• რეკლამა
  • კონტაქტი
10:49, ხუთშაბათი, 16 ოქტომბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“გთხოვთ, არავინ შეგაშინოთ, სპეციალურად აკეთებენ ამ დაძაბულობებს, რომ ზოგიერთი შეშინდეს და არ მივიდეს საარჩევნო უბანზე,”-გიორგი ვაშაძე

ალია ავტორი - ალია
18:38 10-31-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
28

“სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით არჩევნები გაუგონარი ძალადობის, ფიზიკური დაპირისპირების, მოსყიდვების და ზონდერული ჯგუფების მობილიზების ფონზე მიმდინარეობს. ვაშაძის თქმით ამ ეტაპზე მოპოვებული ყველა ინფორმაციით და სრული დამაჯრებლობით არჩევნებში ოპოზიცია იმარჯვებს და ეს დღის ბოლოს აუცილებლად დაფიქსირდება. „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი შინაგან საქმეთა სამინისტროს და  პოლიციელებს  კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დაცვისაკენ მოუწოდებს


„გაუგონარი ძალადობის და  ფიზიკური დაპირისპირების ფონზე მოსყიდვა, დაპირისპირება, ზონდერ ჯგუფების მობილიზება ეს არის რეალობა, რაც ახლა ხდება, მე მინდა თითოეულ ამომრჩეველს მოვუწოდო  მიუხედავად ამ ყველაფრისა, ძალიან გთხოვთ ყველანი მოდით საარჩევნო უბნებზე, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი დღეს იმისთვის, რომ ყველამ გამოხატოს საკუთარი პოზიცია, ეს დღე არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ამომრჩეველმა, საქართველოს მოქალაქეებმა გადაწყვიტონ ვინ იმარჯვებს არჩევნებში და არა მოძალადეებმა, არა ზონდერ ბრიგადებმა, არა კრიმინალთურმა დაჯგუფებებმა, არა ფულმა, მოსყიდვამ, რომელსაც ტოტალურად აქვს ადგილი აბსოლუტურად ყველგან. ყველა ინფორმაციით და სრული დამაჯრებლობით ოპოზიცია იმარჯვებს ამ არჩევნებში და ეს აუცილებლად დაფიქსირდება საარჩევნო დღის ბოლოს, მაგრამ კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ მთავარი ახლა არის ამომრჩევლის აქტივობა, ძალიან გთხოვთ არავინ შეგაშინოთ, სპეციალურად აკეთებენ ამ დაძაბულობებს, რომ ზოგიერთი შეშინდეს და არ მივიდეს  საარჩევნო უბანზე. არავინ შეგაშინოთ აბსოლუტური უმრავლესობა უბანზე სრულიად უზრუნველყოფილია ჩვენი მხარდამჭერებით, დამკვირვებლების მიერ მშვიდობიანი გარემო და ვერავინ ვერ გააკონტროლებს თქვენი ხმის მიცემის პროცესს. რაც შეეხება მასობრივ მოსყიდვებს , კიდევ ერთხელ მინდა ხმამაღლა ავღნიშნო, რომ ამ მასობრივმა მოსყიდვებმა არ უნდა მოახდინოს ზეგავლენა ამომრჩევლის ნებაზე, ძალიან გთხოვთ აარიდეთ თავი კანონდარღვევებს, მოდით არჩევნებზე, მიიღეთ არჩევნებში მონაწილეობა. ძალიან დიდი გამარჯვებით უნდა დავასრულოთ დღევანდელი დღე და ამის წინაპირობების ყველა მონაცემი გვაქვს. გთხოვთ ყველას მოხვიდეთ არჩევნებზე და კიდვე ერთხელ მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“ არ შეიძლება ასე იმოროდიორო საარჩევნო დღეს, მოვუწოდებ შინაგან საქმეთა სამინისტროს და  პოლიციელებს მოვუწოდებ, რომ თქვენ არ უნდა იყოთ მხარე, თქვენ უნდა დაიცვათ კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები, იმიტომ რომ, ხელისუფლება ყოველთვის შეიცვლება ამ ქვეყანაში, ეს არ ნიშნავს, რომ მაინდამაინც ვინმეს მხარე უნდა დაიჭიროთ. თქვენ დაიცავით კანონი, ამას ითხოვს თქვენგან საზოგადოება, მოქალაქეები, დაიცავით კანონი და ყველა სამართალდამრღვევს მიეცით შესაბამისი პასუხისმგებლობა“ – გიორგი ვაშაძე

თეგები: გიორგი ვაშაძესტრატეგია აღმაშენებელი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025
“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025
პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025

ბიზნესი

სელფი მობაილის ქსელის სიახლეები
ახალი ამბები

სელფი მობაილის ქსელის სიახლეები

13:48 10-15-2025
თიბისი საერთაშორისო შოპინგის მოყვარულთათვის- ისარგებლეთ, 30%-იანი ფასდაკლებით Trendyol-ზე
ახალი ამბები

თიბისი საერთაშორისო შოპინგის მოყვარულთათვის- ისარგებლეთ, 30%-იანი ფასდაკლებით Trendyol-ზე

18:35 10-13-2025
თიბისის შეთავაზებები სტუდენტებისთვის
ახალი ამბები

თიბისის შეთავაზებები სტუდენტებისთვის

17:25 10-10-2025
თიბისის განსაკუთრებული შეთავაზებები მოსწავლეებისთვის
ახალი ამბები

თიბისის განსაკუთრებული შეთავაზებები მოსწავლეებისთვის

18:00 10-09-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved