• რეკლამა
  • კონტაქტი
06:56, კვირა, 9 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

უსამართლობა არ “მევასება”, ამ საქმეში ვარ 100% – იაგო ხვიჩია

ალია ავტორი - ალია
03:01 12-03-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
50

“გირჩის” წევრი, იაგო ხვიჩია ეხმიანება საზოგადოების რეაქციას, რომელიც მის განცხადებას მოჰყვა.

“გამარჯობა,

ჩემი აზრით, ძალიან უსამართლოდ მხვდება ტალახი. მე კი უსამართლობა არ მევასება. მე რო მექცევიან უსამართლოდ, მით უმეტეს.

ჩემი ძველი მეგობრები რო მექცევიან უსამართლოდ კიდევ უფრო არ მევასება. იმიტომ კი არა, რომ ოდესმე იმ პოზიციას დავთმობ რაც სწორი მგონია. ჰო და სწორი მგონია დავიცვა ერთი ადამიანი, თუ მას უსამართლოდ სჯიან. ამას გავაკეთებ, თუნდაც მთელი სამყარო შეითქვას ჩემ წინააღმდეგ.

მე ამ საქმეში ვარ 100% მართალი და ეს მერამდენე შემთხვევაა რაც ტყუილი დამაბრალეს და ტალახი მესროლეს. ახლა ეს ძალიან მაწუხებს და მინდა საჯაროდ შევთავაზო ნებისმიერ ადამიანს ცივილური დისკუსია. რატომ მესვრით ტალახს?

ვთხოვ მედია საშუალებებსაც მომცენ საშუალება პასუხი გავცე ნიაღვარს რაც სრულიად უსამართლოდ წამოვიდა ჩემ მიმართ და რომელსაც აქვს კამპანიური შინაარსი. სინამდვილეში, ძალიან მარტივად არის საქმე, მე მჯერა, რომ არ შეიძლება ადამიანის ციხეში ჩასმა მიუხედავად იმისა თუ რა ნახა და სხვას მოუყვა ამის შესახებ.

მე ამის მართლა მჯერა. ჩემთვის ეს ტალახის კამპანია შანსია საზოგადოებას ავუხსნა როგორ ვუყურებ ადამიანს და მის თავისუფლებას. ესეთია ადამიანის თავისუფლების ჩემეული გაგება. ამის გამო მეძახიან პედოფილიის მხარდამჭერს და ადამიანურად გთხოვთ მომცეთ საშუალება პასუხი გავცე უნამუსო ცილისმწამებლებს. კარგი იქნება დისკუსია ამ თემაზე, საჯარო საუბარი და აზრთა გაცვლა გამოცვლა, მე მზად ვარ ყველა დისკუსიაში მივიღო მონაწილეობა და თუ დამარწმუნებენ რო შევცდი, ბოდიში მოვიხადო. თვალებში მინდა ჩავხედო იმ ხალხს ვინც პედოფილიის მხარდამჭერს მეძახის.

დიდი მადლობა წინასწარ.”

შეგახსენებთ, მან რამდენიმე დღის წინ თქვა:

“შსს-ს ინფორმაციით, მას ბრალად ედება არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების შეძენა, შენახვა, ფლობა და ასეთი ნაწარმოებით სარგებლობა.
ანუ?
პორნო გადმოწერა, დაასეივა, ერთხელაც გადაწყვიტა ესარგებლა და დაიჭირეს?
სულ გააფრინეს”

ცნობისთვის, დააკავეს 1977 წელს დაბადებული 43 წლის ე.რ.
მას ბრალად ედება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების შეძენა, შენახვა, ფლობა და სარგებლობა.


დანაშაული 5-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თეგები: იაგო ხვიჩია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved