• რეკლამა
  • კონტაქტი
10:34, კვირა, 5 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა ელის საქართველოს, თუ დეფოლტი გამოცხადდება, როგორც ამას ექსპერტები და ბიზნესმენები ვარაუდობენ?

ალია ავტორი - ალია
19:50 11-17-2020
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
221

ქართული ეკონომიკა ძალიან მძიმე დღეშია. ეკონომიკის ექსპერტები სანუგეშოს  და იმედის მომცემს არაფერს გვეუბნებიან. როდის გამოვა ეკონომიკური კრიზისიდან ქვეყანა, ამას ვერც კი ვარაუდობენ. ხელისუფლება მაინც იმედიანადაა და ეკონომიკაში არსებულ პრობლემებზე პასუხიმგებლობის აღება არ სურს – ყველა პრობლემას  ობიექტურ ფაქტორებს აბრალებს. არადა, უკვე ბევრი ექსპერტი, პოლიტიკოსი აცხადებს, რომ საქართველო, შესაძლოა, მალე დეფოლტის  წინაშე აღმოჩნდეს. რას ნიშნავს დეფოლტი და რა საფრთხეები ელის ჩვენს ქვეყანას, თუკი დეფოლტი დაგვიდგება? ამის შესახებ „ალიას“ ეკონომიკის ექსპერტი, ემზარ ჯგერენაია ესაუბრება.

– ბატონო ემზარ, რა მოხდება, თუ საქართველოს მთავრობამ დეფოლტი გამოაცხადა?

– დეფოლტის შემთხვევაში, საგარეო ვალებს ვეღარ მოვემსახურებით. დეფოლტი ნიშნავს აღებული ფინანსური ვალდებულებების არ შესრულებას, მათზე უარის თქმას.

– ამას როგორ შეხვდებიან ის უცხოური ფინანსური ინსტიტუტები და ქვეყნები, რომელთა ვალებიც აქვს საქართველოს?

– არ გაუხარდებათ, ცხადია, მაგრამ ასეთი ვითარებისგან თავის დაღწევის საშუალება და პრაქტიკა არსებობს. ჩვენი მთავრობის წევრები შეხვდებიან „პარიზის კლუბის“ წევრ ქვეყნებს, მოხდება ჩვენი ვალების რესტრუქტურიზაცია, გადავადება. გარკვეული პერიოდის მანძილზე, შესაძლოა, რამდენიმე წელიც კი, საქართველო აღარ გადაიხდის საგარეო ვალებს და გადაიხდის შემდეგში. როდის, როგორ და სხვა დეტალებზე, უკვე მოლაპარაკების პროცესში შეთანხმდებიან.

– სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი, ევროპის ბანკი, სხვა და სხვა სახელმწიფოები, ვისი ვალებიც გვაქვს, ასეთ შემთხვევაში, რაიმე წინაპირობებს ხომ არ წამოგვიყენებენ, ვალების რესტრუქტურიზაციის სანაცვლოდ? ისეთს, რომელმაც ჩვენი ქვეყანა შეიძლება, აზარალოს? კაბალურ პირობებს ვგულისხმობ.

– გააჩნია, ჩვენი ხელისუფლება როგორ მოიქცევა. არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება.  ერთმნიშვნელოვნად ძალიან ცუდი, რაც დეფოლტის შემთხვევაში მოხდება, ეს უცხოელი ინვესტორების გულაცრუება იქნება საქართველოზე, მათ არ მოეწონებათ დეფოლტი და ცხადია, კაპიტალს არ დააბანდებენ საქართველოში. ვისაც უკვე დაბანდებული აქვს,  შესაძლოა, იმ ბიზნესების  ნაწილიც  გაიტანონ საქართველოდან. ინვესტორების ნდობის დაბრუნებას კი წლები დასჭირდება.

– ეს თავისთავად გამოიწვევს უმუშევრობას და საბიუჯეტო შემოსავლების კლებას.

– ასეა, მაგრამ დეფოლტის შემთხვევაშიც, არ ველოდები უცხოური კაპიტალის ქვეყნიდან მასობრივ გადინებას. მხოლოდ ერთეული შემთხვევები იქნება.

– თუ მთავრობამ ქვეყანა დეფოლტამდე მიიყვანა, ავტომატურად არ უნდა  გადადგეს? ეს საკითხი როგორ დგას საერთაშორისო პრაქტიკაში?

– ეს უკვე საშინაო პოლიტიკური  საკითხია, ქვეყნის შიგნით უნდა გადაწყდეს… საერთაშორისო პრაქტიკა ამ შემთხვევაში, არაერთგვაროვანია. დეფოლტი არ ნიშნავს იმას, რომ მთავრობა აუცილებლად უნდა გადადგეს. თუმცა, უმეტესწილად, მთავრობები, რომელთაც დეფოლტამდე მიიყვანეს ქვეყანა, მიდიან. ცხადია,დემოკრატიულ ქვეყნებში.

– დეფოლტი და ქვეყნის გაკოტრება თითქმის ერთია. ამ ორ სიტყვას სინონიმებად ხმარობენ ეკონომიკის ექსპერტები, ბიზნესმენები, პოლიტიკოსები. თუ გაკოტრდა ქვეყანა, შეძლებს სახელმწიფო პენსიების, სოციალური დახმარებების,  სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებული ხალხისთვის ხელფასების დარიგებას?

– არა, ამის საფრთხე არ იქნება. რაც საგარეო ვალების გადასახდელად იყო განსაზღვრული, იმ თანხებს საბიუჯეტო დავალიანებების შესასრულებლად გამოიყენებენ.

– ახალი ვალების აღება როდის შეეძლება სახელმწიფოს?

– ეს დიდხანს არ გაგრძელდება, როგორც კი მოხდება ძველი ვალების რესტრუქტურიზაცია, მაშინვე მოგვცემენ ახალ კრედიტებს.

– შესაძლოა, ვალები ჩამოგვაჭრან?

– შესაძლოა, რაღაც ნაწილი ჩამოგვაჭრან, მაგრამ ეს საერთო საგარეო ვალთან შედარებით, ზღვაში წვეთი იქნება. ათეულობით მილიარდ დოლარს არავინ გვაჩუქებს.

– დეფოლტიდან გამოსვლა როგორ ხდება? როგორ და როდის ეხსნება სახელწიფოს დეფოლტირებულის სტატუსი? რა პროცედურებია გასავლელი?

– ვალების  რესტრუქტურიზაციას როდესაც მოახდენ კრედიტორებთან  და დაიწყებ ახალი გრაფიკით ამ ვალების გადახდას, ეს უკვე ნიშნავს, რომ გამოხვედი დეფოლტიდან, გადახდისუნარიანი გახდი და დაიბრუნე, მეტ–ნაკლებად სანდო სახელმწიფოს სახელი. მთავარი ეს არის, სახელისა და ნდობის დაბრუნება. ამას კი მსოფლიო ბანკი და „პარიზის კლუბი“ წყვეტენ. მთავარი მაინც „პარიზის კლუბია“.

– დეფოლტის შემთხვევაში, ლარის კურსს რა ბედი მოელის?

– დეფოლტის შემთხვევაში, ეროვნული ვალუტა ყველგან უფასურდება, ინფლაციის და ჰიპერინფლაციის შემთხვევები ყოფილა.  ეს თანმდევი მოვლენაა. თუმცა, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ საქართველოს ამ ეტაპზე  დეფოლტი  არ ემუქრება. მე გავეცანი იმ ხალხის პროგნოზებს, ვინც დეფოლტს წინასწარმეტყველებენ, ზოგიერთი უახლოეს მომავალშიც კი, მაგრამ ასე არ არის. ვიმეორებ, დეფოლტი, ჯერჯერობით, არ გვემუქრება. მომავალში რა იქნება, ამას ვერავინ იწინასწარმეტყველებს.

– რა კონკრეტული ფაქტების საფუძველზე ამბობთ ამას?

– მარტო საქართველო არ არის მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში, მთელი მსოფლიო ასეა პანდემიის გამო. მიუხედავად იმისა, რომ ბიზნესის არაერთი სფერო გაჩერებული იყო,  ზოგიერთი დღესაც გაჩერებულია, ლოკდაუნი იყო და იკლო  საბიუჯეტო შემოსავლებმა, ბიუჯეტში მაინც არის იმდენი შემოსავლები, რომ  2021 წელს საგარეო ვალებს მოვემსახუროთ და ეს ჩადებული იქნება  2021 წლის ბიუჯეტში. ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული. ბუნებრივია,  მძიმე ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, რთული მდგომარეობაა და არა კატასტროფული. მერე მეორე მომენტიც არის. დეფოლტი ძალიან ცუდია ყველა ქვეყნისთვის, ჩვენთვისაც, ცხადია,  მაგრამ ეს  არ ნიშნავს ქვეყნის დასასრულს. ამის შემდეგ  ცხოვრება არ მთავრდება. არა ერთ ქვეყანას გამოუცხადებია დეფოლტი, შემდეგ მომხდარა მათი ვალების რესტრუქტურიზაცია, ყოფილა ეკონომიკური ვარდნა, მაგრამ ეს ქვეყნები აგრძელებენ ცხოვრებას, იხდიან რესტრუქტურიზებულ საგარეო ვალებს  და ცდილობენ, გამოასწორონ მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა. ვის როგორ გამოსდის, ეს კონკრეტულ ქვეყანასა და მისი მთავრობის ეფექტურ მუშაობაზეა დამოკიდებული. არგენტინის ხელისუფლებამ ორჯერ  გამოაცხადა დეფოლტი,  2001 და 2014 წლებში, იყო ძალიან ცუდი და მძიმე პროცესები,  მაგრამ არგენტინის სახელწიფო ინსტიტუტები არ ჩამოშლილა. ქვეყანა განაგრძობს ფუნქციონირებას.

– ჩვენ მდგომარეობაში მყოფმა სახელმწიფომ რა უნდა გააკეთოს, რომ დეფოლტი აიცილოს თავიდან? ზოგადად, ეს უმძიმესი ეკონომიკური მდგომარეობა შემსუბუქდეს?

– პანდემიის გამო, მძიმე დღეშია ჩვენი სახელმწიფო. მიუხედავად ამისა, უნდა გამოიძებნოს ფინანსური რესურსი, რომ მოვემსახუროთ საგარეო ვალებს. ეს რესურსი გვაქვს, უკვე მოგახსენეთ. გარდა ამისა, სახელწიფო უნდა დაეხმაროს კერძო კომპანიებს, ხალხს.  უნდა ეცადოს, ბიზნესსაც და ხალხსაც, მაქსიმალურად შეუმსუბუქოს ეს მძიმე მდგომარეობა. მთავარია, პანიკაში არ ჩავვარდეთ. უმძიმეს მდგომარეობაშია თურქეთი, რუსეთი, ორივე მეზობელ ქვეყანაში, ეროვნული ვალუტა გაუფასურდა, თურქეთში განსაკუთრებით, ეპიდსიტუაცია იქ კატასტროფულია. არც ჩვენთან არის კარგი მდგომარეობა, მაგრამ იქ საშინელებები ხდება.

– დეფოლტს ხომ არ მოჰყვება ბანკების გაკოტრება და მეანაბრეების ფული გაქრობა, როგორც რუსეთში მოხდა ეს 1998 წელს?

– ჯერჯერობით, საამისო სურათი არ ჩანს. ჩვენთან ბანკებს საკმაოდ დიდი რეზერვი აქვთ.  დღეს ასეა და ხვალ რა იქნება, ვერ გეტყვით.  დავუშვათ, გაკოტრდნენ ბანკები. დროებითი მმართველები შევლენ ბანკებში, მეანაბრეების ფულს ეტაპობრივად გადაიხდიან. ანაბრების დიდი ნაწილი გადაზღვეული აქვთ ბანკებს. იქნება სასამართლო დავებიც, ანაბრების დასაბრუნებლად. თუმცა, ასეთ აპოკალიპტურ სიტუაცია არ ველი.  მთავარია, ლონდონის ბირჟაზე იყოს მშვიდობა და ჩვენს ბანკებს არ მოელით გაკოტრების საფრთხე.

ლევან ჯავახიშვილი, ალია

თეგები: ეკონომიკაემზარ ჯგერენაია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

თიბისის წარმომადგენლებმა, „ფინედუს“ ინიციატივის ფარგლებში, 270-ზე მეტ მოსწავლეს ფინანსური განათლების შესახებ შეხვედრები ჩაუტარეს
ახალი ამბები

თიბისის წარმომადგენლებმა, „ფინედუს“ ინიციატივის ფარგლებში, 270-ზე მეტ მოსწავლეს ფინანსური განათლების შესახებ შეხვედრები ჩაუტარეს

18:17 07-03-2026
Big Tech. Global Legends. One Future – თიბისის მხარდაჭერით თბილისში Change Inspire 2026 გაიმართა
ახალი ამბები

Big Tech. Global Legends. One Future – თიბისის მხარდაჭერით თბილისში Change Inspire 2026 გაიმართა

15:31 07-03-2026
საგანძურის მარათონი დაიწყო – შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

საგანძურის მარათონი დაიწყო – შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში

19:39 07-01-2026
თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს
ახალი ამბები

თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს

15:39 07-01-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved