აზერბაიჯანში საომარი მდგომარეობის რეჟიმი გაუქმდა, – ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.
პრეზიდენტ ალიევის ინიციატივას მხარი პარლამენტმა გუშინ დაუჭირა, დღეიდან კი აზერბაიჯანი ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა.
საომარი მდგომარეობა აზერბაიჯანში 28 სექტემბერს ამოქმედდა, რაც მთიან ყარაბაღში ვითარების ესკალაციით იყო გამოწვეული.
კომენტარები