• რეკლამა
  • კონტაქტი
09:08, ხუთშაბათი, 3 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“კავკასიის ქვეყნებმა ჭკუა ვერ ვისწავლეთ” – ყარაბაღისკენ რუსი სამხედროები მიფრინავენ

ალია ავტორი - ალია
18:51 11-10-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
29

მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღის­კენ უკვე გაფ­რინ­დნენ პირ­ვე­ლი თვითმფრი­ნა­ვე­ბი, რომ­ლი­თაც რე­გი­ონ­ში რუ­სე­თის სამ­შვი­დო­ბო კონ­ტი­გენ­ტი უნდა გან­ლაგ­დეს… “სხვა გა­მო­სა­ვა­ლი არ იყო… შე­თან­ხმე­ბის დე­ტა­ლებ­ზე მოგ­ვი­ა­ნე­ბით ვი­სა­უბ­რებ” – წერს სომ­ხე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ნი­კოლ ფა­ში­ნი­ა­ნი.

“არ­წა­ხის ომში გა­ი­მარ­ჯვეს სომ­ხე­თის გამ­ყიდ­ვე­ლებ­მა”, – ასე ეხ­მა­უ­რე­ბი­ან სომ­ხე­ბი მთი­ან ყა­რა­ბაღ­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებს, რო­მელ­თა ცნო­ბი­თაც, ვი­თა­რე­ბა იმ­დე­ნად და­ძა­ბუ­ლია, რომ შე­საძ­ლოა, საქ­მე სა­მო­ქა­ლა­ქო და­პი­რის­პი­რე­ბამ­დე მი­ვი­დეს… რო­გორც გა­ირ­კვა, რე­გი­ონ­ში სამ­შვი­დო­ბო ძა­ლებს გა­ნა­თავ­სებს რუ­სე­თი, რაც სო­მე­ხი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის სრუ­ლი­ად მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო… შე­თან­ხმე­ბის გახ­მო­ვა­ნე­ბის შემ­დეგ, ერევ­ნის ქუ­ჩებ­ში აქ­ცი­ე­ბი და­ი­წყო.

შე­თან­ხმე­ბა შედ­გა აზერ­ბა­ი­ჯა­ნის პრე­ზი­დენტ ილ­ჰამ ალი­ე­ვის, სომ­ხე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ნი­კოლ ფა­ში­ნი­ა­ნის და რუ­სე­თის პრე­ზი­დენტ ვლა­დი­მირ პუ­ტი­ნის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც, რუ­სე­თი მთი­ან ყა­რა­ბაღ­ში 1969 სამ­ხედ­როს, 90 ჯავ­შან­მან­ქა­ნას და 380 ერ­თე­ულ სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო და სპე­ცტექ­ნი­კას გზავ­ნის.

“შუ­შა­დან გა­მოქ­ცე­უ­ლი ნა­თე­სა­ვე­ბი მო­მად­გნენ გამ­თე­ნი­ას, გა­ყი­ნუ­ლი, მში­ე­რი, შე­ში­ნე­ბუ­ლი… ზურ­გზე მო­კი­დე­ბუ­ლი ბარ­გით. 30 წლის ნაშ­რო­მი-ნაწ­ვა­ლე­ბი და­ტო­ვეს. 3 შვი­ლით წა­სასლვე­ლი არ­სა­ით აქვთ, ჩვენ კი და­ვი­ტო­ვებთ, რამ­დე­ნი­მე დღე, მაგ­რამ მერე? ჯერ შოკი აქვთ, არც არა­ვინ და­კავ­ში­რე­ბი­ათ, სად უნდა წა­იყ­ვა­ნონ, რო­გორ უნდა მი­ხე­დონ!.. ამ ეპი­დემ-მძვინ­ვა­რე­ბის დროს, ამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი სად უნდა წა­ვი­დეს. ალ­ბათ, რა­ღაც და­სახ­ლე­ბას აუ­შე­ნე­ბენ…”- წერს ჟანა კი­რა­კო­ზი­ა­ნი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

“ამ ომმა დაგ­ვა­ნა­ხა. რამ­დე­ნი მო­ღა­ლა­ტე სამ­ხედ­რო გვყო­ლია შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებ­ში… ერე­ვან­ში მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ე­ბი კი­დევ ერთხელ არის ფა­ში­ნი­ა­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის არას­წო­რი პი­ა­რის შე­დე­გი, რო­მე­ლიც მთე­ლი ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში გვარ­წმუ­ნებ­და, რომ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად არის და წუ­ხელ, ფაქ­ტობ­რი­ვად, კა­პი­ტუ­ლა­ცი­ას მო­ა­წე­რა ხელი. სტე­პა­ნა­კერ­ტი, რო­მე­ლიც გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლია, ჩვე­ნი კონ­ტრო­ლის ქვეშ რჩე­ბა, მაგ­რამ დავ­კარ­გეთ ტე­რი­ტო­რი­ე­ბი, მათ შო­რის სტრა­ტე­გი­უ­ლი ქა­ლა­ქი შუშა და რაც მთა­ვა­რია, ხალ­ხი თავს გრძნობს მი­ტო­ვე­ბუ­ლად და დამ­ცი­რე­ბუ­ლად…” – წერს ელე­ნა აკო­ფი­ა­ნი.

“უკე­თე­სო­ბის­კენ არა­ფერს ცვლის, მაგ­რამ ახლა მა­ინც ხომ აშ­კა­რაა, ვის აწყობ­და ომის და­წყე­ბა – აზერ­ბა­ი­ჯან­მა, რუ­სეთ­თან შე­თან­ხმე­ბით, ყვე­ლა­ფე­რი ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ გა­ა­კე­თა, რომ ეს შე­დე­გი დამ­დგა­რი­ყო. ჩვენ კი და­ვი­სა­ჯეთ იმი­ტომ, რომ ჩვენ­მა ახალ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ რუ­სე­თის ორ­ბი­ტი­დან გას­ვლა და­ა­პი­რა. მხო­ლოდ და­ა­პი­რა… შე­დე­გად მი­ვი­ღეთ, დამ­ღუპ­ვე­ლი, სის­ხლისმღვრე­ლი პრო­ვო­კა­ცია, გა­მა­ნად­გუ­რე­ბე­ლი შე­დე­გით, უამ­რა­ვი ახალ­გაზ­რდის მსხვერ­პლით, ათა­სო­ბით დევ­ნი­ლით, რომ­ლებ­მაც სახლ-კარი და­კარ­გეს. ქვე­ყა­ნა­ში პან­დე­მი­აა და ეკო­ნო­მი­კა უმ­ძი­მეს მდგო­მა­რე­ო­ბა­შია… ერ­თა­დერ­თი, მცი­რე­დი შე­ღა­ვა­თი შე­იძ­ლე­ბა იყოს ევ­რო­კავ­ში­რის შე­თა­ვა­ზე­ბა 35, 6 მი­ლი­ო­ნი ფუნ­ტის ჩა­რი­ცხვა­ზე, თუმ­ცა, ეს ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან ჰგავს სა­ქარ­თვე­ლოს 2008 წლის დრო­ინ­დელ სი­ტუ­ა­ცი­ას, მა­ში­ნაც და ახ­ლაც, მო­გე­ბუ­ლი დარ­ჩა რუ­სე­თი, ჩვენ კი, კავ­კა­სი­ის ქვეყ­ნებ­მა ჭკუა ვე­რას­დროს ვის­წავ­ლეთ…”- წერს ერევ­ნე­ლი უსიკ მარ­კო­სი­ა­ნი.

სომ­ხე­ბის ნა­წი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ღიად წე­რენ, რომ რუ­სეთ­მა მათ ზურ­გი აქ­ცია.

“ჯერ კი­დევ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრო­ბამ­დე ფა­ში­ა­ნი­ა­ნი აცხა­დებ­და, რომ ხალ­ხის სიყ­ვა­რუ­ლი­დან სი­ძულ­ვი­ლამ­დე ერთი ნა­ბი­ჯია და ეს მან წუ­ხელ გა­ა­კე­თა. პუ­ტინ­მა ფა­ში­ნი­ა­ნი ბო­ლომ­დე და­ამ­ცი­რა, თა­ვი­სი ევ­რო­პუ­ლი და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ხედ­ვე­ბის გამო, ახლა მას მო­უ­წევს იბ­რძო­ლოს ძა­ლა­უფ­ლე­ბა­ში დარ­ჩე­ნის­თვის, რის გამო მო­უ­ვი­და, მი­ვი­ღეთ ასე­თი მძი­მე შე­დე­გი, აღარ არის სა­ინ­ტე­რე­სო, არც მისი თა­ვის მარ­თლე­ბა, ქვე­ყა­ნა არის მი­წას­თან გას­წო­რე­ბუ­ლი და არა­ვინ იცის, ოდეს­მე შეძ­ლებს თუ არა წა­მოდ­გო­მას”, – წერს მი­ხე­ილ მირ­ზო­ი­ა­ნი.

“ნე­ბის­მი­ე­რი ფე­რა­დი რე­ვო­ლუ­ცია ასე­თი შე­დე­გით სრულ­დე­ბა. ნუ გა­მო­დი­ხართ ახლა ქუ­ჩა­ში და ნუ აზი­ა­ნებთ ისე­დაც გა­უ­ბე­დუ­რე­ბულ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, სა­კუ­თარ თავ­ში ვე­ძე­ბოთ პრობ­ლე­მე­ბი, არ დაგ­ვა­ვი­წყდეს, რომ ჩვენ მთა­ვარ­მა მო­კავ­ში­რემ ზურ­გი გვაქ­ცია და მტერს შე­ეკ­რა, მას კი ორი ძლი­ე­რი მხარ­დამ­ჭე­რი ჰყავ­და, ღია და ფა­რუ­ლი”, – მი­მარ­თავს თა­ვის ხალ­ხს ლე­ო­ნიდ ბა­ბა­ი­ა­ნი.

წყარო – ამბები.ჯი

თეგები: რუსეთისომხეთიყარაბაღი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

თბილისი მასპინძლობს პადელის საერთაშორისო ტურნირს – FIP Bronze Tbilisi 2025
ახალი ამბები

თბილისი მასპინძლობს პადელის საერთაშორისო ტურნირს – FIP Bronze Tbilisi 2025

17:57 07-02-2025
ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულების   ვიანობა ხვალ გახდება ცნობილი – თიბისი
ახალი ამბები

ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულების ვიანობა ხვალ გახდება ცნობილი – თიბისი

14:06 07-02-2025
27 ოქტომბრის 00:00 საათიდან, თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ახალი ამბები

თბილისის მერიამ საქართველოსა და ქვეყნის გარეთ კლინიკებში ოპერაციებისა და კვლევების ჩატარების 100 000-ზე მეტი შემთხვევა დააფინანსა

18:13 07-01-2025
გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე
ახალი ამბები

გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე

16:32 07-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved