• რეკლამა
  • კონტაქტი
00:14, ხუთშაბათი, 17 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება Startup Grind-ი ონლაინ რეჟიმში გაიმართება

ალია ავტორი - ალია
17:14 12-03-2020
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
56

„საქართველოს“ ბანკის მხარადჭერით  მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება Startup Grind ონლაინ გაიმართება.  

Startup Grind მსოფლიოში ყველაზე დიდი, 3,5 მილიონი წევრისგან შემდგარი კომუნაა, რომელიც სტარტაპებს და ინოვატორებს  მთელი მსოფლიოს მასშტაბით აერთიანებს.  წლის განმავლობაში Startup Grind-ის ორგანიზებით რამდენიმე საერთაშორისო ღონისძიება იმართება, მათ შორის უმსხვილესი სილიკონ ველიზე, ლონდონსა და  თბილისში. 

Europe-Asia Connect წელს 100-ზე მეტ  საერთაშორისო სპიკერს, 5000-ზე მეტ დამსწრეს და სტარტაპს 35-ზე მეტი ქვეყნიდან უმასპინძლებს. აღსანიშნავია, რომ სპიკერების უმრავლესობა ცნობილი კომპანიების უშუალოდ დამფუძნებლები არიან, რომლებმაც ბიზნესი ნულიდან  დაიწყეს და დღეისთვის ღირებული კომპანიები შექმნეს. მაგალითისთვის, ერთ-ერთი სპიკერი მარკეტინგის გურუ, ანტრეპრენერი, ტექ-ევანგელისტი და არაერთი წიგნის ავტორი Guy Kawasaki-ა. ასევე სპიკერებს შორისაა Treasure Data-ს დამფუძნებელი – ბილ ტაი, კომპანია Oracle-ის ვიცე-პრეზიდენტი, ლუკ კოვალსკი.

ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი გამომსვლელი, სილიკონ ველის ანტრეპრენერი, სტივ ბლანკი იქნება. სტივ ბლანკის მრავალწლიანი გამოცდილება არაერთ ინოვაციურ კომპანიას და წარმატებულ პროექტს უკავშირდება. მას თანამედროვე ანტრეპრენერობის მამასაც უწოდებენ და განიხილავენ როგორ ერთ-ერთ საუკეთესო მრჩეველს სტარტაპ ინდუსტრიაში.

Europe-Asia Connect არის უნიკალური შანსი სტარტაპებისთვის, რათა მათ მონაწილეობა მიიღონ მსოფლიოს წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიების დამფუძნებლების სემინარებში;

გაიცნონ სხვა ქვეყნების სტარტაპები, გაცვალონ გამოცდილება და დაგეგმონ სამომავლო თანამშრომლობა. ასევე, მიიღონ ყველაზე დიდ სტარტაპ შეჯიბრში მონაწილეობა და გამარჯვების შემთხვევაში, მიიღონ რჩევები სილიკონ ველის მენტორებისგან.

პირველი მსგავსი ღონისძიება თბილისში – Europe-Asia Connect – 2019 წლის ნოემბერში ჩატარდა, სადაც სპიკერები 15 ქვეყნიდან იყვნენ მოწვეული. იქიდან გამომდინარე, რომ წლევანდელი ღონისძიება 100%-ით ონლაინ გაიმართება, ეს მასშტაბის კიდევ უფრო მეტად გაფართოების შესაძლებლობას იძლევა.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს: https://www.startupgrind.com/tbilisi/

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბანკის სტუდენტური ბარათით გადახდის შემთხვევაში სტუდენტებისთვის მოქმედებს სპეციალური ფასდაკლება. ინფორმაცია ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://tkt.ge/event/237767/startap–graindis-evropa-aziis-teqnologiuri-ghonisdzieba

ღონისძიება ტარდება საქართველოს ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სააგენტოსთან თანამშრომლობით და მას არაერთი ქართული და უცხოური პარტნიორი კომპანია ჰყავს. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე
ახალი ამბები

ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე

15:21 09-16-2026
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი GNPF Youth Open ტურნირის მხარდამჭერია
ახალი ამბები

ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი GNPF Youth Open ტურნირის მხარდამჭერია

15:18 09-16-2026
თიბისის მხარდაჭერით თბილისში საერთაშორისო AI კონფერენცია – CROSSROAD AI გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით თბილისში საერთაშორისო AI კონფერენცია – CROSSROAD AI გაიმართება

14:09 09-16-2026
საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა
ახალი ამბები

საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა

20:01 09-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved