• რეკლამა
  • კონტაქტი
05:38, ხუთშაბათი, 30 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“არ შეიძლება, ორ მილიონ ამომრჩეველს დავუკარგოთ მონაწილეობა” – თამარ ჟვანიას მოწოდება

ალია ავტორი - ალია
18:38 11-03-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
45

„ცესკოს“ თავმჯდომარე, თამარ ჟვანია ამბობს, რომ პანდემიის მიუხედავად, ძალიან ბევრმა ადამიანმა გამოხატა საკუთარი ნება და მივიდა არჩევნებზე, ამიტომ მათ გადაწყვეტილებას პატივი უნდა ვცეთ.

„ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, გავაგრძელოთ საარჩევნო პროცესი, ყველა დავრჩეთ სამართლებრივ ჩარჩოებში და ჩვენ, ცენტრალური საარჩევნო კომისია ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ბოლომდე მივიყვანოთ საარჩევნო პროცესი, ბოლომდე მივიყვანოთ შედეგების დაკორექტირება და ოფიციალურ მონაცემებში ასახვა.

რაც ყველაზე მთავარია, არ შეიძლება, ორ მილიონ ამომრჩეველს დავუკარგოთ ის სურვილი და მონაწილეობა, რომელმაც ამხელა ლეგიტიმაცია მისცა ამ არჩევნებს. ძალიან მაღალი იყო აქტივობა პანდემიის პირობებში, რაც ძალიან ბევრ ქვეყანას გაუჭირდა ასეთ რთულ ვითარებაში. ჩვენმა მოქალაქეებმა მაღალი პასუხისმგებლობით გამოხატეს საკუთარი აზრი არჩევნებზე. ამიტომ ყველამ ერთად ხელი უნდა შევუწყოთ და პატივი ვცეთ მათ მიერ დაფიქსირებულ ნებას“

შეგახსენებთ, დიდუბე-ჩუღურეთის 36-ე უბნის რეგისტრატორს კორონავირუსი დაუდასტურდა და მიუხედავად იმისა, რომ რეგისტრატორი საარჩევნო უბანზე გახდა ცუდად და იქედან წაიყვანა სასწრაფო დახმარების მანქანამ, ამ წუთამდე, არც ცესკო, არც ჯანდაცვა, განცხადებას არ აკეთებს.

ამომრჩევლებმა მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ მას შემდეგ, რაც დაინფიცირებული რეგისტრატორი გადაიყვანეს, კომისიამ არ იმოქმედა წესის შესაბამისად, არ დაკეტა უბანი, არ ჩაატარა დეზინფექცია, არ გადაიყვანა კომისიის წევრები იზოლაციაში, არ შეცვალა ახალი წევრებით და მეტიც, არ გააფრთხილა მოსახლეობა, 2 ნოემბრის საღამოს, შემთხვევით, რომ არ გაეგო მედიას, არანაირი განცხადება არ გაკეთებულა.

ვკითხეთ ცესკოს, გატარდა თუ არა ღონისძიებები და რატომ არ გააფრთხილეს ამომრჩეველი – ერთხელ არა, სამჯერ ვკითხეთ საღამოს მანძილზე, სამჯერვე გვიპასუხეს, რომ გაგვაგებინებენ პასუხს, თუმცა, ამაოდ ველოდეთ, ბოლოს მივწერეთ, რომ ვერ დავიცდით და უნდა გავართხილოთ მოსახლეობა, არც მაგ წერილზე გვიპასუხეს.

სრული მასალა ნახეთ აქ.

თეგები: თამარ ჟვანია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

საქართველოს ორი მედალი ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში – განათლება გამარჯვებაა – თიბისი
ახალი ამბები

საქართველოს ორი მედალი ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში – განათლება გამარჯვებაა – თიბისი

15:28 07-29-2026
ფარმაცევტის პროფესია PSP-ში ყოველდღე თავიდან ისწავლება
ახალი ამბები

ფარმაცევტის პროფესია PSP-ში ყოველდღე თავიდან ისწავლება

15:00 07-29-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!

13:18 07-29-2026
დაავადება, რომლის მთავარი სიმპტომი ძლიერი ტკივილია – რას უყვება ცნობილი პროქტოლოგი “ალიას”
ახალი ამბები

დაავადება, რომლის მთავარი სიმპტომი ძლიერი ტკივილია – რას უყვება ცნობილი პროქტოლოგი “ალიას”

16:02 07-28-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved