• რეკლამა
  • კონტაქტი
12:43, პარასკევი, 4 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რამდენჯერ ახსენა “გვარამია, სააკაშვილი, ბოკერია” ერთ გამოსვლაში კობახიძემ და ვინ დაპირდა მას ოპოზიციიდან პარლამენტში შესვლას?

ალია ავტორი - ალია
20:03 12-10-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
27

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა:

„რაც შეეხება მანდატებს, იმ დეპუტატების მანდატებს, რომლებიც არიან არჩეული და რომელთა უფლებამოსილება იქნება ცნობილი ხვალინდელ სხდომაზე, ამასთან დაკავშირებით იღებს პარლამენტი გადაწყვეტილებას. ჩვენ უკვე გუშინ მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ თუ იქნება მომართვა სადეპუტატო უფლებამოსულების შეწყვეტასთან დაკავშირებით, ეს მიმართვა აუცილებალდ დაკმაყოფილდება, თუ ვინმე ვერ გაუძლებს გვარამიას, სააკაშვილს, ბოკერიას და სხვა პათოლოგიური ადამიანების შანტაჟს. ეს ხომ საერთოდ სასცილოა, რომ საქართველოსნაირ ქვეყანაში, რომელსაც აქვს ძალიან კარგად განვითარებული კულტურა სხვადასხვა მიმართულებით, ასეთ ქვეყანაში არ შეიძლება, ასეთი პათოლოგიური ადამიანები – ბოკერია, გვარამია, სააკაშვილი აშანტაჟებდნენ ვინმეს და ვინმე ექცეოდეს მათი შანტაჟის და გავლენის ქვეს. ეს ასე ვერ გაგრძელდება. აქედან გამომდინარე, ვინც იქნება კვლავაც ასეთი შანტაჟის, ბულინგის მსხვერპლი და ასე გააგრძელებს თავის საქმიანობას, მათი ადგილი პარლამენტში არ არის, ვინც სხვანაირად გააგრძელებს თავის საქმიანობას, ისინი შემოვლენ პარლამენტში.

ჩვენ მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ თუ მიმართვა იქნება სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე, ეს მიმართვა აუცილებლად დაკმაყოფილდება. წინ კიდევ არის დრო-მიმართვის და არმიმართვის. ჩვენ დასაჩქარებელი არაფერი არ გვაქვს. ველოდებით პარტიების პოზიციებს. რა თქმა უნდა, ჩვენი ამოცანაა, რომ მაქსიმალურად წარმოდგენილი იყვნენ ჯანსაღი პოლიტიკური პარტიები. სახეებს გეტყვით-სააკაშვილი, გვარამია, ბოკერია და უგულავა არიან ოდიოზური და პათოლოგიური პოლიტიკოსები. ვინც ამ სახეებთან დაკავშირებული და ასოცირებული არ არის არავითარი ფორმით, ისინი არიან ჯანსაღი პოლიტიკოსები და მათი ადგილია პარლამენტში. ვინც ამა თუ იმ ფორმით ასოცირებულია არაჯანსაღ პოლიტიკოსებთან, მათი ადგილი პარლამენტში არ არის. ვისურვებდით, რომ პარლამენტში არაჯანსაღი პოლიტიკური პარტიები არ იყვნენ წარმოდგენილნი.

მგონია, რომ მოლაპარაკებები მხოლოდ იმ პოლიტიკურ პარტიებთან უნდა გავაგრძელოთ, ვინც ასეთ გადაწყვეტილებას არ მიიღებენ. თუ მათ უკევ გაანულეს სიები და სადეპუტატო მანდატები, ასევე თუ პირდაპირ ახდენენ საკუთარი თავის გაიგივებას სააკაშვილთან, გვარამიასთან, ბოკერიასთან და უგულავასთან, მაშინ რა აზრი აქვს ასეთ ადამიანებთან და პოლიტიკოსებთან ლაპარაკს? პირიქით, ვამბობ, რომ ასეთ პოლიტიკოსების ადგილი არ არის არც საქართველოს პარლამენტში და არც ქართულ პოლიტიკაში. ვისაც არ სურს, საკუთარი თავი გააიგივოს ამ ადამიანებთან, ასეთ პოლიტიკოსებთან ლაპარაკს აზრი აქვს

გარწმუნებთ, რომ მეათე მოწვევის პარლამენტში წარმოდგენილი იქნებიან ოპოზიციური პარტიები. ვინ, დაველოდოთ და ვნახავთ… ეს პარლამენტი იქნება აუცილებლად მრავალპარტიული

ეს პოლიტიკური პარტიები არიან ბუნებით რადიკალები. საუბარია ისეთი პოლიტიკოსების პარლამენტში შემოსვლაზე, რომელთაც ამის უფლება საერთოდ არ აქვთ. ბოკერია-უგულავას საპარლამენტო მანდატები საერთოდ არ მიუღიათ. საუბარია იმაზე, ბოკერია და უგულავა დაგვთანხმდებიან თუ არა პარლამენტში შემოსვლაზე, ეს ხომ ნონსენსი და აბსურდია. რაც შეეხება უხერხულობას, როცა საუბარია იმაზე, რომ პირველ სხდომაზე ერთი-ორი ან სამი პარტია იქნება წარმოდგენილი, ეს არ არის ქვეყნისთვის, „ქართული ოცნებისთვის“ პრობლემა. კიდევ უფრო ცუდია ის სურათი, როცა სააკაშვილი, გვარამია, უგულავა და ბოკერია არიან ქართული ოპოზიციის რადიკალური ფრთის სახეები. როცა ეს სახეები ქართულ პოლიტიკას ჩამოსცილდებიან და ეს მოხდება ძალიან მალე, მათ შორის იმ ინსტრუმენტების გამოყენებით, რომელიც ჩვენ წარმოვადგინეთ, მაშინ ჩვენს ქვეყანას ასეთი პრობლემა აღარ შეექმნება. როცა პოლიტიკას ასეთი პარტიები ჩამოშორდებიან, ქართული პოლიტიკა დაიწმინდება არაჯანსაღი მოვლენებისგან”

“ალია” გეტყვით, რომ ეს კობახიძის გამოსვლის შემოკლებული ტექსტია, სინამდვილეში, საუბრისას ბევრად მეტჯერ ახსენა ეს გვარამია, სააკაშვილი და ბოკერია, მაგრამ იყოს სიმბოლურად – 5-ჯერ!

რატომ არის კობახიძე ასე დარწმუნებული, რომ პარლამენტში ოპოზიციური პარტიები შევლენ და ვის გულისმხობს, ვინ მისცა მას შესვლის პირობა, ამას მალე გავიგებთ, მაგრამ, ერთი რამეს 8 წელია ვხედავთ და ახლაც ცხადია, საკუთარ ხალხთან და საკუთარ ამომრჩევლთან საუბრის ნაცვლად, მმართველი გუნდი ადრესატად ყოველთვის ირჩევს – “გვარამია, სააკაშვილი, ბოკერიას” !!!

თეგები: გვარამია/სააკაშვილი/ბოკერიაირაკლი კობახიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

რკინის კარის შერჩევის 5 მთავარი კრიტერიუმი – ის, რაც ხშირად კარის გაყიდვების მენეჯერმაც კი არ იცის
ახალი ამბები

რკინის კარის შერჩევის 5 მთავარი კრიტერიუმი – ის, რაც ხშირად კარის გაყიდვების მენეჯერმაც კი არ იცის

21:54 07-03-2025
9 წესი, როგორ შეცვალო სახლის დიზაინი მარტივად და დაბალბიუჯეტურად?
ახალი ამბები

9 წესი, როგორ შეცვალო სახლის დიზაინი მარტივად და დაბალბიუჯეტურად?

20:19 07-03-2025
12 ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რაც სარეცხ მანქანას აფუჭებს
ახალი ამბები

12 ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რაც სარეცხ მანქანას აფუჭებს

17:10 07-03-2025
სიახლეები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში
ახალი ამბები

სიახლეები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში

15:43 07-03-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved