• რეკლამა
  • კონტაქტი
01:09, პარასკევი, 28 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტად ისევ გეგა გეგეშიძე აირჩიეს

ალია ავტორი - ალია
18:13 12-05-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
128

ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი ისევ გეგა გეგეშიძე გახდა. გადაწყვეტილება ფედერაციამ დღეს მიიღო. გეგეშიძე 22 ხმით, 4 წლით აირჩიეს. აღსანიაშნავია, რომ გეგეშიძე პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატი იყო.

ფედერაციის პრეზიდენტობა სურდა ყოფილ გენერალურ მდივან გოჩა ჩორგოლიანსაც, თუმცა ის კანდიდატად ვერ დარეგისტრირდა.

“დღეს ისევ ხდება ჭიდაობის ფედერაციის პოლიტიკური ხულიგნის მიერ ოკუპაცია, ყოველგვარი კანონის დარღვევით. ყველამ კარგად ვიცით, ვინ არის გეგეშიძე. ის არის პოლიტიკური ხულიგანი, ბერბიჭაშვილის მსგავსი, დასაჭერია, თავისი ბანდით, კორცხელში მონაწილე და არამარტო კორცხელში მონაწილე ბანდით”, — აცხადებს ჩორგოლიანი.

ფედერაციაში განმარტავენ, რომ კანდიდატი უნდა წარედგინა ფედერაციის წევრი 22 იურიდიული პირიდან ერთ-ერთს და რადგან ჩორგოლიანი თბილისის ჭიდაობის ფედერაციას წარმოადგენს, სწორედ ამ ფედერაციის კანდიდატი უნდა ყოფილიყო. თუმცა ჭიდაობის ფედერაციის იურისტი On.ge-სთან ამბობს, რომ ჩორგოლიანი მის ფედერაციას არ წარუდგენია და თავად ჩორგოლიანის ინდივიდუალურ განცხადებას ვერ დაარეგისტრირებდნენ, რადგან წესდება ამას არ ითვალისწინებს.

გეგა გეგეშიძე ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობას აქამდეც იკავებდა. ის არის ყოფილი შს მინისტრის, ალექსანდრე ჭიკაიძის დაცვის ყოფილი უფროსი, ამასთან, მისი სახელი რამდენიმე ძალადობრივ ინციდენტაც უკავშირდება. 2019 წლის 11 იანვარს გეგეჭიძემ მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილს სახეში მუშტი ჩაარტყა. ვიდეოში ჩანს, რომ ფედერაციის პრეზიდენტს ხელში გარკვეული ნივთი უჭირავს, რომელსაც სპორტსმენის მიმართულებით იქნევს და შემდეგ მუშტს არტყამს. ამის შემდეგ დათუნაშვილს სახიდან სისხლი მოსდის. 22 იანვარს გეგეშიძე ძალადობის ბრალდებით დააკავეს, თუმცა სასამართლომ მას 5 000-ლარიანი გირაო შეუფარდა, ასევე, ფედერაციის პრეზიდენტის პოსტი შეუნარჩუნა.

კიდევ ერთი საქმე, რომელსაც გეგა გეგეშიძეს უკავშირებენ, 2016 წელს კორცხელში ოპოზიციაზე თავდასხმაა. ინციდენტში მისი ძმა, მოჭიდავე ვლადიმერ გეგეშიძე მონაწილეობდა. მას ამ საქმეზე ბრალდებულის სტატუსიც ჰქონდა და 7 000-ლარიანი ჯარიმა შეუფარდეს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

13:51 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved