• რეკლამა
  • კონტაქტი
20:05, ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გარდაიცვალა ჩემი ოჯახის ყველაზე მამაცი ბიჭი, რაინდი – ქრისტინე იმედაძე

ალია ავტორი - ალია
15:41 12-10-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
255

ქრისტინე იმედაძე სოციალურ ქსელში, წერს:

„ყველაზე ტკბილი, თბილი, ყურადღებიანი, კეთილი, უკიდეგანოდ მამაცი, ძალიან მართალი, ძალიან ჭკვიანი, ძალიან ძლიერი, გემოვნებიანი, დახვეწილი, კოპწია, თავდაჯერებული, შემდგარი, წარმატებული, ძალიან თანამედროვე, ყველაფერში ზომიერი და შესაბამისი, საშინლად კარგი მამა და კიდევ უფრო საშინლად კარგი ბაბუ იყო ჩემი რამაზი!

ტრადიციულობისა და თანამედროვეობის უცნაური სინთეზი იყო ეს ჩემი ბაბუ… დროს უსწრებდა ყველაფერში… ყველასთან და ყველაფერთან მათემატიკური სიზუსტის იყო საქციელსა თუ დამოკიდებულებაში…

მისთვის ყველა მიუღებელ ქმედებას ყველაზე დიდი გაგებით ეკიდებოდა და ამაზე ახლა გული მეხლიჩება… ყველანაირ ქარცეცხლში გაატარა ცხოვრებამ… ყველანაირ განსაცდელს ძალიან ღირსეულად ხვდებოდა…

სიკვდილ-სიცოცხლის გასაყარზე იმდენჯერ გაიარა, უკვე მივეჩვიე, რომ სულ ჩემი ბიჭი უგებს.

ახლაც მეგონა, უგებდა…

სულ ბიჭი იყო… ბოლო წუთამდე ახალგაზრდა.

უბრალოდ, სტატუსი ჰქონდა – ბაბუ.

ყველას ქრაში…

ჩემი ოჯახის მთავარი ბიჭი, ყველაზე მამაცი ბიჭი, ნამდვილი რაინდი, ჩემი ბეისბოლისტი… ყველას მამა და ყველას ბაბუ…

თუ მომკლავს გული იქნება, სხვა ვერაფერი მომერევაო…

ბოლო გზა სახლიდან სასწრაფოს მანქანამდე თავის ფეხით, როგორც მას შეეფერება, ისე გაიარა…

მიდიოდა და არავის არ გვიყურებდა… უკვე ვიცი, რატომაც… თვითონ მაშინვე იცოდა…

ამ დღის მთელი ცხოვრება მეშინოდა… იმ დღის როცა ჩემი ბაბუს გულის დრო ამოიწურებოდა…

დაახლოებით 25-წლიან არათანაბარ ბრძოლაში პირველად დაამარცხა გულმა… გულმა, რომელიც ფაქტიურად, მისი აღარც იყო…

სიცოცხლის მიმართ სიყვარულით და სიცოცხლისთვის ბრძოლის უნარით მაოცებდა მუდამ… საყვარელი საქმის კეთების წყურვილით, თავისი ქვეყნის კეთილდღეობისთვის ბრძოლით, ქართული სპორტის განვითარების დაუოკებელი ჟინით…

უმაღლესი პასუხისმგებლობითა და პროფესიონალიზმით … ამ და სხვა მისი კარგი თვისებებისა და მიღწევების გამო სიამაყეს ვერ ვიტევ, ისე მაწვება…

ვზივარ და ვფიქრობ, ხვალიდან საქმე როგორ ვაკეთო… სურვილი არაფრის კეთების არ მაქვს… მხოლოდ ბაბუს ფოტოებსა და ვიდეოებს მინდა ვუყურო თავიდან, მერე ისევ თავიდან და ასე ვატრიალო წარსული… ვიხსენებ, ვიხსენებ, ყველაფერს ვიხსენებ… ფილმივით ვუყურებ ჩვენს ურთიერთობას, მოგზაურობებს, შეხვედრებს, მის რჩევებს, ისტორიებს, რომლებსაც მიყვებოდა, რა ადამიანურ თვისებებსა და ღირებულებებზე მიმახვილებდა ყურადღებას….

ჩემი სევდიანი სახე არ უყვარს ბაბუს… ხუთშაბათს ეთერში თუ ვერ დამინახავდა სასწრაფოდ რეკავდა…

უცებ მახსენდება თვითონ როგორ იქცეოდა უიმედობის ჟამს… ლოგინად ჩავარდნილი, დასუსტებული რომ წამოფრინდებოდა მოწესრიგდებოდა და გაეშურებოდა სხვა კონტინენზე საქმისთვის… შემოუფრენდა მსოფლიოს…

ალბათ, ახლა გასაფრენი აღარსად იყო, ამიტომ სხვა მიმართულებით გაფრინდა…

ხვალ ხუთშაბათია…

ეთერში არ ვიქნები, ბაბუ“.

შეგახსენებთ, რამაზ გოგლიძე ხელმძღვანელობდა საქართველოს სპორტის სახელმწიფო კომიტეტს, იყო ბეისბოლისა და სოფტბოლის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი, 2008-2012 წლებში გახლდათ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველი ვიცე-პრეზიდენტი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

13:51 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved