• რეკლამა
  • კონტაქტი
01:52, ხუთშაბათი, 28 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გააზიარეთ აღნიშნული ინფორმაცია, ამით ბევრ თქვენს ახლობელს დაიცავთ! – ექიმის მიმართვა მოსახლეობას

ალია ავტორი - ალია
18:04 11-22-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
27

დექსამეტანზონის გამოყენება არაკვალიფიციურად მხოლოდ ზიანს მოგიტანთ და დარჩებით დათრგუნული იმუნური სისტემით ე. წ.უხილავ მტერთან, – ამის შესახებ ექიმი ანა ქავთარაძე სოციალურ ქსელში წერს.

ამასთან, ის დეტალურად ხსნის თუ რა რისკებთან არის დაკავშირებული დექსამეტაზონისთვითნებურად მიღება.

„რამოდენიმე ფარმაცევტმა მომაწოდა ინფორმაცია, რომ მსხვილ, ქსელურ აფთიაქებში ისეთი სისწრაფით ყიდულობენ პრეპარატ დექასმეტაზონს, რომ დღეს უკვე დეფიციტია!

ამიტომ გადავწყვიტე, შედარებით მარტივ ენაზე აგიხსნათ, რითვის და როდის გამოიყენება ეს მედიკამენტი.

მისი მოქმედების მექანიზმის გასააზრებლად, პირველ რიგში უნდა გავიგოთ, რა არის იმუნური სისტემა, რომელიც თანასწორუფლებიანია სხვა სისტემებთან.

მისი ფუნქციაა უპასუხოს ნებისმიერ უცხოს- ცილას, ბაქტერიას, ვირუსს, სოკოს და ა.შ., ნებისმიერ პათოგენს, რომელიც ჩვენს ორგანიზმში შემდგომში გამოიწვევს ისეთ პროცესს, რომელიც გვავნებს-იქნება ეს რაიმე დაავადება თუ მაგალითად, ალერგიული რეაქცია.

აღნიშნული ფუნქცია აქტიურდება იმისათვის, რომ მან უზრუნველყოს მასპინძელი ორგანიზმის შინაგანი წონასწორობა- ე.წ. ჰომეოსტაზი.

სისტემა რთული კომპლექსია, მასში შედის სხვადასხვა ორგანოები, ცილები და უჯრედები. თავად იმუნიტეტი კი არის სისტემის შედეგი, რომელიც წარმოადგენს ჩვენს „შეიარაღებას“  თავდაცვისათვის.

არც კოვიდ ვირუსია გამონაკლისი და მას, ჩვენი ორგანიზმი რა თქმა უნდა უცხოდ აღიქვამს- იმუნური სისტემა იწყებს არსენალის მობილიზებას და საბოლოოდ, ხელჩართულ ბრძოლაში შედის მასთან, რაც სხვადასხვა სახის ნივთიერებების გამომუშავებაში გამოიხატება.

ძალზედ მნიშვნელოვანია ეს პროცესი საბოლოო გამარჯვების მისაღწევად, თუმცა, ზოგიერთ, გამონაკლის შემთხვევაში, ჩვენი იმუნური სისტემა ისე „გაავდება“ ხოლმე, საკუთარსაც მიჰყოფს ხელს, რაც შემდგომში მძიმე მიმდინარეობას განაპირობებს.

სწორედ და მხოლოდ ამ ეტაპზე ხდება საჭირო, მისი „დაშოშმინება“.

ეს ეტაპი კი ამოცნობილ უნდა იქნას მაღალკვალიფიციური ექიმის მიერ. (მედიკამენტის ეფეტურობაც კოვიდინფექციის შემთხვევაში, სწორედ მხოლოდ ასეთ ადამიანებშია გამოცდილი და დადასტურებული).

იმ დროს, როდესაც თქვენ, მიდიხართ აფთიაქში და კოვიდ -ინფექციის დიაგნოსტირების შემდეგ თვითნებურად იწყებთ დექსამეტაზონის(ან სხვა ჰორმონის) მიღებას, პირველივე დღიდან, თქვენივე ხელით თრგუნავთ საკუთარ იმუნურ სისტემას, რომელმაც უნდა ამოიცნოს და დაამარცხოს თქვენს ორგანიზმში, მტრად შემოჭრილი ვირუსი. ფაქტიურად კონფისკაციას უკეთებთ იარაღს, რომლითაც ის იბრძვის და საბოლოოდ საკუთარ თავს ვნებთ!

დექსამეტანზონი იმ პრეპარატების ჯგუფს განეკუთვნება , რომელიც ჩვენი იმუნური სისტემის „დაშოშმინებით“ არის დაკავებული.

შესაბამისად, მისი გამოყენება ასე, არაკვალიფიციურად მხოლოდ ზიანს მოგიტანთ და დარჩებით დათრგუნული იმუნური სისტემით, ე. წ. უხილავ მტერთან!

დაუტოვეთ პრეპარატი მათ, ვისაც ის ნამდვილად ესაჭიროება და ზოგჯერ, სასიცოცხლო მნიშვნელობისაც არის!

აღნიშნული ინფორმაცია, შეგიძლიათ გაავრცელოთ დაუზარელად, ამით, ბევრ თქვენს ახლობელს დაიცავთ, ზემოაღნიშნული პრეპარატის არასასურველი შედეგისგან!

გამოიყენეთ ნიღაბი, წესის დაცვით

დაიცავით დისტანცია

ასევე, ნუ გამოიყენებთ ანტიბიოტიკს არარაციონალურად.

ხშირად დაიბანეთ/დაიმუშავეთ ხელები

გისურვებთ ჯანმრთელობას”- წერს ანი ქავთარაძე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026

ბიზნესი

“ჩემი ოპერაციების 98% მთავრდება “ნაწლავის გამოტანის” გარეშე” – კოლორექტალური კიბოს მკურნალობის თანამედროვე მეთოდები საქართველოში
ახალი ამბები

“ჩემი ოპერაციების 98% მთავრდება “ნაწლავის გამოტანის” გარეშე” – კოლორექტალური კიბოს მკურნალობის თანამედროვე მეთოდები საქართველოში

14:37 05-27-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს

13:51 05-27-2026
„როგორ და რატომ უნდა დავიწყოთ აგრობიზნესი“ – თიბისი ბიზნესის ხუთშაბათის შეხვედრები გრძელდება
ახალი ამბები

„როგორ და რატომ უნდა დავიწყოთ აგრობიზნესი“ – თიბისი ბიზნესის ხუთშაბათის შეხვედრები გრძელდება

13:20 05-27-2026
MyCellfie-მ საუკეთესო მობილური აპლიკაციის ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

MyCellfie-მ საუკეთესო მობილური აპლიკაციის ჯილდო მიიღო

11:30 05-27-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved