პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა გახსნა.
პრეზიდენტის შემდეგ სხდომას უხუცესი დეპუტატი ლადო კახაძე გაუძღვება.
პარლამენტის პირველ სხდომას ოპოზიციური პარტიის დეპუტატები არ ესწრებიან.
საპარლამენტო არჩევნების შედეგად, მე-10 მოწვევის პარლამენტში მანდატები 9 პოლიტიკურმა პარტიამ მოიპოვა. მანდატების უმრავლესობა მმართველ გუნდს „ქართულ ოცნებას“ ერგო.
კომენტარები