21 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების მეორე ტურთან ერთად ქუთაისის მერის არჩევნების მეორე ტური ტარდება.
ქუთაისის მოსახლეობამ ქალაქის მერობის კანდიდატებიდან არჩევანი იოსებ ხახალეიშვილსა („ქართული ოცნება“) და გრიგოლ შუშანიას („ნაციონალური მოძრაობა“) შორის უნდა გააკეთოს. თუმცა „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა მეორე ტურს ბოიკოტი გამოუცხადა.
პირველ ტურში იოსებ ხახალეიშვილმა ხმების 46,2%, გრიგოლ შუშანიამ კი 30,97% აიღო.
კომენტარები