• რეკლამა
  • კონტაქტი
02:25, ხუთშაბათი, 16 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ბიზნესი

თევზის ჯანსაღი პროდუქტი და ადგილობრივი წარმოების შავი ხიზილალა მალე ქართულ ბაზარზე

ალია ავტორი - ალია
09:15 11-09-2020
- ბიზნესი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
286

თევზსაშენი მეურნეობა ქალაქ გორთან ახლოს -კარალეთში 17 წლის წინათ შეიქმნა. ბაზარზე არსებული მოთხოვნების საპასუხოდ, დროთა განმავლობაში გაფართოვდა და დღეს უკვე სხვადასხვა სახის პროდუქტს სთავაზობს მომხმარებელს. რესტორანი „თევზის სახლი“, საფირმო მაღაზია და ხიზილალის წარმოება ალექსანდრე დადიანიძისა და გიორგი შოშიაშვილის საერთო საქმეა. „თევზის სახლი“ მალე გახდა ადგილობრივებისა და ტურისტების საყვარელი ადგილი. მყუდრო და სასიამოვნო გარემოში თონეში შემწვარი გემრიელი და ჯანსაღი თევზეულის დაგემოვნებას ნამდვილად არაფერი სჯობს. თუმცა, ეს ყველაფერი არ არის, წარმატებული და განვითარებაზე ორიენტირებული ბიზნესმენები სამომავლოდ არაერთი მიმართულებით აპირებენ გაფართოებას.

ალექსანდრე დადიანიძე: 2003 წელს, შეიძლება ითქვას, ნულიდან დავიწყეთ საქმიანობა. პირველი ინვესტიცია დაახლოებით 20 000 დოლარი იყო. თავდაპირველად  ცისარტყელისებრი კალმახი მოვაშენეთ, მას შემდეგ, მომხმარებლის მოთხოვნიდან გამომდინარე, ვფართოვდებით. თავიდან დაახლოებით 0,5 ჰექტარი გვქონდა, დღეს კი უკვე 15 ჰექტარზე მეტი გვიკავია.

– რა ეტაპები გაიარეთ გაფართოების დროს?

– მეორე ეტაპი იყო კიდევ ერთი მეურნეობა, სადაც, ასევე, ცისარტყელისებრი კალმახი და ვერცხლისფერი კოხო გვყავს; მესამე, ახალი ეტაპი დავიწყეთ, სადაც მთლიანად ზუთხისებრთა ოჯახს გავამრავლებთ. აქამდე ეს სახეობა სომხეთიდან შემოდიოდა. შეიძლება ითქვას, სომხური ექსპორტი ჩავკეტეთ და თავად გამოვიყვანეთ ეს ჯიში. რუსული და ციმბირული ზუთხების ნაჯვარია.

– ვიცით, რომ შავი ხიზილალის წარმოებასაც გეგმავთ. როდისთვის უნდა ელოდოს მომხმარებელი ამ სასიამოვნო სიახლეს?

– ცხრა წელია, წითელ ხიზილალას ვაწარმოებთ. ორი წელია, რაც დიდ მასშტაბებზე გავედით, ვიღებთ ონლაინ შეკვეთებს და თბილისში გვაქვს მიწოდების სერვისი. ველოდებით შავ ხიზილალას ზუთხისებრთა ოჯახიდან. ხიზილალის გამოყვანა საკმაოდ შრომატევადი საქმეა, სადაც ათწლიანი  ინვესტიცია გვაქვს  ჩადებული. სავარაუდოდ, გაზაფხულზე შევძლებთ შავი ხიზილალის შეთავაზებას ჩვენი მომხმარებლებისთვის. გარდა ამისა, ვგეგმავთ საკუთარი ლუდის წარმოებასაც.

– შავი ხიზილალა შედარებით ძვირი სიამოვნებაა. როგორ ფიქრობთ, შეძლებთ კონკურენციის გაწევას ბაზარზე არსებული ანალოგიური პროდუქტებისთვის ფასისა და ხარისხის მხრივ?

– ჩვენი შავი ხიზილალა არანაკლებ ხარისხიანი იქნება დღეს ბაზარზე არსებულ პროდუქტებთან შედარებით. რაც შეეხება ფასს, იმაზე ბევრად ნაკლები ეღირება, ვიდრე  რუსეთიდან და იტალიიდან იმპორტირებული ღირს.

– მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია, იცოდეს, რით კვებავთ თევზს.

– თევზს მიეწოდება აბსოლუტურად შემოწმებული ჰოლანდიური ბრენდის გერმანიაში წარმოებული საკვები. ის ჩვენ რამდენჯერმე გავგზავნეთ გერმანიაში, დამოუკიდებელ ლაბორატორიაში შესამოწმებლად და ყველა შემთხვევაში დადასტურდა, რომ გემოებისგან თავისუფალი და აბსოლუტურად უსაფრთხო საკვებია. ეს ჩვენთვის პრიორიტეტია, რადგან ჩვენს პროდუქტს ხშირად ყიდულობენ ბავშვებისთვის და მას ჩვენი შვილებიც მიირთმევენ.

– თქვენს მფლობელობაშია, ასევე, თევზისა და ზღვის პროდუქტების მწარმოებელი, დღესდღეობით კარგად ცნობილი ქარხანა „უმალი“, და თქვენი ნაწარმი უკვე სხვადასხვა ქსელშიც შედის…

– „უმალი“ სამი წლის წინათ, სახელმწიფოს მხარდაჭერით,  „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში მიღებული დაფინანსებით დავაფუძნეთ. რამდენიმე მეწარმე შევიკრიბეთ და დავაფუძნეთ საწარმო „უმალი“. იოლი არ იყო, დღეს საკმაო პოპულარობით სარგებლობს, გემრიელია და ხარისხთან ასოცირდება.

– რამდენი ადამიანი გყავთ დასაქმებული და როგორ აიმაღლეს მათ კვალიფიკაცია?

 – 70-მდე თანამშრომელი გვყავს და თითოეულ მათგანს თავისი წვლილი შეაქვს ჩვენი ბიზნესის წარმატებაში. ერთი წლის განმავლობაში ჩამოგვყავდა ტექნოლოგები რუსეთიდან, უკრაინიდან და გერმანიიდან. გადავამზადეთ ჩვენი თანამშრომლები, რომლებიც დღეს პროფესიონალიზმით გამოირჩევიან.

– თბილისიდან ბევრი სტუმარი ჩამოდის „თევზის სახლში“, სამომავლოდ თბილისშიც ხომ არ იგეგმება ასეთივე თევზის სახლის გახსნა?

– ჩვენს რესტორანზე მართლაც დიდი მოთხოვნაა, განსაკუთრებული დატვირთვა უქმეებზე მოდის. ასეთ დროს ხშირად წინასწარი ჯავშნის გარეშე ძნელია ჩვენთან მოხვედრა. რესტორან „თევზის სახლის“ წარმატებას მხოლოდ ჩვენი მენიუ არ განაპირობებს. აქ მნიშვნელოვან როლს გარემოც ასრულებს. ბევრისთვის ეს ადგილი განტვირთვის კარგი საშუალებაა. ასეთი გარემოს თბილისში შექმნა კი ძალიან რთულია, ამიტომ ამ ეტაპზე ეს საკითხი არ განიხილება.

ნინო მახარაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:18 07-15-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ნაკრები IOAI 2026-ის ოლიმპიადაზე იასპარეზებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ნაკრები IOAI 2026-ის ოლიმპიადაზე იასპარეზებს

14:29 07-15-2026
მანქანის კონდეციონერი
ახალი ამბები

“ფრეონი აკლია, ძმაო” – დიდი საზაფხულო აფერა – როგორ ამოიცნო მანქანის კონდიციონერის პროფესიონალი ხელოსანი

19:27 07-14-2026
N1 ქსელი სამოგზაუროდ – “სელფის” როუმინგის კამპანია
ახალი ამბები

N1 ქსელი სამოგზაუროდ – “სელფის” როუმინგის კამპანია

16:39 07-14-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved