• რეკლამა
  • კონტაქტი
05:52, პარასკევი, 28 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ლაპარაკი იმაზე, რომ ეს არის წითელი ხაზი, ძალიან ცუდია” – ბადრი ჯაფარიძე

ალია ავტორი - ალია
17:44 12-04-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
41

„ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ აშშ-ის ელჩის მოადგილის რეზიდენციაში ელჩებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა:

„თხოვნიდან გამომდინარე, შევჯერდით, რომ ამჯერადაც ჩვენ არ გავამჟღავნებთ ჩვენს წინადადებას. შესაბამისად, მერ კომენტარს ვერ გავაკეთებ, გარდა იმისა, რომ ჩვენ დეტალური წინადადებები გადავეცით ჩვენს მეგობრებს, მოდერატორებს, რათა „ქართული ოცნება“ ამ წინადადებებს გაეცნოს და ასევე შემოგვთავაზოს მათი ხედვა და შევეცადოთ, რომ საბოლოოდ შევჯერდეთ და პოლიტიკურ შეთანხმებას მივაღწიოთ.

ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე: „რიგგარეშე არჩევნები არის წითელი ხაზი, მკაცრად ამბობენ, რომ არ იქნება არჩევნები, ასეთ შემთხვევაში ხომ არ კარგავს აზრს ეს მოლაპარაკება, რის იმედზეა ოპოზიცია“, ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ამგვარი დამოკიდებულება მოლაპარაკების პროცესს ხელს არ უწყობს.

„ვფიქრობ, ჩვენ უნდა ამოვიდეთ იმ მოცემულობიდან, რომ საჭიროა პოლიტიკური შეთანხმება. ამიტომ, წინასწარ ლაპარაკი იმაზე, რომ ეს არის წითელი ხაზი და ამ თემაზე არ მოვილაპარაკებთ, ჩემი აზრით, ძალიან ცუდია და ხელს არ უწყობს მოლაპარაკების პროცესს. ჩვენ მივეცით შვიდი პარტიის მიერ შეთანხმებული ერთიანი პოზიცია კონკრეტულად ჩამოწერილი წინადადებებით ჩვენს მეგობრებს იმისათვის, რომ მათ გააცნონ ეს წინადადებები „ქართულ ოცნებას“, რომ შემდეგ მათ გაგვაცნონ მათი ხედვა ყველა ამ წინადადებასთან მიმართებაში“

თეგები: ბადრი ჯაფარიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

13:51 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved