• რეკლამა
  • კონტაქტი
20:28, შაბათი, 29 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ივანიშვილის ჯანმრთელობას უფრო წინ აყენებენ, ვიდრე სხვა მოქალაქეებისას — ბოკერია

ალია ავტორი - ალია
18:47 11-21-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
35

ევროპული საქართველოს ლიდერის, გიგა ბოკერიას შესაფებისთ ბიძინა ივანიშვილის საარჩევნო ყუთისთვის დეზინფექციის ჩატარება მოსახლეობის მიმართ არის “სამარცხვინო და შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება”.

ბოკერიამ აღნიშნა, რომ იმ სისტემისთვის, რომელიც ივანიშვილმა შექმნა, ჩვეულებრივი მოქალაქეების, ადამიანების სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და ინტერესებს ფასი არ აქვს.

“ეს არის გამოვლინება ყველაზე უფრო სამარცხვინო, შეურაცხმყოფელი ჩვენი საზოგადოებისათვის, უპატივცემულო ყველა მოქალაქის მიმართ, ამ დამოკიდებულების, რომ ჩვენ გვყავს ადამიანი, რომელიც კანონზე მაღლა დგას და რომლის ჯანმრთელობასაც აყენებენ უფრო წინ, ვიდრე სხვა ყველა მოქალაქის ჯანმრთელობას, უფლებებსა და ინტერესს”, — განაცხადა ბოკერიამ.

უბანზე, სადაც ქართული ოცნების ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა ხმა მისცა, მის მისვლამდე ორი კაბინა მისივე დაცვის წევრმა სადეზინფექციო ხსნარით გაწმინდა. როგორც საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ანალიტიკოსი, თამარ ხუხია On.ge-სთან განმარტავს, ეს ცალსახად დარღვევა იყო. თუმცა საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარე ამტკიცებდა, რომ კანონი არ დარღვეულა. მისი თქმით, მსგავსი აკრძალვა კოდექსში არ წერია.

კანონმდებლობის მიხედვით, არჩევნების დღეს უბანზე არაუფლებამოსილი პირის შესვლა არ შეიძლება. კერძოდ, საარჩევნო კოდექსის მე-8 მუხლის მე-16 პუნქტი აზუსტებს, ვის აქვს საარჩევნო უბანზე ყოფნის უფლება და მათ შორის, პირადი დაცვა არ არის.

On.ge-სთან საუბრისას საიას ანალიტიკოსი თამარ ხუხია აცხადებს, რომ კაბინაში დაცვის შეშვება დარღვევაა და განმარტავს, რომ ამისთვის არსებობს უფლებამოსილი პირი, რომელიც კაბინებს სველი წესით ალაგებს. კერძოდ, მისი თქმით, COVID-19-ის რეგულაციებიდან გამომდინარე უბანზე ყოფნის უფლება დამლაგებელსაც მიეცა, რომელიც სველი წესით ამუშავებს ზედაპირებს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!

09:00 08-28-2026
სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved