• რეკლამა
  • კონტაქტი
15:55, ოთხშაბათი, 6 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

საარჩევნო უბანზე არ დაიშვება პირი, რომელსაც არ უკეთია პირბადე და ხელებს არ დაიმუშავებს სადეზინფექციო ხსნარით

ალია ავტორი - ალია
09:47 10-31-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
57

კორონავირუსის პანდემიის პირობებში, მოქალაქეებს განსხვავებულად უწევთ არჩევნებში ხმის მიცემა. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განსაზღვრა ამომრჩეველთათვის ხმის მიცემის პროცედურა და საუბნო-საარჩევნო კომისიის წევრების მუშაობის სპეციფიკა.

საარჩევნო უბანზე პირი არ დაიშვება, თუ მას არ უკეთია პირბადე და ხელებს არ დაიმუშავებს სადეზინფექციო ხსნარით.

ამომრჩეველი ვალდებულია, უბანზე ორჯერ დროებით მოიხსნას პირბადე – პირველად ნაკადის მომწესრიგებელი კომისიის წევრისთვის, როდესაც პირადობის დამადასტურებელი მოწმობას წარადგენს, (თუ ამომრჩეველი არ იხსნის პირბადეს, იგი არ დაიშვება კენჭისყრის შენობაში) და მარკირების შემოწმების გავლის შემდეგ, უკვე მეორედ, ამომრჩეველმა ნიღაბი უნდა მოიხსნას რეგისტრატორთან, რომელმაც მოქალაქის მონაცემების ამომრჩეველთა ერთიან სიასთან შესაბამისობა უნდა შეამოწმოს. ამომრჩეველი, რომელიც არ მოიხსნის პირბადეს, ვერ მიიღებს საარჩევნო ბიულეტენს. პირბადის გამოყენება არ მოეთხოვა პირს, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მათ შორის ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების, ბრონქული ასთმის, სუნთქვის უკმარისობით მიმდინარე გულ-სისხლძარღვთა დაავადების, აუტისტური სპექტრის დარღვევის ან/და განვითარების ანომალიის ან დეფექტის გამო, უჭირს პირბადის ტარება, რაც დასტურდება სამედიცინო/ექიმის ცნობით. ამომრჩეველი ვალდებულია, დაიცვას პირბადის ტარების განსაზღვრული წესი, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას გააფრთხილებენ და თუ გაფრთხილების მიუხედავად, ის მაინც არ გაიკეთებს პირბადეს, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე უფლებამოსილია მოქალაქეს შენობა დაატოვებინოს.

კენჭისყრის დღის სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები ცესკო-ს სპეციალურ დადგენილებაშია გაწერილი. კენჭისყრის დღეს შენობაში შესასვლელთან უნდა განთავსდეს დეზობარიერი (კოლექტიური დაცვის საშუალება), ისევე როგორც კენჭისყრის შენობის შესასვლელთან განთავსებული უნდა იყოს ხელის სადეზინფექციო ხსნარი. ამომრჩევლებს უბანზე დახვდებათ ინდივიდუალური საწერი კალამი, რომელსაც მოქალაქე რეგისტრატორთან აიღებს, ამავე კალმით დაადასტურებს საკუთარი პიროვნების იდენტიფიცირებას ამომრჩეველთა ერთიან სიაში, ამავე კალმით ისარგებლებს ბიულეტინის შემოხაზვისას და ხმის მიცემის შემდეგ, ამ კალამს კენჭისყრის შენობაში განთავსებულ სპეციალურ კონტეინერში მოათავსებს. ამომრჩეველი ხელებს იმუშავებს უბნიდან გასვლის შემთხვევაშიც, მას შემდეგ, რაც კონვერტს საარჩევნო ყუთში მოათავსებს. კენჭისყრის კაბინები განთავსდება ისე, რომ კედლის მხარეს კაბინა იქნება ღია, ფარდის გარეშე, ისე რომ არ დაირღვეს კენჭისყრის ფარულობის პრინციპი. ამომრჩევლის ნაკადის მოწესრიგებას უზრუნველყოფს კომისიის წევრი, რომელმაც შესაძლებლობის შემთხვევაში უნდა უზრუნველყოს უსაფრთხო დისტანციის დაცვა ამომრჩეველთა შორის, არ დაუშვას სარეგისტრაციო მაგიდასთან ორზე მეტი ამომრჩევლის ყოფნა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ოთახში მორიგი ამომრჩევლის შესვლა დროებით შეაჩეროს. უბანზე მისულ ამომრჩეველს ტემპერატურას არ გაუზომავენ.

თერმოსკრინინგს მხოლოდ კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირები გაივლიან, რომლებიც 37 გრადუსი ტემპერატურის დაფიქსირებისა და ხუთი წუთის შემდეგ, ტემპერატურის გადამოწმების შემთხვევაში, შენობაში არ დაიშვებიან. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები უბანზე იმუშავებენ პირბადით, დამცავი ფარითა და ერთჯერადი ხელთათმანებით. ცესკო-ს დადგენილების მიხედვით, კენჭისყრის შენობაში ხშირად შეხებადი ზედაპირები (კარის სახელურები, სამუშაო მაგიდის ზედაპირები და აშ.) სამ საათში ერთხელ უნდა დამუშავდეს სათანადო წესით, წმენდა/დეზინფექცია, დაბინძურების შესაბამისად კენჭისყრის დღის დასრულების შემდეგ, ბიულეტენების დათვლისას, მთვლელები მაგიდასთან ისე უნდა განთავსდნენ, რომ ერთმანეთის პირისპირ არ აღმოჩდნენ. კენჭისყრის შენობაში უფლების მქონე დანარჩენი პირებმა ადგილი უნდა დაიკავონ მთვლელებისგან ორი მეტრის მოშორებით, ისე რომ საარჩევნო ბიულეტენების დათვლისა და დახარისხების პროცესზე შეძლონ დაკვირვება. დღეში რამდენჯერმე უნდა მოხდეს კენჭისყრის შენობის ბუნებრივი ვენტილაცია. კენჭისყრის დღეს, შენობები უზურუნველყოფილი უნდა იყოს ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით აღჭურვილი დამლაგებლებით, პირბადეებით, დამცავი ფარებით და ერთჯერადი ხელთათმანებით. საარჩევნო უბნის გახსნამდე და კენჭისყრის შედეგების შეჯამების პროცესის დასრულების შემდგომ, კენჭისყრის შენობა უნდა დალაგდეს და დამუშავდეს სადეზინფექციო ხსნარით.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026

ბიზნესი

YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთების გაყიდვა თიბისის მომხმარებლებისთვის 24 საათით ადრე დაიწყება
ახალი ამბები

YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთების გაყიდვა თიბისის მომხმარებლებისთვის 24 საათით ადრე დაიწყება

14:18 05-06-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:12 05-06-2026
თიბისი ტექსკოლა – მოსწავლეებისთვის ხელოვნური ინტელექტის შესწავლის ახალი შესაძლებლობები
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – მოსწავლეებისთვის ხელოვნური ინტელექტის შესწავლის ახალი შესაძლებლობები

20:19 05-05-2026
სტადირების „ბირთვი” და რადიოლოგიური “რუკა” – რადიოლოგიის როლი ონკოლოგიაში
ახალი ამბები

სტადირების „ბირთვი” და რადიოლოგიური “რუკა” – რადიოლოგიის როლი ონკოლოგიაში

16:29 05-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved