• რეკლამა
  • კონტაქტი
00:20, პარასკევი, 28 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გელათის კომპლექსის ორ ტაძარზე გარემო პირობების საზედამხედველო სისტემები დაამონტაჟეს

ალია ავტორი - ალია
15:04 12-06-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
38

გელათის სამონასტრო კომპლექსის ღვთისმშობლის შობისა და წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიებზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ გარემო პირობების გრძელვადიანი საზედამხედველო სისტემის ინსტალაციის პროცესი დაასრულა.

წმინდა გიორგის სახელობის ტაძრისა და ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის ცენტრალური სივრცეების სხვადასხვა ვერტიკალურ და ჰორიზონტალურ ჭრილებზე საერთო ჯამში 18 შიდა სენსორი განთავსდა. მონიტორინგის სისტემები ინსტალირდა მთავარი ტაძრის საკურთხეველში, ეკვდერებსა და კარიბჭეებში. კომპლექსის ეზოში დამონტაჟდა სისტემის გარე სენსორი.

საზედამხედველო სისტემის საშუალებით შესაძლებელი გახდება მაკროკლიმატისა (გარეთ არსებული გარემოს) მიკროკლიმატის (შიდა სივრცეები) ურთიერთქმედების შეფასება და კედლის მხატვრობის მდომარეობაზე მათი გავლენის განსაზღვრა. მონიტორინგის სენსორების მეშვეობით ტენიანობისა და ტემპერატურული პარამეტრების წლის ოთხივე სეზონზე გაზომვისა და სრული მასშტაბით კედლის მხატვრობის გაღრმავებული კვლევის საფუძველზე სპეციალისტებს მხატვრობის კონსერვაციის მართვის გეგმისა და მისი განხორციელების სტრატეგიის შემუშავების საშუალება მიეცემათ. ეროვნულმა სააგენტომ გარემოპირობების გრძელვადიანი საზედამხედველო სისტემა მიმდინარე წელს შეისყიდა. მისი ინსტალაცია გელათის სამონასატრო კომპლექსის 2 ტაძარზე 3 და 4 დეკემბერს განხორციელდა.

გელათის ღვთისმშობლის შობის ტაძრის კედლის მხატვრობის სრულფასოვანი კონსერვაციის საპროექტო დოკუმენტაცია, მისი დაზიანებული კრამიტის სახურავის რეაბილიტაციის თანმდევად, მომავალი წლიდან შემუშავდება. კონსერვაციის პროექტი კვალიფიციურ მხატვარ რესტავრატორთა ჯგუფისა მიერ, საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით მომზადდება.

საპროექტო მასალების მომზადებისა და გადახურვის სრული რეაბილიტაციის დასრულების შემდგომ, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ღვთისმშობლის შობის ტაძრის მხატვრობის კონსერვაციის სამუშაოებს განახორციელებს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

13:51 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved