• რეკლამა
  • კონტაქტი
20:37, კვირა, 6 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

საშინელებაა, რაც გუშინ მოხდა, უკვე მრჩება შთაბეჭდილება, რომ მოსახლეობას აღარ უფრთხილდებიან – მარინა ენდელაძე

ალია ავტორი - ალია
12:28 11-09-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
29

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი მარინა ენდელაძე ოპოზიციის მიერ გუშინ ორგანიზებულ აქციას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, რჩება შთაბეჭდილება, რომ ოპოზიციის ლიდერები საზოგადოების წევრების ჯანმრთელბას არ უფრთხილდებიან.

მარინა ენდელაძე: კორონავირუსის გავრცელების მხრივ, სახიფათო რომ არის ასეთი აქციები, ამაზე არც შეიძლება მსჯელობა. მითუმეტეს, იმ აქციაზე რეგულაციები არ იყო დაცული. მთელი დღე რომ ერთი ნიღბით იქნები, კიდევ უარესია და არაფრით აუმჯობესებს მდგომარეობას. ეს არის საშინელება, რაც გუშინ მოხდა.

– გუშინდელ აქციაზე მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლიც იყო გამოყენებული, დაამძიმებს თუ არა ეს ფაქტი ეპიდსიტუაციის მირივ მდგომარეობას?

– რაც შეეხება წყლის ჭავლს, რომ გითხრათ, რომ ის ვირუსს გადაიტანს აქეთ-იქით, არ ვიცი, ვერ გეტყვით. ალბათ, არ უნდა მივიყვანოთ წყლის ჭავლის გამოყენებამდე საქმე.

– ზოგადად, ვირუსის გავრცელების მხრივ, რამდენად რთულ ტენდენციას ქმნის ოპოზიციის მიერ გუშინ ორგანიზებული აქცია?

– ეს მიტინგები ეპიდსიტუაციაზე აუცილებლად ცუდად აისახება. უკვე მრჩება შთაბეჭდილება, რომ თავიანთ მოსახლეობას აღარ უფრთხილდებიან.

გუშინ ვიღაცისგან გავიგონე, კორონა არ გვადარდებსო. თუ ხალხი ადარდებთ, კორონა უფრო მეტად უნდა ადარდებდეთ, რადგან ხედავენ, რომ ეს არ არის ჩვეულებრივი ინფექცია.

ყველა ხვდება, რა ინფექციასთან გვაქვს საქმე და მგონია, რომ საკუთარი ინტერსების შესაბამისად ქმნიან რთულ ეპიდსიტუაციას.

– ამგვარი სახის შეკრებები, დააჩქარებს თუ არა ქვეყანაში მკაცრი საკარანტინო ზომების მიღებას?

– რა თქმა უნდა, დააჩქარებს. ყველას უნდა ესმოდეს, რომ ეს არ არის მარტივი ინფექცია და უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენ ვალდებულები ვართ, ერთმანეთის ჯანმრთელობა დავიცვათ.

primetime.ge

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved