• რეკლამა
  • კონტაქტი
17:03, ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თბილისის 2021 წლის ბიუჯეტი 1,1 მილიარდ ლარზე მეტი იქნება – კახა კალაძე

ალია ავტორი - ალია
10:38 12-09-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
39

თბილისის მერმა დედაქალაქის 2021 წლის ბიუჯეტზე ისაუბრა. ამ თემას კახა კალაძე მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე შეეხო. მისი თქმით, მერიამ საკრებულოში უკვე წარადგინა ბიუჯეტის პროექტის დაუსრულებელი ვერსია, რომლის თანხაც დაახლოებით 840 მილიონ ლარს შეადგენდა. კალაძემ აღნიშნა, რომ საბოლოო ბიუჯეტის თანხა გაიზარდა.

„ვმუშაობდით ფინანსთა სამინისტროსთან. მინდა აღვნიშნო, რომ ჩართული იყო ასევე პრემიერ-მინისტრი. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და გიორგი გახარიასა და ვანო მაჭავარიანს მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისთვის, თანადგომისთვის, მადლობა გადავუხადო თბილისელების გვერდში დგომისთვის. რაც შეეხება ბიუჯეტს, დაემატება 225 მილიონი. უახლოეს დღეებში გადავგზავნით თბილისის საკრებულოში განსახილველად. ჩვენს მიერ წარდგენილი ბიუჯეტის ოდენობა იქნება მილიარდ 50 მილიონი ლარი. ასევე უნდა აღვნიშნო, რომ მომდევნო წლის დასაწყისში, კონკრეტულად იანვარში, ამ თანხას კიდევ 50 მილიონი დაემატება და საბოლოოდ, 2021 წლის ბიუჯეტი იქნება მილიარდ 100 მილიონზე მეტი, რაც ჩვენ მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტი იყოს განხორციელებული დედაქალაქში ყველა მიმართულებით“, – განაცხადა კალაძემ.

მერის თქმით, ბიუჯეტის მესამედი, დაახლოებით 350 მილიონ ლარზე მეტი ჯანდაცვის და სოციალური პროგრამების განხორციელებას მოხმარდება, რაც უპრეცედენტოდ მაღალი თანხაა.

კიდევ 350 მილიონი ლარი ინფრასტრუქტურულ პროექტებზე დაიხარჯება.

მან იმედი გამოთქვა, რომ საკრებულოში ბიუჯეტის განხილვა ნაყოფიერად ჩაივლის და დოკუმენტი მხარდაჭერას მოიპოვებს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

13:51 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved