პრაღაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში მეორე საშეჯიბრო დღე საქართველოს ნაკრებისთვის წარმატებული გამოდგა. 20 წლის ტატო გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონი გახდა. ტატო გრიგალაშვილმა 81 კგ წონით კატეგორიაში იასპარეზა , რომელმაც ფინალში 40 წამში ბულგარელი ივაილო ივანოვი დაამარცხა და ევროპის ჩემპიონი გახდა.
„რა თქმა უნდა, ყველა შეჯიბრზე ჩემპიონობისთვის მივდივარ და აქაც საჩემპიონოდ ვიყავი განწყობილი. შევძელი და გავიმარჯვე კიდეც“, – ამბობს ტატო გრიგალაშვილი.
კომენტარები