• რეკლამა
  • კონტაქტი
14:40, შაბათი, 5 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მოძ­ვე­ლე­ბუ­ლი შე­ი­ა­რა­ღე­ბა დრო­ნე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ არა­ე­ფექ­ტუ­რი აღ­მოჩ­ნდა”

ალია ავტორი - ალია
19:08 11-17-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
25

10 ნო­ემ­ბერს, თით­ქმის ორ­თვი­ა­ნი საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბე­ბის შემ­დეგ, სომ­ხეთ­სა და აზერ­ბა­ი­ჯანს შო­რის სამ­შვი­დო­ბო ზავი და­ი­დო. სამ­შვი­დო­ბო შე­თან­ხმე­ბის თა­ნახ­მად, აზერ­ბა­ი­ჯანს და­უბ­რუნ­დე­ბა ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის დიდი ნა­წი­ლი და ის­ტო­რი­უ­ლად და სტრა­ტე­გი­უ­ლად უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი წერ­ტი­ლე­ბი, მათ შო­რის ქა­ლა­ქი შუშა.

რა შე­იძ­ლე­ბა შეც­ვა­ლოს ბო­ლოდ­რო­ინ­დელ­მა მოვ­ლე­ნებ­მა რე­გი­ო­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბა­ში? ანა­ლი­ტი­კუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცია Geo Case-ის მკვლევ­რის, გი­ორ­გი ან­თა­ძის თქმით, მომ­ხდა­რი მთე­ლი რე­გი­ო­ნის­თვი­საა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი. გიორგი ამ თემაზე ambebi.ge-თან საუბრობს:

“რო­გორც ჩანს, სომ­ხურ­მა მხა­რემ მა­ნამ­დე შე­ი­ა­რა­ღე­ბა­ზე იმი­ტომ არ იზ­რუ­ნა, რომ შე­სა­ბა­მის ანა­ლიზს ვერ ახორ­ცი­ე­ლებ­და. ფაქ­ტია, ჩვენ ყვე­ლამ ვნა­ხეთ, რომ მთა­ვა­რი კონ­ფლიქ­ტის შემ­დგომ გა­სუ­ლი 30 წელი აზერ­ბა­ი­ჯა­ნი სომ­ხეთ­თან შე­და­რე­ბით გა­ცი­ლე­ბით ემ­ზა­დე­ბო­და პო­ტენ­ცი­უ­რი კონ­ფლიქ­ტის­თვის. გა­სა­გე­ბია, რომ ამა­ზე გავ­ლე­ნა იქო­ნია ქვეყ­ნის რე­სურ­სებ­მა, – აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი თავ­დაც­ვის ბი­უ­ჯე­ტი რამ­დენ­ჯერ­მე აღე­მა­ტე­ბა სომ­ხე­თის თავ­დაც­ვის ბი­უ­ჯეტს, – ასე­ვე, სა­ხელ­მწი­ფო­ში არ­სე­ბულ­მა ბევ­რმა მო­მენ­ტმა, მათ შო­რის კო­რუფ­ცი­ამ, ქვეყ­ნის მდგო­მა­რე­ო­ბამ, დე­მოკ­რა­ტი­ულ­მა კონ­ტროლ­მა შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებ­ზე, ანუ ყვე­ლა იმ ას­პექ­ტმა, რაც ქვეყ­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის ბრძო­ლი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბა­ზე ახ­დენს გავ­ლე­ნას. რო­გორც ჩანს, ამ მხრივ სომ­ხე­თი სე­რი­ო­ზუ­ლად მო­ი­კოჭ­ლებ­და და ეს შე­სა­ბა­მი­სად, უკვე ამ ომის პი­რო­ბებ­ში შე­დე­გებ­შიც აი­სა­ხა.

სა­ერ­თოდ, ბო­ლოდ­რო­ინ­დე­ლი მოვ­ლე­ნე­ბი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი არა­მარ­ტო ჩვენ­თვის, არა­მედ რე­გი­ო­ნის სხვა მო­თა­მა­შე­ე­ბის­თვი­სა­ცაა. მა­გა­ლი­თად, გა­მოჩ­ნდა, რომ მოძ­ვე­ლე­ბუ­ლი შე­ი­ა­რა­ღე­ბა, მათ შო­რის ჰა­ერ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სის­ტე­მე­ბი და რა­დი­ო­ლო­კა­ცი­უ­რი ბრძო­ლის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის ძვე­ლი სის­ტე­მე­ბი თა­ნა­მედ­რო­ვე დრო­ნე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ საკ­მა­ოდ არა­ე­ფექ­ტუ­რი აღ­მოჩ­ნდა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მო­სა­ლო­ნდე­ლია, რომ არა­მარ­ტო სა­ქარ­თვე­ლო, არა­მედ რუ­სე­თი, თურ­ქე­თი და სომ­ხე­თიც აღ­ნიშ­ნუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით შე­სა­ბა­მის დას­კვნებს გა­ა­კე­თე­ბენ. პირ­ველ რიგ­ში, სომ­ხეთს სე­რი­ო­ზუ­ლად მო­უ­წევს არა მარ­ტო თა­ვი­სი, თუნ­დაც, სამ­ხედ­რო შე­ი­ა­რა­ღე­ბის პარ­კის გა­ნახ­ლე­ბა, არა­მედ და­ფიქ­რე­ბა იმა­ზე, თუ რო­გორ და­უ­პი­რის­პირ­დეს ასეთ თა­ნა­მედ­რო­ვე სის­ტე­მებ­სა და გა­მოწ­ვე­ვებს. შე­სა­ბა­მი­სად, მო­სა­ლოდ­ნე­ლია, რომ სე­რი­ო­ზუ­ლი სა­უ­ბა­რი წავა შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი­სა და მისი ტექ­ნი­კუ­რი აღ­ჭურ­ვის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გა­ნახ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით.”

გი­ორ­გი ან­თა­ძე
თეგები: ყარაბაღი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved