• რეკლამა
  • კონტაქტი
11:53, სამშაბათი, 1 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

საქართველოში მიმდინარე არჩევნებს საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციები აკვირდებიან

ალია ავტორი - ალია
09:54 10-31-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
34

31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე აკრედიტაცია გავლილი აქვს 48 საერთაშორისო და 120 ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციას. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალური ინფორმაციით, საერთაშორისო მონიტორებიდან აკრედიტაცია მიღებული აქვთ ეუთო/ოდირი-ს (ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებების ოფისი) სადამკვირვებლო მისიას, ასევე „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) საქართველოს მისიასა და „საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) საქართველოს ოფისს. საერთაშორისო დამკვირვებელთა სიაშია ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა. აკრედიტაცია მიღებული აქვს „ევროპულ დემოკრატიული პარტიასა“ და „დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაციას“ (GUAM).

ცესკო-ს მიერ გამოქვეყნებული საჯარო ინფორმაციის მიხედვით, საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვების განაცხადი გაკეთებული აქვს რამდენიმე ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და საპარლამენტო დელეგაციებს. მათ შორის არიან ალბანეთის, ბულგარეთის, უზბეკეთის, ყაზახეთისა და  აზერბაიჯანის რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლობები. ასევე პოლონეთის სეიმის, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის, პოლონეთის სენატისა და უკრაინის უმაღლესი რადას დელეგაციები.

საპარლამენტო არჩევნებს დააკვირდებიან საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ მისიებიც. ამერიკის , გერმანიის, ბრიტანეთის, საფრანგეთი, იტალიის, საბერძნეთის, ნიდერლანდების, შვეიცარიის, შვედეთის, ნორვეგიის, ავსტრიის, პოლონეთის, უნგრეთის, ბულგარეთის, იაპონიის, სლოვაკეთის, ჩეხეთის, ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის რესპუბლიკის საელჩოები, ასევე ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში.

კოვიდპანდემიის გათვალისწინებით, უკვე ცნობილია რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციის პოზიცია, რომ უსაფრთხოების ზომების გათვალისწინებით, ისინი საქართველოში ჩამოსვლას ვერ მოახერხებენ.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის შესაბამისი აკრედიტაცია 120 ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციას აქვს მიღებული.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

წინანდლის ფესტივალი
ახალი ამბები

ქართველი არტისტები წინანდლის ფესტივალზე

15:28 08-31-2026
ქობულეთი, ბათუმი თუ ურეკი: სად ჯობია ბინის ყიდვა?
ახალი ამბები

ქობულეთი, ბათუმი თუ ურეკი: სად ჯობია ბინის ყიდვა?

13:28 08-31-2026
YouTube პოდკასტის „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი გულშემატკივრობის ფენომენს ეთმობა – თიბისი
ახალი ამბები

YouTube პოდკასტის „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი გულშემატკივრობის ფენომენს ეთმობა – თიბისი

13:24 08-31-2026
სილქფესტის ულიმიტო და სხვა პირობებს სპეციალურ ფასად ჩაირთავს მომხმარებელი
ახალი ამბები

სილქფესტის ულიმიტო და სხვა პირობებს სპეციალურ ფასად ჩაირთავს მომხმარებელი

13:14 08-31-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved