• რეკლამა
  • კონტაქტი
15:21, ხუთშაბათი, 3 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მეამაყება, რომ დავამთავრე სამედიცინო ინსტიტუტი “vita”! – “იმედის” ადმინისტრაციული მენეჯერი

ალია ავტორი - ალია
04:21 11-30-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
155

ტვ კომპანია „იმედის” ადმინისტრაციული მენეჯერი, ხათუნა გოჩაშვილი  “ტვ პირველის” ეთერში გასულ სიუჟეტს ეხმიანება და სოციალურ ქსელში, წერს:

“თბილისის დამოუკიდებელი სამედიცინო ინსტიტუტი „Vita” დაარსდა 1992 წელს. 2001 წლამდე ინსტიტუტი განთავსებული იყო სამხედრო ჰოსპიტლის ბაზაზე.

ინსტიტუტის კათედრები და კაბინეტ-ლაბორატორიები აღჭურვილი იყო კომპიუტერული ტექნიკითა და იმ დროისთვის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით.

ინსტიტუტის სტუდენტების ცოდნას, საფუძველს უყრიდნენ საქართველოს დამსახურებული პროფესორ- მასწავლებლები: პრორექტორი სამეცნიერო მუშაობაში, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრი, პროფესორი-არჩილ ასათიანი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორები და პროფესორები: ი.კუჭავა, თ. ფიჩხაია, თ. ჭავჭანიძე, ციციშვილი, ო.ნემსაძე და სხვ.

✔️ინსტიტუტის ძირითადი რგოლი იყო თბილისის ცენტრალური სამხედრო ჰოსპიტალი;

✔️ინსტიტუტის ერთ-ერთი ძირითადი ბაზა იყო ქალაქის პირველი საავადმყოფო, აქ მომავალი ექიმების მომზადებას ხელმძღვანელობდნენ პროფესორები: გ. გოკიელი, რ. თაბუკაშვილი, ს. ჯაიანი, დ.წოტოიძე, ა. მეგრელიძე, მ.გოლეთიანი, ვ. გვაზავა და სხვ;

✔️მეანობა-გინეკოლოგიის მიმართულებით, ინსტიტუტის ბაზა იყო ჟორდანიას სახელობის ადამიანის რეპროდუქციის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, რომელსაც აკადემიკოსი ა. ხომასურიძე ხელმძღვანელობდა, სტუდენტებთან სამუშაოდ მოწვეული იყო პროფ. ნ. მაისურაძე, ექიმები: დ.ტაბიძე, მ.ჯანგავაძე, ი.კიკოზაშვილი და სხვ;

✔️ამავე მიმართულებით ერთ-ერთი ბაზა იყო აკად.კ. ჩაჩავას სახელობის პერინატალური მედიცინისა და მეანობა-გინეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, რომელსაც სათავეში ედგა სამედიცინო აკადემიის აკადემიკოსი პ. კინტრაია. სტუდენტებთან მოწვეული იყო- პროფ. დ. ჯინჭარაძე, კათედრის გამგე ბ. ქურჩიშვილი, დოც.გ.მაყაშვილი და სხვ;

✔️ინსტიტუტის ერთ-ერთი საუკეთესო ბაზა იყო რესპუბლიკის ოფთალმოლოგიური ცენტრი, რომელსაც აკადემიკოსი ი. ბერაძე ხელმძღვანელობდა;

✔️სტომატოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტთა მომზადების ბაზა იყო #2 და #5 სტომატოლოგიური პოლიკლინიკები. აქვე გახსნილი იყო ამ ინსტიტუტის სტომატოლოგიური კათედრა, რომელსაც პროფესორი ალ.ბრეგაძე ხელმძღვანელობდა;

✔️სასამართლო მედიცინისა და ტოქსიკოლოგიის შესწავლის ბაზა ცენტრალური სამხედრო ჰოსპიტალი და პირველი კლინიკური საავადმყოფო იყო, სადაც სტუდენტების მომზადებას ხელმძღვანელობდნენ: დ. მაისაშვილი, ი.კოჩურინი, თ. ხელაძე და სხვ;

✔️ინსტიტუტის სტუდენტთა სწავლების ბაზა იყო, ასევე, თბილისის #2 სამშობიარო სახლი(დოც. მ.იაშვილი), საავიაციო ქარხნის მედსანნაწილი(სამხედრო სამედიცინო სამსახურის პოლკოვნიკი თ. გეგეჭკორი), #5 კლინიკური საავადმყოფო (პროფ. თ. პეტრიაშვილი), თბილისის რკინიგზის #5 პოლიკლინიკა (ექიმი ც. ლაბაძე) და სხვა.

ინსტიტუტის დამთავრებიდან 20 წელი გავიდა და ამდენი დეტალის გახსენებაში ჩვენი მაშინდელი გაზეთი დამეხმარა.

ჩვენ, ის თაობა ვართ, ვისაც ალექსანდრე მაკედონელის სიტყვებით გვზრდიდნენ – „ვინც უპირველეს ყოვლისა არ არის ადამიანი, ვერასოდეს გახდება ექიმი“. ალბათ, დღევანდელ რეალობაში ალექსანდრე მაკედონელი თავის სიტყვებში ექიმს, ჟურნალისტით ჩაანაცვლებდა!

მეამაყება, რომ დავამთავრე სამედიცინო ინსტიტუტი “vita”!

მეამაყება, რომ ჩემი კოლეგები დღეს თქვენი სიცოცხლის გადასარჩენად იბრძვიან“

თეგები: ეკატერინე ტიკარაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

საქართველოსა და ირლანდიის დიდი დაპირისპირების მოლოდინში – ბორჯღალოსნები ზაფხულის ტურნეს საშინაო კედლებში იწყებენ (თიბისი)
ახალი ამბები

საქართველოსა და ირლანდიის დიდი დაპირისპირების მოლოდინში – ბორჯღალოსნები ზაფხულის ტურნეს საშინაო კედლებში იწყებენ (თიბისი)

13:07 07-03-2025
თიბისის ახალი ფუნქციონალი – დოლარსა და ევროში თანხის მომენტალური გადარიცხვა ნებისმიერ ბანკში
ახალი ამბები

თიბისის ახალი ფუნქციონალი – დოლარსა და ევროში თანხის მომენტალური გადარიცხვა ნებისმიერ ბანკში

11:04 07-03-2025
თბილისი მასპინძლობს პადელის საერთაშორისო ტურნირს – FIP Bronze Tbilisi 2025
ახალი ამბები

თბილისი მასპინძლობს პადელის საერთაშორისო ტურნირს – FIP Bronze Tbilisi 2025

17:57 07-02-2025
ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულების   ვიანობა ხვალ გახდება ცნობილი – თიბისი
ახალი ამბები

ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულების ვიანობა ხვალ გახდება ცნობილი – თიბისი

14:06 07-02-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved