სამტრედიის მუნიციპალიტეტში , სოფელ კულაშის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. ადგილობრივები აცხადებენ, რომ ორი თვეა წყალი არ მიეწოდებათ. მათი თქმით, წყალი პანდემიის პირობებში არ აქვთ და უსაფრთხოების ზომების დაცვა უჭირთ.
ადგილზე წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლის მისვლას ხმაური მოყვა. კომპანიის წარმომადგენელი ირწმუნება, რომ ბრალდება უსაფუძვლოა და წყალი ყველა ოჯახს მიეწოდება. მისი განცხადებით, შეფერხება იყო, თუმცა სამუშაოები განხორციელდა და წყლის მიწოდება ეტაპობრივად აღდგა.
აქციის მონაწილეებს სოლიდარობა “ნაციონალური მოძრაობის” ადგილობრივმა წევრებმა გამოუცხადეს.
კომენტარები