• რეკლამა
  • კონტაქტი
00:41, ხუთშაბათი, 18 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მე კოვიდი დავამარცხე – ხვალიდან ჩემ საყვარელ ადამიანებს ჩავეხუტები… გავთბები…”

ალია ავტორი - ალია
18:22 11-19-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
83

სოციალური ქსელის მომხმარებელი, ია ბებიაშვილი, წერს:

“ვირუსის ამბავი რომ გამაგებინეს, იმდენად მოულოდნელი იყო, რომ უცებ, ერთ წამში მთელმა ცხოვრებამ თვალწინ გამირბინა, შემდეგ რამოდენიმე წამი ჩუმად ვიდექი და მერე უკვე დავიწყე ფიქრი და იმ რეალობის მიღება, რის წინაშეც ვიყავი, გონებამ პირველი რაზეც ფიქრი დაიწყო იყო ის ადამიანები, ვინც ვნახე იზოლაციამდე, ეს იყო ყველაზე მტკივნეული ფიქრი მთელი ამ პროცესის განმავლობაში, როცა იცი, რომ შენს საყვარელ ადამიანებს გაუცნობიერებლად შეგიძლია ავნო და მათ სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნა.

ძალიან მინდა, ყველას მივაწვდინო ჩემი ხმა, მეგობრებო, სამწუხაროდ ეს ვირუსი ნებისმიერ ჩვენგანს შეიძლება დაემართოს, ისე რომ შეიძლება ვერც გავიგოთ, მაგრამ ვიყოთ მისი მატარებელი და გადავდოთ სხვებს, ამიტომ უნდა ვიყოთ ძალიან ყურადღებით, პირველ რიგში იმიტომ რომ ჩვენს საყვარელ ადამიანებს არ შევუქმნათ საფრთხე და გავუფრთხილდეთ მათ, ამიტომ არ შეგეშინდეთ, უბრალოდ დაიცავით იზოლაციის და ჰიგიენის წესები.

არ არის ახლა შიშის დრო, დარწმუნებული ვარ, მობილიზაციით და მაღალი პასუხიმგებლობის გრძნობით თუ მოვეკიდებით უმტკივნეულოდ გადავიტანთ ამ ყველაფერს.

მე კოვიდი დავამარცხე… ხვალ დილით გავდივარ სახლიდან და უბრუნდები ჩვეული ცხოვრების რიტმს, ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს სიარულს ვსწავლობ და გარეთ გასვლა მახარებს.

პირველი რაც იქნება ალბათ თავისუფლად ჩავეხუტები ჩემს საყვარელ ადამიანებს… ჩავეხუტები….გავთბები… ჩახუტება – ეს უდიდესი სითბოთი და სიყვარულით, მუდმივი ენერგიით მავსებს და სასიამოვნოდ მტვირთავს…მიყვარხართ!”

თეგები: კორონავირუსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს

14:50 06-17-2026
იფრთხილე – ენერგო–პრო–ჯორჯია
ახალი ამბები

“იფრთხილე” – რა სამუშაოების უსაფრთხოდ დაგეგმვაში გეხმარება “ენერგო–პრო–ჯორჯია”? – ვიდეო

14:38 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved