• რეკლამა
  • კონტაქტი
03:51, პარასკევი, 28 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მოლაპარაკებები ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის სავარაუდოდ ხვალ ან ზეგ გაიმართება – სერგო ჩიხლაძე

ალია ავტორი - ალია
13:27 12-13-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
41

მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა სიის ჩახსნის თაობაზე ცესკო-ს მიმართეს, ოპოზიცია მზად არის მოლაპარაკებებისთვის, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.

მისი თქმით, „წინა კვირაში, ხელისუფლების მხრიდან განცხადებების, მუქარისა და შანტაჟის შემდეგ, ვითარება შეიცვალა“. ამასთან, როგორც ჩიხლაძემ განაცხადა, მოლაპარაკებები ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის სავარაუდოდ ხვალ ან ზეგ გაიმართება.

„წინა კვირაში შეიცვალა ვითარება ხელისუფლების მხრიდან განცხადებების, მუქარისა და შანტაჟის შემდეგ. ასევე იცით, რომ დაიწერა სიის ჩახსნაზე ოპოზიციური პარტიების თხოვნა ცენტრალური საარჩევნო კომისიიისადმი, ამის მიუხედავად, ოპოზიცია მზად ვართ, მოლაპარაკების გასაგრძელებლად. ვადითაც კი, ჯერჯერობით რჩება დრო მოსალაპარაკებლად, სანამ ხიდები საბოლოოდ ჩაიწვება. ძალიან დიდი იმედით ვუყურებთ ამ მოლაპარაკებას, რომელიც ხვალ ან ზეგ გაიმართება. ამის შემდეგ უფრო კონკრეტულად შეგვეძლება საუბარი პერსპექტივებზე“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

მისივე თქმით, ოპოზიციის მიერ წაყენებული მოთხოვნები უცვლელია.

„პირობები იგივეა და არ იცვლება. შესაბამისად, ის მოსალაპარაკებელი პუნქტები, რაც ჰქონდა ოპოზიციას და რაზეც არის საერთოდ მოლაპარაკება, უცვლელია. დანარჩენს გვანახებს „ქართული ოცნების“ შემხვედრი პოზიცია. ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა პატიმრებთან ერთად, საარჩევნო კოდექსთან ერთად არის ისევ ვადამდელი ან ნაადრევი არჩევნების თემა. ეს რჩება მოლაპარაკების მაგიდაზე ოპოზიციის მხრიდან“, – განაცხადა ჩიხლაძემ.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერის თქმით, დაახლოებით შემდეგ კვირაში პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე განცხადებები დაიწერება.

„იქაც თავისი პროცედურებია და არის რაღაც 14-დღიანი ვადა“, – განაცხადა ჩიხლაძემ.

კითხვაზე, არსებობს თუ არა იმის ალბათობა, რომ ამ პერიოდში მანდატებზე არ თქვას უარი „სტრატეგია აღმაშენებელმა“, ჩიხლაძემ განაცხადა:

„ალბათობა არსებობს, თუ მოხდება შეთანხმება ამ პოლიტიკურ საკითხებზე, საუბარია მთლიანად ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის. თუ არ მოხდება შეთანხმება, მაშინ ეს ალბათობაც არ იქნება. ალბათობა რომ არსებობს ამ ეტაპზე, იმიტომ არის მოლაპარაკებაც“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

13:51 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved