• რეკლამა
  • კონტაქტი
18:47, შაბათი, 21 ივნისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

იმკურნალეთ საკუთარი სახსრებით – გზაში მოგკლავენ! – რას წერს პუბლიცისტი, რომელმაც კოვიდ19 გადაიტანა

ალია ავტორი - ალია
00:53 12-11-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
39

პოლიტოლოგი და პუბლიცისტი, საინფორმაციო სააგენტო „საქინფორმის“ მთავარი რედაქტორი, არნო ხიდირბეგიშვილი, წერს:

„დანაშაულებრივი სიცრუის ნაკადზე დაკვირვებით, რომელიც დღეს სატელევიზიო ეკრანებიდან გადმოედინება საქართველოს მოსახლეობაზე, მინდა რამდენიმე მარტივი რჩევა მოგცეთ, რათა არ მოგატყუონ და იმ ჯოჯოხეთში არ დაიწვათ, რომელიც მე გადავიტანე. და მხოლოდ იმის წყალობით, რომ ვმოქმედებდი მედიცინაში მხოლოდ საკუთარი გარკვეული გამოცდილების საფუძველზე, სიტუაციის რეალური შეფასებით, ახლო მეგობრების – ექიმების რჩევებითა და გავლენიანი ნაცნობების დახმარებით, მე დღეს ცოცხალი ვარ და მაქვს შესაძლებლობა მოგმართოთ.

მაშ, ასე:

1. თუ ავად გახდით, რა თქმა უნდა, დარეკეთ ყველა რეკომენდებულ „ცხელ ხაზზე“, მაგრამ ერთი წუთითაც ნუ დაეყრდნობით მათ! ორი კვირის შემდეგ ცოტა მოვსულიერდი (20 ნოემბრის შემდეგ – სიცოცხლისა და სიკვდილის ზღვარზე, დღეში ორჯერ გონების დაკარგვით, თითქმის დავამარცხე კორონავირუსი), პირველად დამირეკა ე.წ. „ოჯახის ექიმმა“, რომელმაც თქვა, რომ იცის „მე მაქვს ნეგატიური ტესტი“ ანუ არ მაქვს კორონავირუსი და რომ ის მხოლოდ იმის გასარკვევად რეკავს – როგორი სიტუაცია მაქვს“. ვაღიარებ, არც ისე კულტურულად ვუპასუხე…

სამაგიეროდ, ზოგჯერ მირეკავდნენ ვიღაც გოგოები „ჯანდაცვის სამინისტროს მონიტორინგის სამსახურიდან“, რომლებიც მეკითხებოდნენ – „რამდენად ხშირად მირეკავს ოჯახის ექიმი?“

2. თუ სიკვდილი არ გსურთ, არავითარ შემთხვევაში არ დათანხმდეთ საავადმყოფოში გადაყვანას და მითუმეტეს, COVID–სასტუმროში, საიდანაც ვითომდა ტესტებზე, ანალიზებზე და კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე გატარებენ! თქვენი მდგომარეობა ამ უაზრო ტრანსპორტირებაში გაუარესდება და გზაში მოგკლავენ! საავადმყოფოში კი ხელოვნურ სუნთქვაზე გადაგიყვანენ, რათა თავი ზედმეტად არ შეიწუხონ! მაგრამ აპარატიდან უკვე აღარ მოგხსნიან – მარტო გათიშავენ, როცა სულს დალევთ! საქართველოში ეს კარგად ცნობილი პრაქტიკაა – ჩვენში არ იციან როგორ მოგხსნან აპარატიდან, ამისათვის ინდივიდუალური პროტოკოლის შედგენის ცოდნაა საჭირო! აპარატზე ხშირად აერთებენ ყოველი შემთხვევისთვის, პასუხისმგებლობის თავიდან ასარიდებლად! გახსოვდეთ – საქართველოში აპარატზე მიერთებული ადამიანები სახლში ჩვეულებრივ ცოცხლები არ ბრუნდებიან, მითუმეტეს – კორონავირუსის დროს, როდესაც ისედაც აკლიათ მედპერსონალი!

3. ნახეთ, როგორ გამოიყურება ჩემი ხელი 10 დღის შემდეგ (პირველ დღეებში ის მთლიანად შავი იყო), როდესაც სისხლი ამიღეს, რომლის აღებაც ძალიან ცოტამ იცის. საავადმყოფოებში გამოცდილი მედდების კრიტიკული ნაკლებობაა, ბევრი ავად არის.

4. არავითარ შემთხვევაში არ შემოწმდეთ სწრაფ ტესტებზე – სამჯერ ჩავაბარე, ყველა მათგანმა უარყოფითი შედეგი აჩვენა – აქაოდა, პირველი ხაზიც კი ძლივს შეფერადებულა, გილოცავთ – აბსოლუტურად ჯანმრთელი ბრძანდებითო! არ დაურეკოთ ამ სამედიცინო სამსახურებს, მომრავლებულ სერვისებსა და მობილურ ლაბორატორიებს, არ დათანხმდეთ „სასწრაფოთი” სწრაფი ტესტის ჩასაბარებლად წაყვანას, ნუ ცდუნდებით 15 წუთში პასუხის მიღებით! ეს არის ბლეფი და დიდი კორუფციული შეთქმულების ნაწილი! მხოლოდ PCR – ტესტი, რომელიც იძლევა პასუხს მინიმუმ 12 საათის შემდეგ, და მაშინაც კი სწორი პასუხის 100% გარანტიაა – მხოლოდ სისხლის ანალიზების გათვალისწინებით!

5. ნუ დაკარგავთ დროს – იმკურნალეთ საკუთარი სახსრებით, თუ არ გაქვთ – ისესხეთ! ლარის ექვივალენტში მინიმუმ 1 000 (ათასი) დოლარი გჭირდებათ (სისხლის ანალიზი – სამჯერ, კომპიუტერული ტომოგრაფია – ორჯერ, PCR–ტესტი – ერთხელ, ჟანგბადის აპარატი და მედიკამენტები). ჯერჯერობით არ ვიცი რა ჯდება ნარჩენი მოვლენების მკურნალობა, თუმცა, ისინი ალბათ მექნება, როგორც ვირუსგადანალითა უმრავლესობას.

6. და უმთავრესი: იპოვეთ კარგი ექიმი-ინფექციონისტი, ასევე კარდიოლოგი და თერაპევტი! ამაში ძალიან გამიმართლა – და არა იმიტომ, რომ ეს ერთი თეთრიც არ დამიჯდა! უმაღლეს პროფესიონალიზმს ვგულისხმობ. მყავს უაღრესად გამოცდილი უბნის ექიმი, რომელიც მთელ ჩემს ოჯახს რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში მკურნალობს და რომელსაც მთელი ქალაქი იცნობს. მეგობრის დახმარებით მივაგენი მოწინავე, ზედმიწევნით განათლებულ ინფექციონისტს, რომლის პირველი სიტყვებიდან ვიგრძენი ნამდვილი ექიმი, მაღალი ინტელექტითა და მორალური თვისებებით, შემთხვევითი როდია, რომ მისი ყველა დანიშნულება დაემთხვა რაიონის ექიმის დანიშნულებებს. დაბოლოს, ჩემი ძველი მეგობრები არიან საქართველოში ერთ–ერთი საუკეთესო კარდიოლოგი და ერთ–ერთი საუკეთესო რეანიმატოლოგი.

7. დასასრული: გაიდლაინში მითითებული წამლები, თუ თანმხლები განსაკუთრებულად მძიმე დაავადებები არ გაქვთ, სრულებით საკმარისია. ნუ დაეყრდნობით, მაინც და მაინც, „რემდესივირს“ (ხელოვნური სუნთქვის აპარატზე გადაყვანას კი ჯობია, თანაც ქართველ ელიტას ხანდაზმული ასაკისა და მძიმე თანხლები დაავადებების გამო „რემდესივირისგან“ გართულებები ნაკლებად აწუხებს). და ნუ დაელოდებით უცხოურ ვაქცინას, რომელის შემოტანასაც საქართველოში 2021 წლის მარტ-აპრილში გვპირდებიან!

ხალხის – სახელმწიფო ბიუჯეტის ფულს ისევ ფუჭად ატანენ ქარს! ჯერჯერობით არცერთი ვაქცინის გაკეთება არ შეიძლება!

შესაძლოა, ადამიანის გენზე დამზადებული რუსული ვაქცინები, რომლებიც, თუ ეს ბიზნეს-რეკლამა არ არის, 95% ეფექტიანობით გამოირჩევა, გაამართლონ კიდევაც, მაგრამ ჯერჯერობით არავინ იცის – მეორე აცრა პირველიდან მხოლოდ ორ კვირაში, თუ ერთი თვის შემდეგ კეთდება.

ხოლო 50%–იანი ეფექტიანობის, მაიმუნების გენზე დამზადებული ამერიკული თუ ინგლისური ვაქცინებით დაე, გაპიარებული ქართველი ინფექცინისტები აიცრან – მთავარი კლინიცისტები თავად აიცრან!“

თეგები: კორონავირუსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025
რა არის ამერიკისა და ისრაელის საბოლოო მიზანი ირანთან დაკავშირებით? – რას უყევბა ,,ალიას” აშშ-დან კონრად ბაბუნაშვილი?
ახალი ამბები

რა არის ამერიკისა და ისრაელის საბოლოო მიზანი ირანთან დაკავშირებით? – რას უყევბა ,,ალიას” აშშ-დან კონრად ბაბუნაშვილი?

22:13 06-18-2025
ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი
ახალი ამბები

ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი

22:49 06-13-2025
„ბახმუტის შეტევის წარუმატებლობის შემთხვევაში, რუსებს არც ფიზიკური და არც მორალური ძალა აღარ დარჩებათ თავდაცვაში გადასასვლელად“ – გიორგი თავდგირიძე
ახალი ამბები

,,რეალობა ისაა, რომ ჩვენ ვართ აშშ-სა და ევროპისთვის მტრული სახელმწიფო… რუსეთთან ალიანსი ნატო-ს სამიზნედ გვაქცევს” – რას უყვება ,,ალიას” გიორგი თავდგირიძე?

21:01 06-05-2025

ბიზნესი

როგორია ცხოვრება მინუს 112 კილოთი – ბარიატრიატრიული ქირურგია და რეაბილიტაცია – რამდენ ხანში დაინახავ შედეგს? – ვლადიმერ აფციაურის ისტორია
ახალი ამბები

როგორია ცხოვრება მინუს 112 კილოთი – ბარიატრიატრიული ქირურგია და რეაბილიტაცია – რამდენ ხანში დაინახავ შედეგს? – ვლადიმერ აფციაურის ისტორია

19:20 06-20-2025
ჰკითხე ექსპერტს – ექსპრეს ლომბარდმა კამპანია დაიწყო
ახალი ამბები

ჰკითხე ექსპერტს – ექსპრეს ლომბარდმა კამპანია დაიწყო

16:33 06-20-2025
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში Lamborghini-ს შოურუმი გაიხსნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში Lamborghini-ს შოურუმი გაიხსნა

15:10 06-20-2025
თიბისი ბიზნესებისთვის განვადების გაცემის პროცესს ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესებისთვის განვადების გაცემის პროცესს ამარტივებს

13:46 06-20-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved