• რეკლამა
  • კონტაქტი
02:37, ხუთშაბათი, 5 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“სააკაშვილის მხარდაჭერა, ჩემთვის, ძალიან მნიშვნელოვანია”

ალია ავტორი - ალია
13:41 11-12-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
43

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პარტიის თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, რომ იგი დიდი ალბათობით პარლამენტში არ შევა.

მისი თქმით, ის ქუთაისის მოსახლეობას დაპირდა, რომ თუ მაჟორიტარულ ნაწილში ვერ გაიმარჯვებდა, პარლამენტში სიით არ შევიდოდა.

„მე ისედაც და ასედაც დიდი ალბათობით პარლამენტში აღარ შევდივარ. იმიტომ, რომ ჩემს ქუთაისელებს, ჩემს ბიჭებს და გოგონებს პირობა მივეცი, რომ თუ ვერ ვიგებთ მაჟორიტარულ არჩევნებს, მე სიით პარლამენტში არ შევდივარ. პირობა მივეცი“, – განაცხადა ვაშაძემ გადაცემაში „ღამის კურიერი“.

მისივე თქმით, დღეის მდგომარეობით, ოპოზიციამ მეორე ტურში მონაწილეობა არ უნდა მიიღოს.

„დღეის მონაცემებით, ოპოზიციამ მეორე ტურში მონაწილეობა არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიიღოს. ჩვენ რომ ეს პროცესი დაგვეწყო, რომელზეც ამდენი ხანია მიგვითითებდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები და ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეების წარმომადგენლები, ეს შესაძლებელი გახდებოდა“, – განაცხადა ვაშაძემ.

კითხვაზე, 21 ნოემბრამდე შეიძლება თუ არა რამე გაკეთდეს, ვაშაძემ უპასუხა: „ჩემი სასოწარკვეთაც ამ განცხადებაში გამოიხატა“.

„რაღაცა უნდა გაკეთდეს იმიტომ, რომ ჩვენ 2021 წელს თუ შევედით ერთპარტიული, ჩრდილოეთ კორეული პარლამენტით და მარგინალიზებული ოპოზიციით, რომელსაც მოქალაქის დაცვის არავითარი სამართლებრივი ბერკეტი აღარ დარჩება და ყველა ჩვენი დემოკრატიული თანამეგობრობის წინაშე გამოვჩნდებით როგორც ადამიანები, რომლებსაც თვითმმართველობა არ შეუძლია, ეს იქნება სრული კატასტროფა“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ გადაცემაში „ღამის კურიერი“.

ვაშაძე ასევე აცხადებს, რომ მოვლენების განვითარება მალე აჩვენებს, რომ იგი მართალია. 

„თვლა არ დამიწყია, ვიცი, რომ აბსოლუტურად სწორად მოვიქეცი. არავისთან არაფერი არ შემითანხმებია, მაგრამ იმ ადამიანების, მათ შორის მესამე პრეზიდენტის, აზრი და მხარდაჭერა, ღია ან პირადული, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია”, – განაცხადა ვაშაძემ გადაცემაში „ღამის კურიერი“.

კითხვაზე, როგორია გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ პოზიცია, ვაშაძემ უპასუხა: „ზოგმა მოვლენების განვითარების დალოდება ამჯობინა, ზოგმა მხარდაჭერა ღიად გამოხატა, ზოგმა სრულიად სწორად, კონსტიტუციური უფლება გამოიყენა და თავისი აზრი გამოთქვა. თვლას ნუ დავიწყებთ. ღმერთმა დაგვიფაროს, რომ ეს ყველაფერი ისე არ დამთავრდეს, როგორც საქართველოს მოქალაქეს უნდა, მაგრამ მოვლენების ლოგიკა გვაჩვენებს, რომ აბსოლუტურად სწორი ვიყავი”, – განაცხადა ვაშაძემ. 

თეგები: გრიგოლ ვაშაძეენმმიხეილ სააკაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

„ფინანსური განათლების ავტობუსი“- ბაზისბანკის მხარდაჭერით, ეროვნული ბანკის ახალი საგანმანათლებლო პროექტი იწყება
ახალი ამბები

„ფინანსური განათლების ავტობუსი“- ბაზისბანკის მხარდაჭერით, ეროვნული ბანკის ახალი საგანმანათლებლო პროექტი იწყება

20:55 11-04-2026
თიბისის მხარდაჭერით ნიუ-იორკში ‘“თბილისობა” გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ნიუ-იორკში ‘“თბილისობა” გაიმართება

15:54 11-04-2026
სილქნეტმა ISO/IEC 27001:2022 სერტიფიკატი მოიპოვა
ახალი ამბები

სილქნეტმა ISO/IEC 27001:2022 სერტიფიკატი მოიპოვა

13:12 11-04-2026
თიბისი მხარს უჭერს ფერმერი ქალების გაძლიერებას
ახალი ამბები

თიბისი მხარს უჭერს ფერმერი ქალების გაძლიერებას

16:53 11-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved