აია სოფიას ცნობილი კატა, სახელად გლი ვეტერინარულ კლინიკაში მოკვდა, ამ ინფორმაციას სოციალურ ქსელში სტამბოლის გუბერნატორი ავრცელებს და მწუხარებით იუწყება, რომ 16 წლის კატა სიბერის გამო დაიღუპა.
ამის შესახებ სტატიას თურქული მედია ავრცელებს:
„აია სოფიას ცნობილი კატა გლი მოკვდა ვეტერინარულ კლინიკაში, სადაც მას სიბერის გამო მკურნალობდნენ. გლი 16 წლის იყო.
„ვწუხვარ, რომ გლი დავკარგეთ. აია სოფიას კატა გლი, რომელიც 24 სექტემბრიდან ლევენტის კერძო ვეტერინარულ კლინიკაში მკურნალობდა, სამწუხაროდ, სიბერის გამო დაიღუპა. ჩვენ არასდროს დაგვავიწყდები გლი”. – წერს გუბერნატორი.
კომენტარები