• რეკლამა
  • კონტაქტი
06:53, კვირა, 30 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“უნამუსოა, დადიოდა რესტორან-რესტორან “ოცნებასთან” ერთად”

ალია ავტორი - ალია
16:16 11-18-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
36

ადამიანი, რომელიც დაწერს, რომ არჩევნები ჩატარდა კონკურენტულ  გარემოში, არის უნამუსო, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის განცხადების შეფასებისას განაცხადა.

„კონკრეტულად არ გავცნობივარ ამ განცხადებას. გავეცნობი, მაგრამ მაინტერესებს, რომელი პირი საუბრობს, რამდენიმე მათგანი შემჩნეული იყო და ეს ყველამ იცის, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური თანამდებობის პირებთან არჩევნების წინა დღით დაბადების დღეზე ყოფნაში და შემდეგ საკუთარ ფეისუბუქგვერდზე ეს ფოტოები ატვირთეს.

საერთაშორისო საზოგადოებაც არის ამ ყველაფრის საქმის კურსშიც. არ ვიცი, ვინ აწერს ამ განცხადებას ხელს. ჩემთვის და ყველასთვის რეალობა არის ცხადზე უცხადესი. ამ განცხადებაში არის მიკერძოება. თუ უბრალოდ საუბრობს, რომ არჩევნები ჩატარდა კონკურენტულ გარემოში, ეს არის მარტივი ტყუილი. მიკერძოებული ადამიანი, ალბათ ის ადამიანია, ვინც დადიოდა რესტორან-რესტორან „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებთან ერთად.

ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ არჩევნები გაყალბდა. მთელი ოპოზიციური სპექტრი, არც ერთი პარტია არ არის განსხვავებულ აზრზე, არც ერთი საზოგადოებრივი ჯგუფი და არც ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია. სულ უფრო და უფრო მეტი მხარდაჭერა არის საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან. ადამიანი, ვინც დაწერს, რომ არჩევნები ჩატარდა კონკურენტულ გარემოში, პირველ რიგში, არის უნამუსო, პირდაპირ გეტყვით. ძალიან კარგი სიტყვა გვაქვს ქართულ ლექსიკონში – უნამუსო, იმიტომ, რომ ეს არ არის რეალობა. არ ვიცი, ვინ რა დაწერა, მაგრამ თუ კი დაწერა ეს, ეს მარტივად არის უნამუსობა“, – აღნიშნა ნიკა მელიამ.

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ საქართველოში პოლიტიკური მოთამაშეები ჩიხიდან უნდა გამოვიდნენ და მონაწილეობა მიიღონ ახალი პარლამენტის მუშაობაში.

ამასთან, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო დელეგაციის ხელმძღვანელის, ფინელი პარლამენტარის, პია კაუმას განცხადებით,  საქართველოში 31 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნები იყო კონკურენტული და ზოგადი ფუნდამენტური თავისუფლებები იყო დაცული.

თეგები: 2020 არჩევნებინიკა მელია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

13:51 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved