“ქართული ოცნება” წინასაარჩევნოდ ამომრჩევლის მოსყიდვას აგრძელებს. ინფორმაციას “მთავარი” ავრცელებს – კარტოფილს ახლა უკვე სხვა ბოსტნეულიც დაემატა და სადაც ეს საკმარისი არ აღმოჩნდა, მმართველმა გუნდმა ფულიც ჩართო.
კარტოფილს, ხახვი ემატება, კიტრი, პომიდორი, მწვანილი, ბულგარული წიწაკა. გორი, კასპი, იმერეთი, აჭარა, აღმოსავლეთი თუ დასავლეთი, ხელისუფლება საკვებს ყველა კუთხე -კუნჭულში ტომრებით არიგებს…
არჩევნებამდე 5 დღით ადრე კი ოლიგარქის ხელისუფლება კიდევ უფრო გააქტიურდა და ამომრჩევლების გულის მოსაგებად საქმეში ფულიც ჩართო. მცხეთაში ტაქსის მძღოლებს მათი და მათი ოჯახის წევრების ხმების სანაცვლოდ 100-100 ლარი დაურიგეს.
კომენტარები