• რეკლამა
  • კონტაქტი
12:33, ორშაბათი, 13 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ადამიანს შეიძლება, ყველაფერი აუკრძალო, მაგრამ ლოცვას ვერავის აუკრძალავ – მეუფე გრიგოლი

ალია ავტორი - ალია
13:26 12-06-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
38

ყველას აქვს უფლება თავისი აზრი ჰქონდეს, მაგრამ ფაქტია, რომ არაერთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და ეს არ არის ორი, ათი და ასი, ესაა უამრავი ადამიანი, თუმცა მე იმედი მაქვს, რომ გაივლის ეს განსაცდელი, – განაცხადა საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას, ფოთისა და ხობის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა კორონავირუსზე საუბრისას.

„ჩვენ, ვცდილობთ, დადგენილი ნორმები შევასრულოთ. უსაფრთხოება მაქვს მხედველობაში, რომ დაცული იყვნენ ადამიანები, მათ შორის სასულიერო პირები. აგერ, შემოდგომაც გავიდა და ზამთარი დადგა, ხედავთ, რომ ადამიანები იღუპებიან და ეს არ არის ისეთი მოვლენა, რომელზეც შეიძლება ადამიანმა არასერიოზულად ისაუბროს და რაღაც ზღაპრები მოჰყვეს. ყველას აქვს უფლება თავისი აზრი ჰქონდეს, მაგრამ ფაქტია, რომ არაერთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და ეს არ არის ორი, ათი და ასი, ესაა უამრავი ადამიანი, თუმცა მე იმედი მაქვს, რომ გაივლის ეს განსაცდელი, გაივლის აუცილებლად. ამაზე უამრავი ადამიანი ფიქრობს, მუშაობენ სპეციალისტები და მჯერა, როგორც დღემდეა ბევრი რამ დაძლეული, დაიძლევა ესეც. ოღონდ, საჭიროა საერთო ძალისხმევა და გათვალისწინება ამ საფრთხეების. თუ დღის წესრიგში დადგა აუცილებლობა, რა თქმა უნდა, ამაზე ვიმსჯელებთ, თუმცა ჩვენ მაინც სპეციალისტებს ვუსმენთ და ვითვალისწინებთ მათ რჩევებს. ღვთისმსახურების დროსაც კი სასულიერო პირები პირბადეებით დგანან, ასევე მრევლი. ამ ეტაპზე, მეტი რა უნდა გავაკეთოთ, მე ვერ გეტყვით. ვნახოთ, ცხოვრება ხომ იცით როგორი არის, გვიჩვენებს. მე ვფიქრობ, რომ ისეთი ვითარებაა ეკლესიაში, სასულიერო პირები… ზოგი იზოლაციაშია სიფრთხილის გამო, ზოგი დაავადებულია, ინფიცირებულია და ზოგიერთ ადგილებში ღვთისმსახურების ჩატარების პრობლემაა, რადგან სასულიერო პირი ინფიცირებულია, სხვაგანაც ვიცი, იგივე ევროპის ქვეყნებში, რა მდგომარეობაც არის და ამჯერად, უკვე დაკეტვების ფონზე, ეკლესიები არ დაკეტილა, უფლება აქვთ ღვთისმსახურებისა, თუმცა გარკვეული შეზღუდული რაოდენობებით, მაგრამ ღვთისმსახურების შემდეგ ადამიანებს შეუძლიათ, შევიდნენ და ილოცონ. ადამიანს შეიძლება, ყველაფერი აუკრძალო, მაგრამ ლოცვას ვერავის აუკრძალავ” – აცხადებს მეუფე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

​9 საუკეთესო მცენარე ჯანსაღი “ცოცხალი ღობისთვის“ – ეზოს დიზაინი 2026
ახალი ამბები

​9 საუკეთესო მცენარე ჯანსაღი “ცოცხალი ღობისთვის“ – ეზოს დიზაინი 2026

21:02 04-12-2026
როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?
ახალი ამბები

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?

21:28 04-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved