• რეკლამა
  • კონტაქტი
20:13, კვირა, 11 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა გავლენა ექნება საქართველოზე ყარაბაღის შეთანხმებას

ალია ავტორი - ალია
12:19 11-10-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
331

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა, რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან ვლადიმერ პუტინთან და ილჰამ ალიევთან ერთად, მთიან ყარაბაღში შეთანხმებას საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შესახებ ხელი მოაწერა.

ამ შეთანხმების თანახმად, ყარაბაღის შვიდი რაიონი აზერბაიჯანის კონტროლქვეშ გადადის. შეთანხმებას სომხეთის მოსახლეობის დიდმა ნაწილმა კაპიტულაცია უწოდა და ფაშინიანის მთავრობას დემონსტრაციებით უპასუხა. საქმე იქამდეც მივიდა, რომ დემონსტრანტები თავს დაესხნენ სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარეს, რომელსაც საკმაოდ მძიმე დაზიანებები მიაყენეს.

ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე ამბობს, რომ ამ შეთანხმებით რუსეთი და თურქეთი კავკასიაში პოზიციებს კიდევ უფრო მეტად იმყარებენ.

„ყარაბაღის შეთანხმების თანახმად, შვიდი რაიონი გადადის აზერაიჯანის კონტროლქვეშ. ყარაბაღის რეგონში განთავსებული იქნება, დაახლოებით, 1960 კაცინი რუსული კონტიენტი, 90 ჯავშან-ტრანსპორტიორი და 390 სამხედრო მანქანა.

ასევე, იქ იქნება მონიტორინგის ჯგუფი, სადაც შევლენ, როგორიც რუსი, ასევე თურქი დამკვირვებელები. ამით რა ხდება? – რუსეთი და თურქეთი იმყარებენ პოზიციებს კავკასიაში, დასავლეთის პოზიციების შესუსტების ხარჯზე.

ამ შეთანხმების თანახმად, აზერბაიჯანი მოიპოვებს უფლებას, ისარგებლოს სომხეთის ტერიტორიით, რათა დაუკავშირდეს ნახჭევანის ავტონომიურ რესპუბლიკას. იმ შემთხვევაში, თუ აზებაიჯანს ნახჭევანთან კავშირი ექნება, აზერბაიჯანის ცენტრალური რაიონები თურქეთს დაუკავშრდებიან, რაც აზერაიჯანისთვის ძალიან კარგი მდგომარეობაა, ეს არის ამ შეთანმხების მთავარი პირობები“,- განაცხადა ჩიტაძემ.

რა გავლენა ექნება საქართველოზე ყარაბაღის შეთანხმებას 

როგორც ჩიტაძემ განაცხადა, ეს შეთანხმება საქართველოს მეტწილად არ აზიანებს, თუმცა ყველაზე უარყოფითი ფაქტორი ის არის, რომ რუსეთი კავკასიაში პოზიციებს კიდევ ერთხელ იმყარებს.

“პირველი, რუსეთმა მოიპოვეა ექსკლუზიური უფლება, განიმტკიცეს პოზიციები ყარაბაღში სამშვიდობოების განლაგებით, თითქოს რუსეთია რეგიონში მთავარი მშვიდობისმყოფელი, ეს მოცემულობა, რა თქმა უნდა, ჩვენთვის მიუღებელია და გარკვეულწილად, საქართველოს პოზიციებს ასუსტებს.

გარდა ამისა, არ არის გამორიცხული, სხვა ფარული შეთანხმებაც იყოს ქვეყნებს შორის მიღებული, მაგალითად, ენერგეტიკულ პროექტებთან დაკავშირებით, შესაძლებელია, რუსეთსა და თურქეთს შორის არსებობდეს შეთნხმება, რომ რუსეთის მიერ ყარაბაღის აზერბაიჯანის შემაგენლობაში აღიარების სანაცვლოდ, თურქეთმა შეისყიდოს რუსეთისგან ბუნებრივი აირის მოცულება, რაც საქართველოსთვის მინუსი იქნება.

თუმცა ამ შეთანხმებაში საქართველოსთვის დადებითი ის არის, რომ შეიქმნება წინაპირობა იმისა, რომ საქართველოს, სომხეთსა და აზაებაიჯანს შორის არსებობდეს თანამშრომლობა სხვადასხვა ეკონომიკურ-სატრანსპორტო საკითხზე.

ომის დიდი ხნის განმავლობაში გაწელვა საქართველოს არ წყობდა, რადგან ეს შეაფერხებდება სატრანსპორო და ენერგეტიკული პროეტების განხორციელებას აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის მონაწილეობით“, – განაცხადა ჩიტაძემ.

ცნობისთვის: ყარაბაღის შეთახმებას ხელი გუშინ მოეწერა.

primetime.ge

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის სააქციო შეთავაზებები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის სააქციო შეთავაზებები სპეციალურ ფასად!

00:00 10-10-2026
საქართველომ, საერთაშორისო საბანკო და რითეილ ფორუმს Fusion Georgia 2026-ს უმასპინძლა
ახალი ამბები

საქართველომ, საერთაშორისო საბანკო და რითეილ ფორუმს Fusion Georgia 2026-ს უმასპინძლა

16:47 10-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:49 10-09-2026
არქი გრანდ ავენიუ
ახალი ამბები

არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა

14:37 10-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved