• რეკლამა
  • კონტაქტი
18:54, შაბათი, 27 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რატომ ინფიცირდებიან და კვდებიან ექიმები? – “ეს ღორობაა” – გიორგი ფხაკაძის სკანდალური განცხადება

ალია ავტორი - ალია
00:51 12-15-2020
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
67

გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში, სკანდალურ ვიდეომიმართვას ავრცელებს

“საზღვარი აქვს ყველაფერს! როცა გავიგე ჩვენი ექიმების გარდაცვალებაზე… ერთიო ადამიანის სიცოცხლე არის მსოფლიოს დაკარგვა, მაგრამ როცა ვსაუბრობთ ექიმის გარდაცვალებაზე, ვგულისმხობთ იმასაც, რომ ამ ექიმს შეიძლებოდა გადაერჩინა ასობით ადამიანის სიცოცხლე.. განა ექიმი განსხვავებულია, ისიც ადამიანია, მაგრამ მას შეიძლებოდა გადაერჩინა ასობით და ათასობით სიცოცხლე და როცა მას ვკარგავთ, ეს იმასაც ნიშნავს, რომ სხვა ადამინიც, ვისთანაც უნდა მისულიყო და დახმარებოდა, კარგავს სიცოცხლეს. ახლა ძალიან ბევრს ვაწყენინებ, მაგრამ უნდა ვთქვა… ფულის შოვნა გასაგებია, მაგრამ ამას უკვე ფულის შოვნა კი არა, ღორობა ჰქვია:

ჯერ დოლბანდიდან ფულის შოვნა დაიწყეს… ქვეყნიდან რომ ჩვენი პირბადეები ჩინეთში წაიღეს… ოდესმე ხომ დალაგდება ეს ქვეყანა და ხომ ნახავენ რაც მოხდა, გამოაცარიელეს ქვეყანა და პირბადის გარეშე დატოვეს, ეპიდემია იწყებოდა და იმის მაგიერ, რომ შეგვენახა, გაყიდეს პირბადეები… ვიღაცამ მაგარი ფული გააკეთა – გავიდა ცხრა თვე, ამაზე ვინმე ამბობს რამეს? გინდ პოზიციამ და ოპოზიციამ, ამაზე რამე თქვა?

მთავრობის დადგენილების მიხედვით, ოღონდ პირბადეები გაიკეთოს ხალხმა და შესაძლებელია, როგორც სამედიცინო, ისე არასამედიცინო პირბადეების ხმარება! მაშინ ბევრი რამ არ ვიცოდით ამ ვირუსზე, გავიდა დრო და ახლა უკვე ვიცით და მე, გიორგი ფხაკაძე გეუბნებით, ამ ვირუსის საწინააღმდეგოდ არის ერთადერთი პირბადე – სამედიცინო პირბადე და არა საყოფაცხოვრებო,. ფილტრიანი და დოლჩე და გაბანა…

ევროკავშირში არის სკანდარტი, რომელიც გეუბნება, სამედიცინო პირბადეა მხოლოდ და მხოლოდ ის, რომელიც აკმაყოფილებს EN14683 – ეს არის სამედიცინო პირბადე, სხვა სამედიცინო პირბადე არ არსებობს და ვინც მისცა უფლება, რომ საავადმყოფოებში იყოს შეტანილი სხვა პირბადე – ეს ხალხი არის დასაჭერი!!! ამდენი მილიონიო, ფონდიო, ლაბორატორია, რომელიც შეამოწმებს სამედიცინო პირბადეს, ღირს 40-50 ათასი დოლარი, ჩამოიტანეთ ეს ლაბორატორია, დადეთ ლუგარში და ყველა პირბადე, რომელიც შემოდის ქვეყანაში, გადაამოწმეთ, არ არის ხარისხი? დააბრუნეთ უკან. არ მოიძებნა საქართველოში 50 ათასსი დოლარი ამის გასაკეთებლად? ადამიანი არის ავად, ყიდულობს ანტიბიოტიკს და იქ წამლის ნაცვლად რაღაც ფხვნილია, იგივეა, როცა პირბადე გიკეთია და გგონია, რომ დაცული ხარ, მაგრამ დაცული არა ხარ. ეს ძალიან, ძალიან საშიში!

კვლევებმა აჩვენა, რომ ერთადერთი პირბადე, რომელიც კოვიდთან კარგად მუშაობს, არის სამედიცინო პირბადე, არანაირი სხვა.

ყველა დაწესებულებაში უნდა იყოს მარტო სამედიცინო პირბადე. იმიტომ არიან ჩვენი ექიმები ინფიცირებულნი, მათ უკეთიათ არასწორი პირბადე, ჰგონიათ, რომ არიან დაცულნი, მაგრამ დაცულები არ არიან, იმიტომ რომ ყველა აკეთებს ფულს. არ შეიძლება ამდენი ფულის გაკეთება სამედიცინო სფეროში, კარტოფილში გააკეთე ფული…

ეკლესიაში როგორ შედიხართ, სანთელს როგორ ანთებთ? ვიცი, ამოგლიჯავთ ამ ფრაზას და დაატრიალებთ, მაგრამ რაც გინდათ, ის ქენით… ამ ადამიანებს, აბა, როგორ ვუთხრა, შენი ჭირიმე და შენ გენაცვალეო?

ჩვენ ჯანდაცვის სისტემას დღეს ვერ დავალაგებთ, ამას სჭირდება წლები და სჭირდება არაპოლიტიკური და არაკორუმპირებული ჯანდაცვის მისნიტრი, რომელსაც ექნება უფლება რომ ყველაფერი გააკეთოს, ვინ რას გააკეთებინებს დღეს ჯანდაცვის მინისტრს? მეც რომ ჩამომიყვანა ახლა, რას გავაკეთებ? ვერავის ვერ გაუშვებ სამსახურიდან, ეს იმისია, ეს ამისია… მეცოდება ეს ჯანდაცვის მინისტრი, სხვათა შორის… თუ მართლა გინდათ რეფორმების გაკეთება, ხომ მოიგეთ არჩევნები, გყავთ მთავრობა? დაიწყეთ მუშაობა, ხალხი კვდება, ექიმები კვდება! ერთი ექიმის სიკვდილი იცით რამხელა უბედურებაა? ვინღა დაგრჩებათ და ვინ მოგივლით მერე სიბერეში? ამ ექიმების სიკვდილი რომ გავიგე, როგორ არ ვთქვა? გიყვარს სამშობლო? სამშობლოს სიყვარული იცით რა არის? რომ გააუქმოთ არასწორი დადგენილება და თქვათ, კი, ბატონო, შემეშალა… ყველა სხვა ნიღაბის ნებართვა უნდა იყოს გაუქმებული! თუ ხართ საქმის გამკეთებლები, თუ საქართველო გიყვართ, ეს უნდა გააკეთოთ. არ შეიძლება ადამიანი ფიქრობდეს, რომ დაცულია, დადიოდეს პირბადით და ის პირბადე არაფერს აკეთებდეს! საქართველოში არის გენერალიზებული ეპიდემია კოვიდის, ეს ნიშნავს იმას, რომ ყველა ადამიანი არის ინფექციის მატარებელი, შესაბამისად, დამთავრდა ზღაპრობანა, გადავიდეთ საქმეზე. ჩაკეტეთ ქვეყანა, დაურიგეთ ხალხს ფული, პირბადე უნდა იყოს პირბადე და ჯანდაცვის სისტემის რეფორმა დავიწყოთ ზაფხულში.

თუ გინდათ მიჩივლეთ, მაგრამ სამედიცინო დაწესებულებაში სამედიცინო პირბადის გარდა, სხვა პირბადის შეტანა დანაშაულია. რამდენი იურისტი მისმენთ? დაფიქრდით, კარგი საქმეა. არასამედიცინო პირბადეა შესული სამედიცინო დაწესებულებებში და იმიტომ არის ასეთი მაღალი ინფიცირება ჩვენ ექიმებში. ადამიანს ჰგონია, რომ დაცულია და ვიღაცამ იყიდა რაღაცა 2 თეთრიანი, არასამედიცინო და ის უკეთია – ეს იურიდიული საკითხია, მე ასე მგონია.”

თეგები: გიორგი ფხაკაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

მზადება ახალი თავგადასავლისთვის – თიბისის მობაილბანკში მასშტაბური მარათონი ბრუნდება
ახალი ამბები

მზადება ახალი თავგადასავლისთვის – თიბისის მობაილბანკში მასშტაბური მარათონი ბრუნდება

18:11 06-27-2026
ექსპრეს ლომბარდი
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას “ჰკითხე ექსპერტს” აგრძელებს

17:08 06-26-2026
PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში – თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო
ახალი ამბები

PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში – თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო

16:30 06-26-2026
თიბისი საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire 2026-ის მთავარი მხარდამჭერია

14:14 06-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved