• რეკლამა
  • კონტაქტი
00:15, ოთხშაბათი, 3 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“შავი პარასკევის” შედეგებს ჩვენ ჯერ კიდევ მოვიმკით – ეკატერინე ტიკარაძე

ალია ავტორი - ალია
16:07 12-10-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
53

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, უპასუხა კითხვას, ხომ არ იგეგმება 24 დეკემბრიდან კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნის გადახედვა, ვინაიდან დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, ამან შესაძლოა მობილობა გამოწვიოს და ე.წ. შავი პარასკევის შედეგები დადგეს:

„მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ამ ეტაპისთვის გვაქვს სტაბილური მაჩვენებელი, ინფიცირებულთა რიცხვი 4500-ს არ აღემატება. ეს არის 1 კვირის მანძილზე რასაც ჩვენ ვაკვირდებით.

ჩვენ ჯერ არ გვაქვს მიღებული „შავი პარასკევის“ ეფექტი, რომელიც იცით თუ რეალურად რამდენად დრამატულად იყო ასახული, ამის შედეგებს ჩვენ ჯერ კიდევ მოვიმკით. აქედან გამომდინარე, ნაადრევია იმაზე საუბარი, თუ როგორი იქნება შეზღუდვების მოხსნა, ვინაიდან ჯერჯერობით ვსაჭიროებთ იმას, რომ ეპიდემიოლოგებმა გაანალიზონ ის მომდევნო ტალღა, რომელიც შესაძლოა მოსალოდნელი იყოს ჯერ კიდევ.

ჩვენ ვმსჯელობთ, ამას რიცხვები გვიჩვენებენ. ჩვენ გადაწყვეტილებებს სპონტანურად არ ვიღებთ, დინამიკას ვაკვირდებით, თუ როგორია ინფექციის მატება, ასევე ლეტალობის შემთხვევები, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ კლინიკების გადატვირთულობა, რომ მათაც მიეცეთ საშუალება ყველა პაციენტს შესაბამისად მისცენ ხარისხიანი მომსახურება, ამ ყველაფრის ჯამურად გაანალიზებისას მივიღებთ ერთობლივ გადაწვეტილებას“

შეგახსენებთ, ხელისუფლებამ, 28 ნოემბრიდან გამოაცხადა შეზღუდვები, 27 ნოემბერს კი მაღაზიებს ერთდღიანი “შავი პარასკევის” მოწყობის უფლება მისცა, პარალელურად კი, გამოაცხადა, რომ 28 ნოემბრიდან სურსათის და ქიმიის მაღაზიების გარდა, ყველა დაიკეტება. “ალია” აქვე იმასაც გეტყვით, რომ 28 ნოემბრიდან დღემდე, ამაოდ ვცდილობთ გავიგოთ, რამდენი მაღაზია დაჯარიმდა, ან გაფრთხილდა კონკრეტულად 27 ნოემბერს და სად იყო აღსრულების სამსახური, როცა მაღაზიებმა დაუშვეს უკონტროლო რიგები თავიანთ ტერიტორიაზე.

თეგები: ეკატერინე ტიკარაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

TBC x Miro – თანამშრომლობა და ინოვაციური პროცესები – თიბისი
ახალი ამბები

TBC x Miro – თანამშრომლობა და ინოვაციური პროცესები – თიბისი

13:17 06-02-2026
კამპანია “ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ” – KIAF-ის გრან-პრის და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
ახალი ამბები

კამპანია “ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ” – KIAF-ის გრან-პრის და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა

13:10 06-02-2026
კინოდაჯილდოება „ელისო“ 2026-ის ნომინანტები ცნობილია – თიბისი
ახალი ამბები

კინოდაჯილდოება „ელისო“ 2026-ის ნომინანტები ცნობილია – თიბისი

13:03 06-02-2026
23%-ით გაზრდილი დაფარვა დასავლეთში და 50%-მდე მეტი სიჩქარე თბილისში
ახალი ამბები

23%-ით გაზრდილი დაფარვა დასავლეთში და 50%-მდე მეტი სიჩქარე თბილისში

12:13 06-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved