გეტყვით რატომ, მაგრამ თუ დედაქალაქში სამართალდამცავები ღია სივრცეში პირბადის ტარების კანონს მკაცრად აკონტროლებენ, რეგიონებში ეს თემა ბოლომდე მიშვებულია. გაცდით თბილისს, გაიარეთ პატარა რაიონებში და ნახავთ, რომ ქუჩაში პირბადე 80%-ს უბრალოდ, არ უკეთია და იქვე დგას საპატრულ პოლიციის მანქანა და არავინ არავის არ აჯარიმებს. გვესმის, რომ ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დედაქალაქშია, მაგრამ ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ კანონი მხოლოდ თბილისში სრულდებოდეს?! სირცხვილიც არის, კანონდარღვევას პატრულის თანამშრომელი მშვიდად უმზერდეს, ჯარიმაზე არ გვაქვს ლაპარაკი, შენიშვნას არ აძლევდეს და ამით, კოვიდის გავცელებას მისდაუნებურად ხელს უწყობდეს.


არანაკლებ მძიმე პერსპექტივას პროგნოზირებენ ეკონომისტები. ლევან დავითაშვილმა შვებით კი ამოგვასუნთქა, მინიმუმ ორი თვის ხორბლის მარაგი გვაქვს და ზამთარს გავიტანთო, მაგრამ ჯერ ერთი, ზამთარი სამთვიანია (ასე ვიცით ყოველ შემთხვევაში) და მეორეც, მხოლოდ ხორბლის იმედად რომ დარჩა მოსახლეობა, იმიტომ არის, პურის მოხმარება 17%-ით რომ გაიზარდა. პურის გარდა, ხალხს სხვა საკვებიც სჭირდება და ის სხვა იმდენად გაძვირდა, ყიდვას ბევრი ვერ მოახერხებს. ხელისუფლება ვეღარც იმას გვპირდება, რომ პირველადი მოხმარების ცხრა პროდუქტს დაასუბსიდირებს, რადგან პურის სუბსიდიისთვის 10 მილიონი უკვე გამოყო და ახლა კიდევ 9 პროდუქტი რომ დაუმატოს, ორი ამდენი დასჭირდება, ეს თანხები კი ბიუჯეტში გაწერილი უბრალოდ არ არის.


„დაზიანდა აჭარაში გაზის მილი და ლამის გაიყინა მთელი აჭარა. შეფერხდა გაყინული ხორცის შემოტანა და გაძვირდა ხორცი. იმას რატომ არავინ აქცევს ყურადღებას, რომ ყველა კომპანიას რესტორნებიდან ლუდი და ლიმონათი გამოაქვს, რადგან მათ ვადა არ გაუვიდეს და მაღაზიებს ავსებენ. იმ მაღაზიებს, სადაც ხალხი ძირითადად პროდუქტის საყიდლად შედის. უმარტივეს რამეს გეტყვით – ერთ-ერთი ლუდის მწარმოებელი კომპანია მარჯვენა სანაპიროზე 148 ობიექტს აწვდიდა ლუდს, ახლა კი მხოლოდ ერთი ობიექტი დარჩა. შესაბამისად, ქარხანა იძულებულია, თანამშრომლები შეამციროს, მაგრამ გამოიჩნეს გულისხმიერება და შემცირების ნაცვლად, ხელფასები 40%-ით დაუკლეს. კლება ახალი წლის შემდეგაც იქნება, რადგან ლოქდაუნი იანვარშიც გაგრძელდება, ხოლო თებერვლიდან არავინ იცის, რა და როგორ იქნება“, – გვეუბნება ამ სფეროს ექსპერტი.


ამ ყველაფერში საინტერესო იცით, რა გახლავთ? მაგალითად, ქართული წარმოების ქათამი ბაზარს 30%-ითაც ვერ უზრუნველყოფს, მაგრამ დიდ საწარმოებს მომატების უფლებას არ აძლევენ, ხოლო ამ პროფილის მცირე მეწარმეებს უბრალოდ ძირავენ. მიზეზი მარტივია – ადამიანთა ჯგუფს იმპორტი აქვს აწყობილი გაყინული ქათმის პროდუქტები შემოაქვს და ადგილობრივი წარმოების გაზრდა ამ პროდუქტების ოდენობასაც შეამცირებს და ფასსაც დააგდებს. არ გინდათ არაფრის გადამოწმება, უბრალოდ განაცხადი გააკეთეთ, რომ სოლიდური მეფრინველეობის ფერმის აშენებას აპირებთ, მოითხოვეთ ნებართვა და ნახავთ, რომ ისეთ ლაბირინთში აიხლართებით, თავსა და ბოლოს ვერ გაიგებთ. თქვენი საბუთები მინიმუმ 9 თვე უწყებიდან უწყებაში იტრიალებს, ხოლო შემდეგ უარს გეტყვიან. სამაგიეროდ, უარს არ გეტყვიან უეკლო მაყვლის გაშენებაზე, იმასაც აგიხსნიან, რომ დღეს მაყვლს ფასი კილოზე 18 ლარს აჭარბებს, თუმცა როცა საქმე საქმეზე მიდგება და თქვენ მოსავალს მიიღებთ, ლაბორატორიულად შეამოწმებენ და ფასი 3 ლარამდე ჩამოვარდება. რატომ? მაყვალი 18 ლარი რომ ღირდეს, უახლოეს 7 კილომეტრში სამანქანო გზა არ უნდა გადიოდეს. ასეთი ადგილები კი საქართველოში არ არის. უფრო სწორედ, არის, მაგრამ იქ უეკლო მაყვალს ვერ დარგავთ, რადგან მოსახლეობა არ ცხოვრობს და ელემენტარულად, ვერ მოუვლით.


რამდენიც არ უნდა ამტკიცოს ხელისუფლება, რომ სოფლის მეურნეობის პროგრამები წარმატებით მიმდინარეობს და რა ციფრებიც არ უნდა დაასახელოს, ფაქტია, რომ საქართველო საუკეთესო შემთხვევაში, 70%-ით იმპორტზე არის დამოკიდებული და ეს მაშინ, როცა ბევრი რამის ჩანაცვლება ადგილზე შეიძლება. იგივე კარტოფილი, ხახვი, ვაშლი, ყურძენი, მაგრამ არა. სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ვერა და ვერ გამონახა საიმისო სახსრები, რომ სამაცივრე მეურნეობები შეიქმნას და აქ მოწეული პროდუქცია დასაწყობდეს, ხოლო შემდეგ, როგორც ამას სხვა ქვეყნები აკეთებენ, ექსპორტზე ძვირად გავიდეს. იგივე სომხეთის მაგალთზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ძირითადი შემოსავალი სწორედ სამაცივრე მეურნეობებიდან აქვს და უკვე დაწყებული გვაქვს იქიდან ყურძნის შემოტანა და საერთო ჯამში, წლიურად სომხური ყურძენს 35 მილიონი დოლარის ოდენობით მოვიხმართ. სასაცილოა თქო, ვიტყოდით, მაგრამ სომხეთიდან რომ ამ ოდენობის ყურძენს შემოვიტანთ, უკვე არც გვეღიმება. ჰო, ყურძენი, როგორც პროდუქტი, ჩვენ ძირითადად რუსეთში სეზონზე გაგვაქვს და საერთო ჯამში, ორ მილიონს ვშოულობთ, რაც სომხურ ინდუსტრიასთან შედარებით, სასაცილოდ ჩანს. ახლა, თუ ვინმე იმას მეტყვის, რომ ქართულ ყურძენს სომხური კი არა, ნებისმიერი ქვეყნის ყურძენი გაუწევს კონკურენციას, კი ბატონო, მაგრამ…

ჰოდა, იმ პირობებში, როცა საქართველოში არაფერი არ ხდება, ვერაფერს ვერ ვაწარმოებთ, ვერავის ვერაფერს ვთავაზობთ, გამოსავლის პოვნა ძნელია. ამიტომაცაა, რომ ეროვნული ვალუტა არც თუ იშვიათად თავქუდმოგლეჯილი გარბის ხოლმე. იგივე, ჩვენი მეზობელი ქვეყნები რომ ავიღოთ, აზერბაიჯანი ნავთობზე დგას, სომხეთი სამაცივრე მეურნეობითა და ალკოჰოლური სასმელებით ეკონომიკას იჭერს და სწორედ ამის ბრალია, რომ მათ ომის პირობებშიც კი, თავზე არ დაემხოთ ყველაფერი. მათ საკუთარი ნიშა ნახეს და ჩვენ 30 წელია, ამ ნიშას ვეძებთ და ერთეულების ინტერესების გამო, ვერ თუ არ ვპოულობთ.


„ახალ ბიუჯეტში ეკონომიკის მატება 4.3%-ით განისაზღვრა. მატებაზე არაფერს ვიტყვი, იდეალური იქნება, თუ ეკონომიკა წლევანდელის დარად, მინუსებში არ წავა. ეს ხელისუფლებაშიც კარგად იციან, მაგრამ ამაზე დაბალ ციფრს უბრალოდ ვერ დაწერდნენ, რადგან დაბალი ციფრი პოტენციურ ინვესტორებსაც აფრთხობს და სტრატეგიულ პარტნიორებსაც“, – გვეუბნება ჩვენი წყარო.
პ.ს. ინდაური დედაქალაქში 25 ლარი ღირს კილო, რეგიონებში – 15 ლარად იხვეწებიან გლეხები და ესეც ქართული ხასიათია ალბათ. არადა, ამ საახალწლოდ, ინდაურს ვინ ჩივის, პურის და კარტოფილის გარდა, ბევრი საახალწლო სუფრაზე ვერაფერს დადებს.

ანი დვალიშვილი, ალია

თეგები: ეკონომიკაკორონავირუსიპანდემია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი
ახალი ამბები

ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი

22:49 06-13-2025
„ბახმუტის შეტევის წარუმატებლობის შემთხვევაში, რუსებს არც ფიზიკური და არც მორალური ძალა აღარ დარჩებათ თავდაცვაში გადასასვლელად“ – გიორგი თავდგირიძე
ახალი ამბები

,,რეალობა ისაა, რომ ჩვენ ვართ აშშ-სა და ევროპისთვის მტრული სახელმწიფო… რუსეთთან ალიანსი ნატო-ს სამიზნედ გვაქცევს” – რას უყვება ,,ალიას” გიორგი თავდგირიძე?

21:01 06-05-2025
“ნავროცკი რუსეთის მიერ ძებნილია, მისი აზრით რუსეთის იმპერიული მემკვიდრეობა უნდა განადგურდეს” – ვინ გახდა პოლონეთის ახალი პრეზიდენტი
ახალი ამბები

“ნავროცკი რუსეთის მიერ ძებნილია, მისი აზრით რუსეთის იმპერიული მემკვიდრეობა უნდა განადგურდეს” – ვინ გახდა პოლონეთის ახალი პრეზიდენტი

20:25 06-02-2025
აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად
ახალი ამბები

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად

19:36 05-19-2025

ბიზნესი

თიბისი IT აკადემიის ყველაზე მოთხოვნად კურსებზე რეგისტრაცია იწყება
ახალი ამბები

თიბისი IT აკადემიის ყველაზე მოთხოვნად კურსებზე რეგისტრაცია იწყება

15:25 06-16-2025
ექსპრეს ლომბარდი საქართველოში ოქროს ნაკეთობების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შემფასებელია!
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი საქართველოში ოქროს ნაკეთობების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შემფასებელია!

15:18 06-16-2025
17 ივნისიდან PSP -აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება
ახალი ამბები

17 ივნისიდან PSP -აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება

13:41 06-16-2025
თიბისი კონცეპტი, Visa და Turkish Airlines ინოვაციურ სამოგზაურო ბარათს ქმნიან
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი, Visa და Turkish Airlines ინოვაციურ სამოგზაურო ბარათს ქმნიან

13:07 06-16-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved