• რეკლამა
  • კონტაქტი
01:09, პარასკევი, 28 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ეს აპარატი რომ ჩამოეტანათ ბევრი ადამიანი გადარჩებოდა – ექიმი

ალია ავტორი - ალია
11:47 12-06-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
30

გერმანიაში მცხოვრები ქართველი ექიმი, თამარ ჟამურაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და აცხადებს, რომ გერმანიიდან საქართველოში High Flow აპარატები რომ ჩამოეტანათ ბევრი პაციენტის გადარჩენა მოხდებოდა.

„კვლევებმა რემდესივირის ეფექტურობა ვერ დაადასტურა. კვლევის შედეგებით, რომელზეც ბევრი დაიწერა და აქ აღარ შევჩერდები, ამ პრეპარატს ან საერთოდ არანაირი ან ძალიან უმნიშვნელო გავლენა ჰქონდა დაავადების მიმდინარეობაზე. იმდენად უმნიშვნელო, რომ ჩვენს კლინიკაში რემდესივირი ამოღებულია სქემიდან და უკვე კვირეებია აღარ ინიშნება. იმისთვის, რომ ყველამ კარგად გაიაზროს ამ ინფორმაციის მნიშვნელობა დავწერ, შარიტეს საუნივერსიტეტო კლინიკა უკვე მე-7 წელია არა მარტო გერმანიის, არამედ მთელი ევროპის საუკეთესო კლინიკებს შორის პირველ ადგილზეა.

კონკრეტულად ჩვენი განყოფილება შარიტეში: პულმონოლოგია და ინფექციოლოგია ბერლინის (ბერლინს 3,7 მილიონი მოსახლეობა ჰყავს) პირველი კოვიდ-მიმღები დეპარტამენტია და ვიმეორებ, ამ კლინიკაში კოვიდ-პაციენტებს რემდესივირით აღარ ვმკურნალობთ.

რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ რემდესივირი თურმე „მხოლოდ“ 400 000 ჯდება. ამ თანხით შემოტანილი რემდესივირის რაოდენობა რამდენ ადამიანს ეყოფა, ამაზე ითქვა რამე? ერთი ადამიანისთვის საჭირო დოზა, სრული კურსი 2 000 ევრო ჯდება (აქაური ინფორმაციით) ანუ ამ 400 000ში მხოლოდ 200 ადამიანი მოიაზრება. პრინციპში, აწი შეიძლება უფრო ნაკლებიც დაჯდეს, რადგან წამყვანი ქვეყნები და კლინიკები აღარ იყენებენ.

ეხლა ყველაზე მთავარი საიკითხი. ერთი High Flow-აპარატი (აპარატი, რომელიც ჟანგბადს მაღალი წნევით მიაწვდის პაციენტს) იცით რა ღირს? ეს ის აპარატია, რომელიც ბევრ პაციენტს ინტუბაციას და მართვით სუნთქვაზე გადაყვანას აარიდებდა. მართვით სუნთქვაზე გადაყვანილ პაციენტთა უმრავლესობა, სავარაუდოდ 90%მდე თუ მეტი არა, საქართველოში დაიღუპა. ხომ მიხვდით ამ აპარატის მნიშვნელობას?! ეს ის აპარატია, რომელსაც ყველა, ვისაც ინტენსიურ მედიცინაში რამე გაეგება, მარტის მერე იხვეწება საქართველოში. ერთი HighFlow-ს აპარტი, ყველა თავისი ზონდით და ნიღბით 2000 ევრო ღირს მაქსიმუმ და თუ ბევრს ერთად შეუკვეთავ, სავარაუდოდ ნაკლებიც”, – წერს თამარ ჟამურაშვილი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

13:51 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved