• რეკლამა
  • კონტაქტი
20:26, ორშაბათი, 15 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ძალადობა მხარდამჭერებზე, ამომრჩევლის მოსყიდვის პირდაპირ მოსყიდვის ფაქტები და სამართალდამცავების უმოქმედობა – ეს არის საარჩევნო მოროდიორობა“ – გიორგი ვაშაძე

ალია ავტორი - ალია
19:09 10-31-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
54

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, არჩევნები კატასტროფული დარღვევებით მიმდინარეობს და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს მოუწოდებს „ქართულ ოცნებას“ დაუყოვნებლივ მიეცეს მკაცრი გაფრთხილება.  ვაშაძე საარჩევნო უბნებთან შექმნილ მდგომარეობას „საარჩევნო მოროდიორობას“ უწოდებს და სამართალდამცავ უწყებებს უმოქმედობაში ადანაშაულებს და შესაბამის ვიდეომასალებს ასაჯაროებს. პოლიტიკური მოძრაობის ლიდერი  პოლიციელების მხრიდან გადამეტებულ ქმედებებსა და „ქართული ოცნების“ მიერ ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტებზე დაუყოვნებლივ  რეაგირებას  ითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მიმდინარე არჩევენებს შესაბასი შეფასება მოჰყვება ამომრჩევლის მხრიდან. 

„სამწუხაროდ არჩევნები დარღვევებით მიმდინარეობს. მოვუწოდებ  საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს,  დაუყოვნებლივ  მივცეთ გაფრთხილება „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს.  ეს არის საარჩევნო მოროდიორობა, რაც ხდება საარჩევნო უბნებთან, მობილიზებული ადამიანები, რომლებიც პირდაპირ კონვერტებით არიგებენ ფულს. ჩვენს ხელთ არსებულ ვიდეოზე აღბეჭდილია ჩვენს მხარდამჭერებზე თავდასხმა,  იქვე დგას პოლიციელი, რომელიც ყოველგვარი რეაგირების გარეშე ტოვებს კონფლიქტის ადგილს. მოვუწოდებ ცესკო-ს გამოაქვეყნოს საარჩევნო კოდექსის  47-ე პუნქტი, სადაც მკაფიოდ აღნიშნულია, რომ 25 მეტრის შემდგომ  დისტანციაში შესაძლებელია ამომრჩეველთან კომუნიკაცია. ჩვენ ამას გვიშლიან, მაშინ როცა, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები  პირდაპირ უბანზე ფულს არიგებენ. ჩვენ ვიცავთ ამკანონს და ამაზე მოვითხოვთ  დაუყოვნებლივ რეაგირებას! ჩვენს ხელთ არსებობს მეორე ვიდეო, სადაც  პირდაპირ არის დაფიქსირებული ფულის გადაცემის ფაქტები, როგორ ანაწილებენ ფულს, ფულს იღებს ადამიანი, შემდგომ მიდის საარჩევნო  რიგში,  ჩანს  მანქანა,  სადაც ნაწილდება კონვერტებით თანხები და პირდაპირ იქვე  ითვლიან, ვის რამდენი გადასცეს ფული.

კიდევ ერთხელ ვაცხადებ ამის დაშვება არ შეიძლება. ესარ არის არჩევნები, ეს არის უბრალოდ ამომრჩევლის  ფულით ყიდვა საარჩევნო უბანზე, სრულიად  დაუფარავად და ეს ხდება თითქმის ყველგან. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია,  კიდევ ერთხელ მოვუწოდებ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, რომ დააკვირდნენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს და აღიკვეთოს ეს ფაქტები, ეს არ არის  არჩევნები და შედეგები ვერ მიიღება. კიდევ  ერთხელ  მოვუწოდებ ამომრჩეველს მოდით არჩევნებზე, მიიღეთ მონაწილეობა  არჩევნებში, მაქსიმალურად გააქტიურდით იმისათვის, რომ თქვენი ხმა აისახოს  საარჩევნო შედეგებში. დღეს საქართველომ დიდი გამარჯვება უნდა  იზეიმოს  და ამ გამარჯვებისთვის აუცილებელია, რომ თქვენ მიიღოთ არჩევნებში  მონაწილეობა. იმ ძალადობას, რაც ხდება საარჩევნო უბნებთან არ მიაქციოთ  ყურადღება და ხმა მიეცით აღმშენებელობას. მობილიზებული არიან ჩვენი მხარდამჭერები  და თუ სადმე დახმარება დაგჭირდებათ აუცილებლად მყისიერ რეაგირებას მოვახდენთ. დღეს რაც ხდება ეს არ არის ნორმალური საარჩევნო  პროცესი და ამას ექნება შესაბამისი შეფასება, მივმართავ „ქართულ ოცნებას“  აიღეთ ხელი ძალადობისგან, ფულის დარიგებისგან და მივმართავ შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ მოახდინეთ მყისიერი რეაგირება ყველა დარღვევებზე,“ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

თეგები: გიორგი ვაშაძესტრატეგია აღმაშენებელი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

კინოდაჯილდოება „ელისო“ 2026-ის გამარჯვებულები ცნობილია – თიბისი
ახალი ამბები

კინოდაჯილდოება „ელისო“ 2026-ის გამარჯვებულები ცნობილია – თიბისი

15:24 06-15-2026
Tbilisi Open Air – ზაფხულის მთავარი მუსიკალური ფესტივალი ახლოვდება – თიბისი
ახალი ამბები

Tbilisi Open Air – ზაფხულის მთავარი მუსიკალური ფესტივალი ახლოვდება – თიბისი

13:05 06-15-2026
ლარის კურსი და კონვერტაცია
ახალი ამბები

ლარის კურსი და კონვერტაცია – რა ღირს ლარი 15 ივნისამდე?

20:00 06-14-2026
დაიწყე ინვესტირება თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე SpaceX-ის აქციებით
ახალი ამბები

დაიწყე ინვესტირება თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე SpaceX-ის აქციებით

17:32 06-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved