• რეკლამა
  • კონტაქტი
23:27, შაბათი, 29 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“20 000 გარდაცვლილი არ გვეყოლება, ეს რიცხვი არ მიგვიღია…” – რამდენი გარდაცვლილი “დაითვალა” მინისტრმა?

ალია ავტორი - ალია
19:45 11-16-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
30

20 ათასს გარდაცვლილს ჩვენ არ მივიღებთ,- ასე ეხმაურება ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, ალერგოლოგ-იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვს  ჟურნალისტებთან საუბრისას.

„ჩემი დიდი პატივისცემის მიუხედავად, 20 ათასს გარდაცვლილს ჩვენ არ მივიღებთ. ეს რიცხვი ჩვენ არც ერთ დათვლაში არ მიგვიღია. თქვენ იცით, რომ მთავრობა თანამშრომლობს ყველა პროფესიონალთან და ექსპერტთან. დღეს ჩანიშნულია დამატებითი შეხვედრები ექსპერტებთან. შესაბამისად, ჩვენ მათთან ერთად გადავწყვეტთ იმ შემდეგ ღონისძიებებს, რომელიც იქნება საჭირო,“- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ცნობისთვის, ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულმბეგოვმა,  გუშინ სოციალურ ქსელში დაწერა: „საქართველო უდაოდ პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც ჯოგური იმუნიტეტის მიღწევის შემდეგ „დაასრულებს” პანდემიას. შედეგად, 15 დან 20 ათასამდე გარდაცვლილ ჩვენს თანამოქალაქეს მივიღებთ!“.

“ეს რიცხვი ჩვენ არც ერთ დათვლაში არ მიგვიღია.” – ამბობს მინისტრი, თუმცა, იქვე არ აკონკრეტებს, რა რიცხვი მიიღო, აბა, რამდენ მსხვერპლს ელოდება. ბიძინა კულუმბეგოვმა თქვა, რომ 20 000-მდე გარდაცვლილს მივიღებთ, თუმცა, იგივე წერილში დასვა ბევრად უფრო მნიშვნელოვანი კითხვა:

-“რას ველოდებით? გაგვეცით ამაზე პასუხი”- მინისტრმა მის კითხვას საჯაროდ არც ამჯერად უპასუხა!

და მაინც რას ველოდებით? ვის ველოდებით, მინისტრო?

გვითხარით, რა რიცხვი მიიღეთ, რომ გადაითვალეთ, რამდენს ელოდებით მსხვერპლს მუშაობის ამ პრინციპით, არ ვართ ღირსნი, ვიცოდეთ, რა გველოდება? რა გველოდება, იმის მერე, რაც ზაფხულში საწოლფონდის გაზრდის ნაცვლად, ცხელების ცენტრები და პოლიკლინიკები გააუქმეთ! რა გველოდება, იმის მერე, რაც ექიმების გადამზადება დააგვიანეთ, საველე ჰოსპიტალები არ მოაწყვეთ, რა გველოდება, მაშინ, როცა მტკიცედ თქვით, რომ არჩევნებს ჩაატარებდით რეგულაციების სრული დაცვით და ეს არ იმოქმედებდა ეპიდემიურ სიტუაციაზე? გვითხარით, რა გველოდება იმ პირობებში, როცა რაიონებში სკოლები დისტანციურ რეჟიმზე არ გადაგყავთ, როცა ჩვენ დისტანციურად მუშაობას გვირჩევთ და თქვენ სამინისტროში სსიპ-ები არ გადაიყვანეთ დისტანციურ რეჟიმზე?

თქვენგან განსხვავებით, ბიძინა კულუმბეგოვმა ახსნა, რატომ ფიქრობს, რომ ამ შედეგამდე მივალთ, თქვენ კი მხოლოდ უარჰყავით და არც ერთი განმარტება გააკეთეთ!

თეგები: ბიძინა კულუმბეგოვიეკატერინე ტიკარაძეკორონავირუსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

13:51 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved