დიდ ბრიტანეთში კორონავირუსზე მოსახლეობის მასშტაბური ვაქცინაცია იწყება. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.
ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის, მეტ ჰენკოკის განცხადებით, გერმანული კომპანია BioNTech-ისა და მისი ამერიკული პარტნიორის, Pfizer-ის მიერ შექმნილი პრეპარატის დოზები გაერთიანებული სამეფოს ყველა ნაწილში ჩაიტანეს.
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით თავდაპირველად მოხუცთა თავშესაფრის ბინადრები და თანამშრომლები აიცრებიან. პრიორიტეტულ ჯგუფში არიან ასევე მედპერსონალი და 80 წელს გადაცილებული მოქალაქეები.
კომენტარები