• რეკლამა
  • კონტაქტი
11:10, პარასკევი, 4 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“სულ მინ­დო­და ფე­რი­ე­ბი ყო­ფი­ლიყ­ვნენ და ამის­რულ­დაო” – 15 წლის გარდაცვლილი გოგოს ახლობლები

ალია ავტორი - ალია
20:58 10-31-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
81

კო­რო­ნა­ვირუსს 15 წლის გო­გო­ნა ემსხვერ­პლა. ის სა­ქარ­თვე­ლო­ში ვირუ­სით გარ­დაც­ვლილ­თა შო­რის ასა­კით ყვე­ლა­ზე პა­ტა­რა იყო. გო­გო­ნა რამ­დე­ნი­მე დღე იბ­რძო­და სი­ცო­ცხლის­თვის, თუმ­ცა მისი გა­დარ­ჩე­ნა ექი­მებ­მა ვერ შეძ­ლეს.

გარ­დაც­ვლი­ლი სკო­ლა “ქო­რა­ლის” მოს­წავ­ლე ქეთი კო­ბე­რი­ძეა. AMBEBI.GE მო­ზარ­დის ახ­ლო­ბელს ესა­უბ­რა:

“ქე­თის აგ­ვის­ტო­ში 38 წლის ბიძა გარ­და­ეც­ვა­ლა. სექ­ტემ­ბერ­ში ორ­მო­ცი ჰქო­ნდათ და სწო­რედ იქ და­ინ­ფი­ცირ­დნენ გო­გო­ნა, მისი მშობ­ლე­ბი და ბე­ბია-ბა­ბუა.. მშობ­ლე­ბი და ბე­ბია კარ­გად არი­ან, ბა­ბუ­აც გარ­და­იც­ვა­ლა. ქეთი ძა­ლი­ან მალე დამ­ძიმ­და. ბოლო ორი კვი­რა აპა­რატ­ზე იყო შე­ერ­თე­ბუ­ლი, მის მკურ­ნა­ლო­ბას პი­რა­დად ლე­ვან რა­ტი­ა­ნი ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და, თუმ­ცა გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა. მისი კლა­სე­ლე­ბი შოკ­ში არი­ან, ძა­ლი­ან უჭირთ ბავ­შვებს გა­აზ­რე­ბა, რაც მოხ­და. ხვალ არის გას­ვე­ნე­ბა… ულა­მა­ზე­სი ბავ­შვი იყო, სულ უციმ­ცი­მებ­და თვა­ლე­ბი, ოც­ნე­ბობ­და, რომ ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნი გა­მო­ვი­დო­და და მთე­ლი ქვე­ყა­ნა გა­იც­ნობ­და… ქე­თის ახლა მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო გლო­ვობს” – გვიყ­ვე­ბა ოჯა­ხის ახ­ლო­ბე­ლი.

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მას მე­გობ­რე­ბი და მას­წავ­ლებ­ლე­ბი ემ­შვი­დო­ბე­ბი­ან და ემო­ცი­ურ პოს­ტებს აქ­ვეყ­ნე­ბენ:

ანი პა­პი­აშ­ვი­ლი: “მთე­ლი ბავ­შვო­ბა მამ­წა­რებ­და, ჯერ ყვე­ლა­ფერ­ში მბა­ძავ­და (და­ნახ­ვის ხატს ვე­ძახ­დი), მერე სულ ჩემი ნივ­თე­ბი უნ­დო­და და მეც გი­ჟი­ვით ვე­ჩხუ­ბე­ბო­დი ხოლ­მე. ალ­ბათ 7-8 წლის ვიქ­ნე­ბო­დი,რომ ჩვენს, ძველ, სახ­ლში ცეკ­ვის სტუ­დია გავ­ხსე­ნი, სა­დაც ქეთა ჩემს მოს­წავ­ლედ წარ­მო­მედ­გი­ნა და და­უს­რუ­ლებ­ლად ვა­ცეკ­ვებ­დი, თან ბე­ბი­აჩ­ვე­ნის სა­რაფ­ნებს ვიც­მევ­დით და კონ­ცერ­ტებს ვდგამ­დით, ჩვე­ნი სან­ზო­ნის სახ­ლი­დან მუ­დამ ჟრი­ა­მუ­ლის, სი­ცი­ლის და ბენ­დი­ე­რე­ბის ხმა გა­მო­დი­ო­და.

დღეს ჩემს დას ვა­ცი­ლებ და ვგრძნობ მთე­ლი ჩემი გული მიჰ­ყვე­ბა, მტკი­ვა, რომ ასე შორს ვარ და აქე­დან გემ­შვი­დო­ბე­ბი.შენს გზას მე გა­ვაგ­რძე­ლებ ჩემო პა­წა­წი­ნა და­ი­კო, გპირ­დე­ბი იმ ყვე­ლა სურ­ვილს რაც გქონ­და შე­ვას­რუ­ლებ… ექი­მო­ბა რომ გინ­დო­და გპირ­დე­ბი, რომ იქ­ნე­ბი, რად­გან ახლა უკვე შენ ჩემ­ში ხარ! მშვი­დად გა­ნის­ვე­ნე ქეთო, ჩემო პა­ტა­რა და­ი­კო ! არას­დროს და­მი­ვი­წყო, უსას­რუ­ლოდ მიყ­ვარ­ხარ!

ხათო ბა­დი­რე­იშ­ვი­ლი:“გული სა­შინ­ლა­ად მრტკი­ვა, ურ­თუ­ლე­სია მოს­წავ­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის გა­აზ­რე­ბა. ვზი­ვარ და ვფიქ­რობ, რამ­დე­ნი თბი­ლი და ტკბი­ლი დრო გაგ­ვი­ტა­რე­ბია ერ­თად, გული მეწ­ვის. ამ ფო­ტო­ე­ბი­სა შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბის ნახ­ვაა, რო­მე­ლიც უკვე მო­გო­ნე­ბაა, ტკბი­ლი მო­გო­ნე­ბა ცრემ­ლი­ა­ნი და ტკი­ვი­ლი­ა­ნი მო­გო­ნე­ბა. ქეთა, ჩემო ლა­მა­ზო, თბი­ლო, თვა­ლებ­ციმ­ცი­მა, ყო­ველ­თვის ხა­ლი­სი­ა­ნო, ძა­ლი­ან დამ­წყვი­ტე გული. შენი ხმა ყურ­ში ჩა­მეს­მის.

მას­წი­კო” – რამ­დენ­ჯერ­მე მო­გი­მარ­თავს ეგრე და ეხლა შენს “მას­წი­კოს” ძა­ლი­ან უჭირს ამ ყვე­ლაფ­რის გა­აზ­რე­ბა.შენს კლა­სე­ლებს, მე­გობ­რებს და მას­წავ­ლებ­ლებს – ვუ­სამ­ძიმ­რებ მათ, ყვე­ლას ძა­ლი­ან უჭირს დღეს შენს გამო.

ანა კინ­წუ­რაშ­ვი­ლი:”ზუს­ტად ერთი წლის წინ, რამ­დე­ნად ბედ­ნი­ე­რე­ბი ვყო­ფილ­ვართ ერ­თად. ასე მი­თხრა, მას­წი­კო, სულ მინ­დო­და მას­წავ­ლებ­ლე­ბი ფე­რი­ე­ბი ყო­ფი­ლიყ­ვნენ და ესეც ამის­რულ­დაო… უამ­რა­ვი ოც­ნე­ბა, სურ­ვი­ლი დარ­ჩა..ჩემო ქეთი, ჩემო ფე­რია გოგო, ჩვე­ნო ან­გე­ლო­ზო. კო­რო­ნა! დიახ კო­რო­ნა! ბა­ბუა და შვი­ლიშ­ვი­ლი ერ­თდრო­უ­ლად… და­ი­ცა­ვით ეს ოხე­რი წე­სე­ბი, და­ი­ცა­ვით”

მა­რი­ამ ვარ­დო­სა­ნი­ძე: ვუ­ყუ­რებ და გული მტკი­ვა, ვფიქ­რობ, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ყვე­ლა­ფე­რი ერთ წამ­ში შე­იც­ვა­ლოს და რო­გო­რი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სა­კუ­თა­რი შეც­დო­მე­ბის გა­აზ­რე­ბა. ვუ­ყუ­რებ ფო­ტო­ებს,მე­სი­ჯებს და ვფიქ­რობ რა­ტომ? რა­ტომ ქეთი? ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც მარ­თლა ჭი­ა­ნაჭ­ვე­ლა­საც არ ატ­კენ­და, ადა­მი­ა­ნი რო­მე­ლიც ფიქ­რობ­და ყვე­ლა­ზე და ბო­ლოს სა­კუ­თარ თავ­ზე, ვფიქ­რობ, რა ვუ­თხრა იმ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც პირ­ბა­დეს არ იკე­თე­ბენ (სახ­ლში დარ­ჩე­ნა­ზე ლა­პა­რა­კი ზედ­მე­ტია). კო­რო­ნა სამ­წუ­ხა­როდ ადა­მი­ა­ნებს არ არ­ჩევს,

არც გვე­კი­თხე­ბა გვაქვს თუ არა რამე ცხოვ­რე­ბა­ში ისე­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­სა­კე­თე­ბე­ლი რომ ჯერ აქე­დან წას­ვლა არ გვინ­და, არ ვიცი კლას­ში რომ შე­ვალ იქა­უ­რო­ბას რო­გორ შე­ვე­გუ­ე­ბი, არ ვიცი სა­ერ­თოდ რე­ა­ლო­ბას რო­გორ შე­ვე­გუ­ე­ბი. მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, სი­მარ­თლე მწა­რეა”.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

რკინის კარის შერჩევის 5 მთავარი კრიტერიუმი – ის, რაც ხშირად კარის გაყიდვების მენეჯერმაც კი არ იცის
ახალი ამბები

რკინის კარის შერჩევის 5 მთავარი კრიტერიუმი – ის, რაც ხშირად კარის გაყიდვების მენეჯერმაც კი არ იცის

21:54 07-03-2025
9 წესი, როგორ შეცვალო სახლის დიზაინი მარტივად და დაბალბიუჯეტურად?
ახალი ამბები

9 წესი, როგორ შეცვალო სახლის დიზაინი მარტივად და დაბალბიუჯეტურად?

20:19 07-03-2025
12 ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რაც სარეცხ მანქანას აფუჭებს
ახალი ამბები

12 ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რაც სარეცხ მანქანას აფუჭებს

17:10 07-03-2025
სიახლეები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში
ახალი ამბები

სიახლეები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში

15:43 07-03-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved